ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბ.ლოხიშვილი
ჟანრი: პროზა
20 სექტემბერი, 2024


თავი მოვიკალი

პარასკევს დილით, როცა ვეღარ დავიძინე და ძალიან მაგრად შემეზარა დღის შუქზე ლოგინთან ჭიდაობა, თავი მოვიკალი.
ვუყურებ ღმერთს და ვეუბნები, აზრი არ აქვს მეთქი.
დუმს
დუმს
დუმს
როგორც ყოველთვის, დუმს და თან ზურგი აქვს შექცეული. ვხედავ როგორი გაბუტული დგას, დოინჯ შეკრული, ყველა იმედ გადაკარგული. მიყურებს და ხედავს იდეას, რომელიც ვერ განხორციელდა.
მე თავს ვიკლავ ამ დილით, თორმეტის ოცდათორმეტი წუთია, ზამთარი მობაჯბაჯებს, ცა მიბღვერს, საათი გაჩერებულია, სარკეშიც აღარ ვჩანვარ. მკვდარი ვარ.
მოტოციკლეტს გიალოს ვუტოვებ, (იმ შემთხვევაში, თუ არასდროს გაყიდის) ჩემ ნაწერებს ვწვავ, ჭურჭელს ვრეცხავ, ლოგინს ვალაგებ... მინდა, რომ ყველაფერი გავაქრო, რასაც ძალუძს ჩემ კვალზე დააყენოს ვიღაც წყალწაღებული.
  ვიღებ ჩაკ პალანიკის წიგნს, კიდევ ერთხელ ვკითხულობ ორმოცდამეთვრამეტე გვერდზე: ‘ სიკვდილი გავს ორგაზმს“ მკვდარი ვარ.
ერთ კვირაში გარშემომყოფები ჩვეულ რითმს უბრუნდებიან, ღმერთი კი დგას კვლავ დოინჯ შემორტყმული და მებუტება, რომ არ ავსულვარ ყინვარმწვერზე, ფეხშიშველა არ გავიარე ყველაზე ცხელ უდაბნოზე და ჩემი თვალებით არ მინახავს ჟირაფი; არ გამინთავისუფლებია ცხოველები ზოოპარკიდან და არ გავსულვარ სახლიდან არასდროს ჩემი ცარიელი საფულის გარეშე. მიყურებს და ხედავს წყალწაღებულ იდეებს, როგორც უამრავი სპერმატოზოიდი ირეცხება უნიტაზში, რომლებიდანაც შეიძლება ერთ ერთის საშოში ფორმირებას უდიდესი ცვლილებები მოეხდინა ლურჯ პლანეტაზე.
  არ მყოლია შელბი და ვერასდროს ვერ შევძელი მისი დაწვა, რადგან ერთხელ და სამუდამოდ, დამეწვა ჩემი ეგო, რომელსაც სიგიჟემდე უყვარდა შელბი.
  ვერაფერი შევიყვარე.... დგას დოინჯ შემორტყმული და მებუტება, რადგან მოკვდა იდეა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები