ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
21 სექტემბერი, 2024


განქორწინებულს (ბებრული რჩევა ახალგაზრდა მეგობარს)

#ლექსები

ნინო დარბაისელი

განქორწინებულს

(ბებრული რჩევა - ახალგაზრდა მეგობრისათვის)

უცებ დაირხა ჭორი შენი განქორწინების?!
კაცები უცებ დაგესივნენ - კრუხს - წიწილები?!

საქართველოში-  სხვისი ცოლი  - მუდამ  კარგია,
შინ საკუთარი - რახანია აღარ არგია.

შინაურს ფორმა ეკარგება, აღარც  ბანგია,
სამაგიეროდ - შესანახად - დიდი ბარგია. 

ანკი რა არის აქ ისეთი, გასაკვირველი,
განქორწინებულ ქალთან უნდათ იყვნენ პირველი,

არა, იმიტომ  რომ ვნებისა დაიცხრონ ჟინი,
ან უნდათ, დროზე  დაიცალონ ფშუტე ხურჯინი,

საქართველოშიც,  როგორც ყველგან,  კაცს სტანჯავს შიში,
რომ ვერ უშველის ვერა გარჯა, ვერა ვარჯიში

და ყოველ ჯერზე დაამტკიცოს უნდა კაცობა,
სჯეროდეთ, ლომებრ ძალუძს კვლავაც  ხევა და  სობა.

სირცხვილისაგან - შენ გედება ალი ალური,
რიდი ქალური გეძალება ეპოქალური…

სოციალური ამბებია, სექსის კი არა,
განქორწინებულს დაეუფლა?! გაიპიარა?!

ექაჩებოდა შენკენ დღემდე გრძნობები ქვენა,
შენ - ნუ დაეძებ, თავი თვითონ გაიბოქვენა,

რაც იყო, იყო!  დაივიწყე  სიტლანქე, წყენა.
კაცს ერექცია რომ უქრება, უდგება ენა!

ასწიე თავი,  წინ ათასი მოგელის კარგი,
ერთია მუდამ დასაკარგი და დანაკარგი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები