3. ძალიან კარგი იყო, ქალბატონო ნინო. მადლობა. ფინალური მომენტით დავიწყებ, ხომ გაგიგიათ "შეშლილი და ლამაზი სოფელმა უნდა შეინახოსო". ამიტომ, ვთვლი რომ მანდ ყველაფერი თავის ადგილასაა.
ძალიან კარგად შენიშნეთ და ამოიცანით ნაჩქარევობა და მეტისმეტი მინდობა ბგერწერისადმი. შეიძლებოდა ეს უკანასკნელი კონვენციურ ლექსს უკეთესად შეეთავსებინა და როგორმე გამოცდილი მკითხველის თვალსა და ყურს ვერ შეემჩნია, თუმცა არაკონვენციურ ლექსებში ნებისმიერი ბგერწერული ნიუანსი მკაფიოდ ჩანს, განსაკუთებით გჭრის ყურს მაშინ, როდესაც თითქოს უმისოდაც არაფერი დაშავდებოდა.
მთის მინდვრიან გორაკს, რაც შეეხება - აქ უკვე ფაქტობრივმა სიზუსტემ მიბიძგა და მეც არ დავრჩენილვარ უარზე, რამეთუ მოქმედება მთის კალთაზე ხდება.
ბოლოს კი, სათაურს რაც შეეხება, არაფერ შუაში არ არის ლექსთან <33
მომწონს ასეთი დეტალური განხილვა რომ არ გეზარებათ ხოლმე, მიუხედავად ყველაფრისა. მადლობა
ძალიან კარგი იყო, ქალბატონო ნინო. მადლობა. ფინალური მომენტით დავიწყებ, ხომ გაგიგიათ "შეშლილი და ლამაზი სოფელმა უნდა შეინახოსო". ამიტომ, ვთვლი რომ მანდ ყველაფერი თავის ადგილასაა.
ძალიან კარგად შენიშნეთ და ამოიცანით ნაჩქარევობა და მეტისმეტი მინდობა ბგერწერისადმი. შეიძლებოდა ეს უკანასკნელი კონვენციურ ლექსს უკეთესად შეეთავსებინა და როგორმე გამოცდილი მკითხველის თვალსა და ყურს ვერ შეემჩნია, თუმცა არაკონვენციურ ლექსებში ნებისმიერი ბგერწერული ნიუანსი მკაფიოდ ჩანს, განსაკუთებით გჭრის ყურს მაშინ, როდესაც თითქოს უმისოდაც არაფერი დაშავდებოდა.
მთის მინდვრიან გორაკს, რაც შეეხება - აქ უკვე ფაქტობრივმა სიზუსტემ მიბიძგა და მეც არ დავრჩენილვარ უარზე, რამეთუ მოქმედება მთის კალთაზე ხდება.
ბოლოს კი, სათაურს რაც შეეხება, არაფერ შუაში არ არის ლექსთან <33
მომწონს ასეთი დეტალური განხილვა რომ არ გეზარებათ ხოლმე, მიუხედავად ყველაფრისა. მადლობა
2. რამდენიმე წმინდად ნეო-მოდერნისტული მეტაფორა გვაქვს. მათგან ნაწილი - ეფექტურად მუშაობს - ხრიოკ ტანზე ქარის ამბორის კბენა, სუსხის ბალახზე ჩამორბენილობა და ასე შემდეგ. ეფექტურია ინსულინის მომენტი მზის ნაკლებშაქრიანობით - “ორ ფეხზე მყარადაა დაყენებული” რაკი უცნობის ახსნის ცდა რაიმე ნაცნობით - წმინდად ადამიანური თვისებაა, ხოლო მე, ჩემი ფრთაფარფატა ანგელოზურობის მიუხედავად, მაინც ადამიანად ვრჩები, აქ ვიტყოდი, რომ ლია სტურუამ თავისი შემოქმედებით, დაწყებული გასული საუკუნის სამოციანი წლებიდან, დიდად გაგვანებივრა სიურრეალისტურობამდე მისული ამ ტიპის ნეო- მოდერნისტული მეტაფორებით. რაც იმთავითვე წარმოუდგენელი სიახლე იყო საბჭოურ კონტექსტში. ანუ მექანიზმი - ქართულ პოეზიაში - მისია. რაც, არ მგონია , დიდად აკნინებდეს ამ მხრივ ავტორის წარმატებას.
მთის მინდვრიანი გორაკი - აქ მთა ზედმეტია, გორაკი უკვე შეიცავს მთის გაგებას, ვერც აქცენტირებას ემსახურება, ამით რომ გაგვემართლებინა. ეფექტურია მთვარე ,,მათ თვალში რომ იეკლება”.
კარგია, ბგერწერულ კავშირებს რომ აქცევთ ყურადღებას, მაგრამ მეჩვენება, რომ თვითმიზნურადაც მიმართავთ. მაგალითად “კრავი კრავაი” - ეს ბგერწერული კავშირი, რომ იტყვიან, ხელისგაწვდენაზეა…მაგრამ შემდგომში ლექსის ერთიან კომპოზიციაში ან ვერ მონაწილეობს, ან იქნებ მონაწილეობს კიდეც, ოღონდ მხოლოდ ავტორისთვის ცნობილი რაიმე ფუნქციით, რომლის დეკოდირების საშუალებაც მე, როგორც მკითხველს, არ მეძლევა.
ხომ რამდენი ეფექტური მომენტია, არა?! მაინც მეჩვენება, რომავტორი მეტისმეტად ნიენდო ბგერწერობტივ და სახეობრივ ბმებს წყვეტადობებიგამოუდის. შემეძლო, ეს მხატვრულ ინტენციადაც ჩამეთვალა, მაგრამ ნაჩქარევობასთან რომ გვაქვს საქმე, “მთის გორაკი” ხომ ერთ მოტივს მიჩენს და ფინალური კორექტურა ერთსაც მიმატებს ,, სოფელს მდინარეში” . უნდა იყოს ან სოფლის მდინარეში ან სოფლად მდინარეში.
წარმატებები! რამდენიმე წმინდად ნეო-მოდერნისტული მეტაფორა გვაქვს. მათგან ნაწილი - ეფექტურად მუშაობს - ხრიოკ ტანზე ქარის ამბორის კბენა, სუსხის ბალახზე ჩამორბენილობა და ასე შემდეგ. ეფექტურია ინსულინის მომენტი მზის ნაკლებშაქრიანობით - “ორ ფეხზე მყარადაა დაყენებული” რაკი უცნობის ახსნის ცდა რაიმე ნაცნობით - წმინდად ადამიანური თვისებაა, ხოლო მე, ჩემი ფრთაფარფატა ანგელოზურობის მიუხედავად, მაინც ადამიანად ვრჩები, აქ ვიტყოდი, რომ ლია სტურუამ თავისი შემოქმედებით, დაწყებული გასული საუკუნის სამოციანი წლებიდან, დიდად გაგვანებივრა სიურრეალისტურობამდე მისული ამ ტიპის ნეო- მოდერნისტული მეტაფორებით. რაც იმთავითვე წარმოუდგენელი სიახლე იყო საბჭოურ კონტექსტში. ანუ მექანიზმი - ქართულ პოეზიაში - მისია. რაც, არ მგონია , დიდად აკნინებდეს ამ მხრივ ავტორის წარმატებას.
მთის მინდვრიანი გორაკი - აქ მთა ზედმეტია, გორაკი უკვე შეიცავს მთის გაგებას, ვერც აქცენტირებას ემსახურება, ამით რომ გაგვემართლებინა. ეფექტურია მთვარე ,,მათ თვალში რომ იეკლება”.
კარგია, ბგერწერულ კავშირებს რომ აქცევთ ყურადღებას, მაგრამ მეჩვენება, რომ თვითმიზნურადაც მიმართავთ. მაგალითად “კრავი კრავაი” - ეს ბგერწერული კავშირი, რომ იტყვიან, ხელისგაწვდენაზეა…მაგრამ შემდგომში ლექსის ერთიან კომპოზიციაში ან ვერ მონაწილეობს, ან იქნებ მონაწილეობს კიდეც, ოღონდ მხოლოდ ავტორისთვის ცნობილი რაიმე ფუნქციით, რომლის დეკოდირების საშუალებაც მე, როგორც მკითხველს, არ მეძლევა.
ხომ რამდენი ეფექტური მომენტია, არა?! მაინც მეჩვენება, რომავტორი მეტისმეტად ნიენდო ბგერწერობტივ და სახეობრივ ბმებს წყვეტადობებიგამოუდის. შემეძლო, ეს მხატვრულ ინტენციადაც ჩამეთვალა, მაგრამ ნაჩქარევობასთან რომ გვაქვს საქმე, “მთის გორაკი” ხომ ერთ მოტივს მიჩენს და ფინალური კორექტურა ერთსაც მიმატებს ,, სოფელს მდინარეში” . უნდა იყოს ან სოფლის მდინარეში ან სოფლად მდინარეში.
წარმატებები!
1. ეს უკანასკნელისგან ბევრად განსხვავებული ლექსია. მოხარული დავრჩები აქაც თუ დააფიქსირებთ აზრს ურაკპარაკელები <33 ეს უკანასკნელისგან ბევრად განსხვავებული ლექსია. მოხარული დავრჩები აქაც თუ დააფიქსირებთ აზრს ურაკპარაკელები <33
|