ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
26 სექტემბერი, 2024


სხვისთვის

წერტილს მივუსვამ კიდევ ორ წერტილს
და დასასრულის თარიღს გადავწევ,
რადგან მივხვდი, რომ სულ ჩემთვის ვწერდი,
ამიერიდან სხვისთვისაც დავწერ!

მსგავსი რამ განა პირველად მომდის?!
რომ მკითხოს კაცმა -დიდი მაქვს გული,
თუმც, უწინ, სხვისას ვერაფერს ვგრძნობდი,
ჩემი გრძნობებით გაბრუებული.

ალბათ უვარგის თხას როგორ ვგავდი,
"მეე", "მეე"-ს მყვირალს და რძე ვერმოწველილს,
სხვისთვის სანთელსაც რომ არ ვწირავდი,
მხოლოდ საკუთარ თავზე მლოცველი?!

მაგრამ დროდადრო გონი ნათდება, -
ღმერთი არ ტოვებს თავის ქმნილებას.
და კაცი თუ არ გაწარმართდება,
სიბრძნეს მოუტანს გამოცდილება.

ბრძენს კი, სულ სხვა აქვს არსების წყარო,
ჭკვიანი გული მხოლოდ სხვისთვის ძგერს;
სხვისთვის მიძღვნილი სიკეთით ხარობს,
სხვისთვის ლოცულობს, გრძნობს და სხვისთვის წერს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები