ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
22 სექტემბერი, 2024


ქაღალდის ადამიანები ( ნაწილი XXXIII )

- მგონი ჭიქა დაგიცარიელდა. ჩაით შეგივსებ! - ანას ეს სიტყვები კი სასიამოვნოდ ენიშნა.
- შეავსე!
- შემდეგ რა იქნება?
- რას გულისხმობ?
- რა ბედი ეწევა ლიტერატურას?
- მე იმაზე უფრო ვნაღვლობ თუ რა ეშველება სამყაროს ლიტერატურის გარეშე?!
- ასეთი ჟამი ახლოვდება? - ჩაეძია ანა.
- ანა მინდა, რომ ძალიან ბევრი რამ გიამბო უბრალოდ არ შემიძლია, აკი გითხარი რაც ნაკლები გეცოდინება მით უკეთესი შენთვის თქო. ყველაფერი სულ სხვაგვარადაა.
- ის ყმაწვილი ვინ იყო დესპანებმა, რომ წაიყვანეს?



- აცივდა! შეშას დავამატებ. - ფეხზე წამოდგა და ბუხრისკენ სწრაფად გადაინაცვლა. ცხადი იყო რომ ანასთან სასაუბროდ არ ეცალა, რადგან მისი გული და გონება მთლიანად დამიანეზე დარდს მოეცვა, ამიტომ ბუხრამდე მისულმა შეშის დამატება გადაიფიქრა და საკიდიდან თავის პალტო ჩამოხსნა. ჰალსტუხი ფრთხილად შეისწორა და კიბეებზე დაეშვა. ნათანაელის ამ ქცევამ ანა კიდევ უფრო მეტად გააღიზიანა. ფინჯნები მაგიდაზე უგუნებოდ მიყარა და ორანჟერიებისკენ დაიძრა, სადაც ვიღაც უცხო ადამიანი მთელი ამ ხნის განმავლობაში თავისთვის დაიარებოდა და თან თითოეულ ყვავილს საგულდაგულოდ ათვალიერებდა. ჭაბუკი ანაზე გაცილებით მაღალი ჩანდა. ტანზე გრძელი ხაკისფერი პალტო ეცვა, კლასიკური ნაჭრის შარვალი და სქელლანჩიანი ფეხსაცმელი ამშვენებდა, ხოლო ცილინდრის მაგვარ ქუდში თავისი შავი, ხვეული თმები ისე კოხტად გადაევარცხნა, რომ მისი სიგრძე მხრებამდეც კი აღწევდა და უფარავდა კიდეც. მამაკაცი მოგრძო სახის მოყვანილობით გამოირჩეოდა, სადაც სქელი წარბები მის ლურჯ თვალებს სანახევროდ უმალავდა. მისი წარმოუდგენელი გარეგნობით მოხიბლული ქალი ჯერ შორიდან უყურებდა შემდეგ კი გამბედაობა ეყო და მხარზე მშვიდად შეეხო.



- უკაცრავად... - მამაკაცს ყურადღება არც მიუქცევია. - არ გესმით? უკაცრავად!
- ეს ყვავილები მომეწონა. მათზე ვფიქრობ...
- აქ საიდან მოხვდით?
- მე დიდიხანია უკვე აქ ვარ.
- თქვენ გელაპარაკებით! - ანას ამ სიტყვებზე მშვიდად შემობრუნდა, მაგრამ როგორც კი მის პირისპირ აღმოჩნდა თითქოს ენა გადაყლაპაო, იმდენად უსახური გამომეტყველებით უყურებდა ქალს.
- კარგად ხართ?
- დარა...
- მგონი გეშლებით.
- დარა...
- არა. მე ანა ვარ. ამ ორანჟერეას ვაშენებ და სახელსნოში ვმუშაობ, სადაც სხვათაშორის თქვენ...
- ეს შეუძლებელია... - გაოცებას ვერ მალავდა მამაკაცი. - დიდიხანია აქ ცხოვრობთ?
- რაც ნათანაელმა შემიფარა ალბათ წელიწადი იქნება. იცით ვინ არის ნათანაელი?
- საიდან გვეწვიეთ?
- ჩემი ქვეყანა აქედან ძალიან შორს არის. იმაზე გაცილებით შორს ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. - უპასუხა ანამ - მაგრამ... ვინ არის, დარა?
- დარა?
- დიახ, ვისაც გამუდმებით ახსენებთ. დარა, დარა. ვინ არის, დარა?
- ჩემი დიდიხნის ნაცნობი...
- აქაურია? ბოლოს როდის ნახეთ?
- აღარც კი მახსოვს, მაგრამ თქვენ მას ძალიან გავხართ.
- ცოცხალია?
- წარმოდგენა არ მაქვს. არ მინდა ამაზე საუბარი.
- მაშინ აქ რას აკეთებთ?
- ყვავილებზე ვფიქრობ. - მოკლედ უპასუხა.
- ეგ რას ნიშნავს?
- იცით... ჩემი წასვლის დროა. იქნებ ოდესმე გესტუმროთ კიდეც. -მხრებში ძლიერად მოკიდა და ღიმილნარევად დაუკრა თავი. - არ გემშვიდობებით, ანა.
- იქნებ ერთ დღეს მართლაც მესტუმროთ. - ცნობისმოყვარეობის სურვილმა იმდენად აავსო, რომ უცნობ მამაკაც უკან გაჰყვა. - ჩემს სახელოსნოს განახებთ, „ქაღალდის ადამიანებს“ გაგაცნობთ...
- რა თქვით? - მისმა განცვიფრებამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა.
- ჩემს სახელოსნოს თქო...
- ქაღალდის ადამიანები? ეს შეუძლებელია! - თითქოს იქიდან გაქცევას ლამობდა რომ მოზღავავებული ემოციებისგან ერთიანად არ გამსდარიყო.
- სხვა სიტყვა არ იცით? - ანა არ ეპუებოდა.- სულ იმას გაიძახით, შეუძლებელია, შეუძლებელიაო...
- ანა. - მოულოდნელად კართან შედგა. - დაბრუნებით აუცილებლად დავბრუნდები და პირობას გაძლევ ყველაფერს გიამბობ, უბრალოდ ახლა მართლა უნდა მაპატიო. - ... და აფორიაქებულმა იქაურობა დატოვა.


    ამ ამბის შემდეგ ანას გაწბილებას საზღვარი არ ჰქონდა. თითქოს მის ირგვლივ ყველას და ყველაფერს პირი შეეკრათ ოღონდ კი მას რაიმე არ გაეგო, მაგრამ ყველაზე მთავარი მას ჯერ კიდევ ელოდა, როდესაც ბიბლიოთეკის კარები წერილებით ხელ მომრჯვებულმა კაცმა გააღო.
- ისევ უკან დააბრუნეს ხომ? - უსიამოვნოდ გამოართვა და მისთვის ზედაც არ შეუხედავს.
- შენ ანა ხარ, ხომ?
- დიახ.
- ნათანაელი აქ არის?
- თქვენ ვინ ხართ?
- დამიანე.

ამ სიტყვების მერე არაფერი აღარ ახსოვს. ქალის უგუნო სხეული თავის წერილებთან ერთად, ბიბლიოთეკის შუაგულში წაიქცა.


                                                                                             
                                                                                                                            (გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები