მე მჯერა შენი... ცხელია მზე და გამშრალია უდაბნოს ქვიშა. მე მჯერა შენი... “ნუ მოხვალ ჩემთან, დაიწვები ისე, როგორც მე!” შენი მზერა ჩემს თვალებში ადნობს ყინულებს. მაგრამ ცრემლები დაიშრიტება, სანამ მიაღწევს ცისფერ ტბებამდე. უკიდეგანო, ბნელ სივრცეში კაშკაშებს მზე – ერთადერთი, დიდი და მწველი. ო, შორეულო, ვერც ერთ სულში ვერ დაეტევი! ცხელია მზე და გამშრალია უდაბნოს ქვიშა... მე მჯერა შენი. მერე ისევ ამოვა მთვარე... ალაპლაპდება ტბები და გედები თეთრად გაანათებს. მთვარეს ძალიან მოსწყურდება და მოუნდება ტბასთან ჩამოსვლა. მეც მომწყურდები, მაგრამ არასდროს არ მოვალ შენთან... მე შენ მიყვარხარ. ცხელია მზე და გამშრალია უდაბნოს ქვიშა.