ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზაზა22
ჟანრი: პოეზია
20 სექტემბერი, 2024


გემუდარები

გემუდარები

სული სიმყრალით, რომ გაივსება ვერ ხედავს თვალი...
ოხ რა მძიმეა , ადამიანის ცხოველივით შეყროყინება.
ან გაელვება ეშმაკური,  ფლიდი და მკრთალი,
ასეთისაგან, გემუდარები ნუ გეწყინება.

აზვითებული ოცნებები, მეწყერს წააგავს .
ან უსახური მთა ინგრევა ან კლავ უსაგნოდ.
გემუდარები ნუ ენდობი გულის გადაღლას ,
ნიღბით ცხოვრებას,  ამჯობინე ყოფნა უსახოდ.

სხვამ იბოგინოს, ისე როგორც სულელთ  სჩვევია,
მე კი სიმწრისათვის აღარ დამრჩა რეცეპტორები,
შენ კი ისევ გთხოვ , ცას შეხედე შებინდებისას
და წრფელ სიყვარულს შენს სხეულში ეამბორები.

არ გინდა სხვაზე იბატონო, არა არ გინდა...
საქმენმან შენმან გაბატონოს , ასე გირჩევდი.
გემუდარები დამიჯერე, რასაც ასე გთხოვ,
თუ შესრულების არ გაქვს ძალა ნუ დამპირდები.

და მერე როცა გამოჩდება ედელვაისიც,
როცა შენი მზეც მოეწყობა,  ჩასასვენებლად...
არ შეგეშინდეს , მე მინახავს მრავლად გაფრენა!
გემუდარები ეს გახსოვდეს , სულის საშველად.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები