ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიამ მებუკე
ჟანრი: პოეზია
24 სექტემბერი, 2024


* * *

როგორც ამბობენ,
ჩიტები ზამთარს შორს ატარებენ.
მე ყველა ზამთარს ასე ვხვდები -
დავიწყებული კაცივით მოფრინდება რომელიმე ჩიტი,
ღამე საწოლში რომ ჩავისვა, გამოვაზამთრო.
მერე თავიც მომადოს ხოლმე,
ფრთაც გადმოდოს ხავსიან მხარზე და
ისე ვიყო,
თითქოს აქეთ ვიზამთრებდე სხვის თბილ სხეულზე.
დილაობით კერტებიდან კენკავდეს საკენკს,
მაცილებდეს და
დაბრუნებულს სიცივისგან დაწითლებულ, აქერცლილ კანს მაცლიდეს ხოლმე.
განსაკუთრებით ცივ თვეებში, როცა გაყინულ, შიშველ ტერფებს ახმება თოვლი და
დიდხანს უწევს ჩემთან ყოფნა,
ისე ვეჩვევი,
თითქოს აქეთ ვიზამთრებდე მის ფეხებს შორის, მის სამყოფელში.
იმას კი მუდამ სწორად ამბობენ,
რომ გაზაფხულზე ყველა თავის სახლს უბრუნდება -
და ჩემი კაციც, როგორც ჩიტი, აივანზე ნასაუზმევი, უთქმელად მიდის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები