ავტორი: შავი ტოტები ჟანრი: პოეზია 23 სექტემბერი, 2024
ხშირად ლამაზი სიტყვები არ არის საოცარი
მტვრიან ქუჩას ვირჩევთ, რადგან გვინდა შევამჩნიოთ მზის სხივებზე გაბრწყინებული მტვრის ნაწილაკი. გოთიკურ ცივ კედლებს რომ თავი მივადოთ - დავისვენოთ, დაკეტილ სახლებში შესვლის სურვილი გვაქვს. ხშირად ლამაზი სიტყვები არ არის საოცარი_ იმ დროს როცა ვუყურებთ ტრაგედიას. ვინ დაგვიწერა ჩვენი ლექსები? საოცარი სიტყვებით, როცა არ გვგავს ისინი ჩვენ. ხეებს ვღებავთ მავნებელი მწერებისგან რომ დავიცვათ, ჩვენ კი არავინ გვიცავს. იმ მუსიკას, რომელსაც სევდის დროს ვუსმენთ და მწარედ ვტირით. ტყუილის ფიცრები გათლილი ლამაზად. გვესმის ბარაბანის გამაყრუებელი ხმა_ ჩვენამდე კი ქნარის მშვიდი სიმშვიდე აღწევს. როცა გამხმარ ბალახს კოცონზე ვწვავთ ამ დამწვარი ბალახის ცუდი სუნი გვიყვარს.