ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პოეზია
29 სექტემბერი, 2024


რომ ვიცინოდი

ვიცინოდი
ბავშვობაში ნარკომანზე ანეკდოტს რომ მიყვებოდნენ -
ბუ რომ იყიდა და უხაროდა, ყურადღებით მისმენსო.

მეღიმებოდა ასაკის, სტატუსისა თუ ზომების შეუფერებელ საქციელებზე ,
თითქოს დავიწყებას მიცემულები დაუვიწყარ ბავშვობას აღვიძებდნენ საკუთარ თავებში.

მეზარებოდა ათასჯერ მოსმენილის ხელახლა მოსმენა მოხუცებისგან,
"გამეორება ცოდნის დედააო" თუ უბრალოდ  კიდევ ერთხელ მოყოლით რომ უნდოდათ იგივეს განცდა.

მეცინებოდა კიკეთელ გიჟზე, 5 კაპიკად ტოტო კუტუნიოს და რაფაელა კარას სიმღერებს რომ გვიმღეროდა ბავშვებს და არასდროს რომ არ აუღია ის 5 კაპიკი სინამდვილეში.

ვერიდებოდი გადარეულ მეხიას ხელის ჩამორთმევას - 'ბოლოს როდის დაიბანა?"- სულ ეს კითხვა რომ მიტრიალებდა თავში

მაგრამ

როცა ,
ჩემი ამბავი გაიგო
ყველაზე მაგრად მან მომიჭირა ხელზე ხელი,
ხელის ჩამორთმევისას და მისი კიდევ უფრო ფართოდ გახელილი,
დონკრატ შემდგარი თვალებით
ყველაფერი იყო ნათქვამი.

თუმცა,

კიკეთელი გიჟის  გარდაცვალება რომ გავიგე
მწარედ ვიტირე და
მისი ვალი
დანთებული სანთლებით და ცრემლებით გამოვისყიდე, თითქოს.

ახლა,
ძლიერ მენატრება ჩემი მოხუცების
მოყოლილი ისტორიები
ტემბრი
სითბო და ხმა...
ხმა წარსულიდან...
და როცა გამოვიჭერ თავს
ძველი, კეთილი ამბების მოყოლის
დაუოკებელ სურვილში,
უფრო მეტად მრცხვენია საკუთარი თავის,
თუნდაც წარსულში.

გაგიკვკრდებათ, და
მეც უკვე ხშირად
დაუძლეველი სურვილი მიჩნდება
გადავწყვიტო ყველა ჯაჭვი
დავივიწყო ასაკიც, სტატუსიც, წონაც
და ისევ ვიგრძნო სრული
უკიდეგანო სილაღე
თუმცა,
სილაღე კი არა
ვიღაც რომ დაგიჯდეს
შენც ჩამოუჯდე
თვალებში ჩახედო
და ყველაფერი დაწვრილებით მოუყვე
ისე რომ დარწმუნებული იყო ამით მას
ზიანს არ მიაყენებ,
ასეთი ადამიანის პოვნაც საიცნებოა დღეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები