ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბ.ლოხიშვილი
ჟანრი: პროზა
23 სექტემბერი, 2024


წარმოიდგინე, რომ იური გაგარინი ხარ...

წარმოიდგინე, რომ იური გაგარინი ხარ...

წარმოიდგინე...

წარმოიდგინე, რომ საბჭოთა კავშირში დაიბადე და ბაბუის სახელი დაგარქვეს - იური

გვარი კი მამის გამოგყვა - გაგარინი.

პირველად გოგონას სკოლის ეზოში აკოცე, როცა 12 წლის იყავი და ამის შემდეგ, მთელი ორი დღე შოკი და გულისრევა აღარ გშორდებოდა.

გიყვარდა კლეშინოს დანისნული ლანდშაფტის თვალიერება და სუხარიკები ტკბილ ჩაისთან ერთად; ყველაფერი ეს კი მოსკოვმა წაგართვა... ატალახიანებულმა მოსკოვმა.

გინდა, რომ საავიაციო ბაზაში მტაცებელ მფრინველად იქცე, რომ მამაშენმა ერთ ხანს მაინც გაიფიქროს, არ უნდა მიმეტოვებინა ასეთი შვილიო. ეგლოვა. ცხოვრება ტანჯვად გადაქცეოდა. კლეშინოს მოწყენილობას გაელოთებინა, როცა შენ შენივე გამანადგურებელი თვითმფრინავით ზაფხულის ცაზე ისრიალებდი.

მოდი წარმოიდგინე, რომ იური გაგარინი ხარ და ატმოსფეროს ტოვებ. გრძნობ შენივე ხომალდის გადახურებას და როცა გიგანტ დედამიწას შეჰყურებ ნელ-ნელა ქრება შენი სახელი:

თავიდან გაგარინი ფერმკრთალდება, შემდეგ კი იური.

ატმოსფეროს მიღმა აღარ არსებობს აღარც შენი სამსახური და აღარც შენი ოცნებები;

ქალი, რომელიც გიყვარს;

სლავიკა მოროზოვი, ვინც სკოლის ასაკი გაგიმწარა.

არარსებობს სუხარიკები და გემრიელი ჩაი.

ღმერთებიც აღარ არსებობენ... აღარცერთი ღმერთი.

მარტო ხარ. მარტო, სრულიად ახალ, ჭეშმარიტ, ცივ სამყაროში.

მარტო, იური... ძალიან მარტო.

აღარ არის კალენდრის მიხედვით დათვლის სისტემა თუ დროის საათობრივი ათვლა.

დაბადების დღეც კი აღარ გაქვს.

მაგრამ ..

წარმოიდგინე...

წარმოიდგინე...

შენ უკან ბრუნდები, საბჭოთა კავშირში.

ბლიად... საბჭოთა კავშირში, რომელზეც უკვე სიმართლე იცი, რომ თურმე არარსებობს.

როგორი სამწუხაროა...

პატარა, ტყუილებით სავსე პლანეტა და საბჭოთა კავშირის გმირობა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები