ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გზაარეული
ჟანრი: პოეზია
21 სექტემბერი, 2024


აბია 2

ტყე გაიარა ათას მუხათა
მთა ნამეხარი, ცა ნაქუხარი
ახლა კი უყვარს ჯდომა ბუხართან
სანამ ჩაქრება ხოლმე ბუხარი

ისე ბერდება, ისე თეთრდება
ზოგჯერ სიკვდილი უჯობს ამ ლოდინს
როცა თოვლიან გზას აშტერდება
თუმცა არავინ გზიდან არ მოდის

ძველ თოფს ათასჯერ უსინჯავს ჩახმახს
ვერავის ხედავს ჯიხვების გარდა
და კლდეებს შორის უყურებს აღმართს
როცა თვეები არ წყდება ბარდნა

უყურებს თოვლში მუხებს და კედრებს
სტკივა სიშიშვლე, სითეთრეც მათი
და ეფერება გაცრეცილ კედელს
სადაც კიდია ხის ძველი ხატი

ხატის წინ ანთებს ყოველდღე სანთელს
ხანდახან ცრემლიც დასცვივა ხოლმე
და გრძნობს ოდესღაც კლდესავით ჯანმრთელს
არც ძალა შერჩა და აღარც ღონე

კოცონის წვერზე გამხმარ პურს ხუხავს
ტანზე საბანი ასხია ბეწვის
ირწევა სკამზე, უყურებს ბუხარს
და გულიც... გულიც ცეცხლივით ეწვის

ამდროს კი სადღაც მთებს იქით ბარში
მასზე ყვებიან უამრავ არაკს
როდესაც თოვლი ეხვევა ქარში
და მთვარე მთიდან ჩამოაქვს არაგვს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები