ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პოეზია
20 სექტემბერი, 2024


ჩვენ ეს შევძელით

რა გაათენებს
რა გადააგორებს ლოდივით მძიმე წამებს
რა დაძრავს ტრავერტინებს
საცრემლეებთან
აღარც წვიმს
აღარც თოვს
ვერც მიტევების, განტევების თუ გაზავების დადგა დარი
წლობით შენახული
არ გამზეურებული თეთრეული
სახსრების ტეხვით განაწილდა-
ზოგი წყალში
ზოგი სარეცხის თოკებზე...
და დანაშაულის დემონმა
უფრო ფართოდ გაშალა მხრები
კუდიც მოიქნია და
ყველა გრძნობა მილეწა და დაასახიჩრა,
გარდა ღალატისა.
უსუსური კნავილი, თავის სამართლებლად
ჰაერში მიკრონაწილაკად დაიკარგა
და ყულფის მირაჟი უფრო მკვეთრი გახადა
გააფერადა, გაალამაზა და ქვეშ ტაბურეტიც შეუდგა
საამო პატიჟით.

რა გადააოგორებს ჩაკირქვულ მონოლითს.
ზმანებები რომ დასდევს სიგრძე-სიგანეზე?!
კაციშვილიც არაა პერიმეტრზე
კაცისა და მითუფრო ღვთის.
მერამდენედ დამხვდა ეკლესია დაკეტილი?!
მერამდენედ შემეყინა ლოცვისა და სანთლის სურვილი სურვილებად.
ყველაზე მეტად მაშინ გავბრაზდი
მაშინ მომივიდა ჩემს თავზე გული
როცა აღმოვაჩინე
რომ ჩემი უფალი ისევ მიყვარს და
მასთან კვლავ მიმიწევს გული,
მიუხედავად მიუხედავისა.

რა გადააგორებს ამ უშველებელ, დაუსრულებელ დღეს უფალო?!
შენ დამეხმარები
ისევ შენ და შენი ანგელოზები
გამომაბამთ უხილავ ფრთებს და
ჩემი სურვილის მიუხედავად
ჩემი ავადმყოფული წარმოსახვის დაუდევრად
გადაგორებული ქვის საფლავის ქვად ქცევის ნაცვლად
საჯილდაოდ მიქცევთ და ერთად ვიამაყებთ
"ჩვენ ეს შევძელით"!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები