ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯი-კო
ჟანრი: პოეზია
25 სექტემბერი, 2024


მიდიხარ, როგორც ლანდი ქუჩებში

მიდიხარ, როგორც ლანდი ქუჩებში,
როგორც აჩდილი, მკვიდრი ეპოქის,
ბუნდოვანების, გაურკვევლობის
ხლართის ნაწილი წებოვან ქსელში.
საუკუნეთა სივრცეებს შორის
განთხეულია შენი სხეული.
უთავბოლობით გზააბნეული
დაეძებ საწყისს ანდა დასასრულს...
მაგრამ ერთადერთს და ბეჭედდასმულს,
როგორც საჯაროდ სადმე გამოკრულს,
პოულობ სახეს, სუმთლად დაკაწრულს
და ჩამოხეულს დროის ფრჩხილებით.
წარმოსახვები შემოგესევა
ისე ძლიერად, რომ თავს დაკარგავ
და ჩაგათრევენ, ძალით თუ ნებით,
თავად არ იცი, მთლად ჩაბნელებულ,
ნესტიან ხვრელში და შენ კი ამ დროს
თავგამეტებით და გახელებით
ნახშირს მოხვეტავ, სისხლს დააწვეთებ,
კოცონს დაანთებ და შეუკეთებ
შენივე ხელებს, ოღონდ აინთოს
და მზად ხარ გულიც ცეცხლში ჩააგდო!
ეს მოწყალება ო, ვინ გაიღო,
რომ ხილვის დიდი უფლება გერგო?
მაგრამ შენ თავი ნაწყალობევი
წარმოგიდგება არარაობად.
განსამუხტავად კვლავ აბსტრაქტიზმში
ჩაინთქმები და არარსებობა
არსებობასთან გაიგივდება.
ლამაზ ხილვებში ნაზად ფარფატებ
და ზმანებების ზღვებში დაცურავ.
თავს მშვენივრად გრძნობ, თითქოს ისრუტავ
და იჟღინთები წვიმით, სინათლით
და ჯადოსნური ზეშთაგონებით.
შენ ჰარმონიას დაემონები
და თვად ხდები ერთი ნაწილი
მთლიანი წრედის, ამ მოცახცახე
სრულყოფილების და აწეწილი
შენი ფიქრები თითქოს ლაგდება.
მშვიდად სეირნობ უცხო მხარეში,
როგორც სიზმარში, თვალწინ
გიდგება ოქროს სიმებით სავსე სამყარო
და რაც კი ხდება, ძალზე ოდნავი
შეშფოთებაც კი, ოდნავ განძრევა,
ჩუმი ჩურჩული ანდა სიმღერა
ნაზი წკრიალით აღინიშნება.
მაგრამ როდესაც დაუბრუნდები
ან ფრო სწორედ დაგაბრუნებენ
რეალობასთნ, კვლავ აჯანყდები
მაინც რა გინდა და უსასრულო
კონფლიქტი თავთან აღარ გბეზრდება.
თითქოს იღლები, შველას თხოულობ,
რა ხდება შენს თავს, ვეღარ გებულობ.
ვინ ხარ, რა გინდა, რისთის მოსულხარ! –
სწორედ ესაა საინტერესო,
გასაოცარი და უცნაური
ან კი პირიქით, აბსოლუტური
უაზრობაა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ხურსი, გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს