| ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 30 სექტემბერი, 2024 |
#ლექსები
ნინო დარბაისელი
ახლად მოჭრილი იასამნები
(რა სიხალვათეა-მეთქი. უცებ ჩამობნელდა. ტორნადო ყოფილა გამოცხადებული)
უბერავს ქარი, ფეხდაფეხ მივდევ ძეძვებს. რა დამემართა დღემდე მშვიდსა და სულ ნელს?! გარეთ რა მინდა? იისფერ საპონს ვეძებ, თხევად ქაფს, ხელზე რომ მიტოვებდა სურნელს, ხოლო ქალაქში შეყუჟულია ყველა, თურმე ტორნადო ქარიშხალს მოსდევს ავი. ამ სიცივეში უცებ მიტყდება ხველა, კი არ ვიძახი, უკვე დაღლილი ვხავი. ვეღარც გირეკავ, სულ გათიშულა დენი. თვალწინ მიდგება შემთხვევა - რაოდენი? ჩემი მშველელი - შენი მედგარი სული: “- მოვდივარ, მანდ ვარ! ნუ გეშინია მდევრის!” მიშველე დროზე გამომიტყუა, მდევნის ახლად მოჭრილი იასამნების სუნი! სულ რაღაც წამში ფილმად ჩამირბენს უცებ ცხოვრება ჩვენი, წარსული, გარდასული. მოკლე ნაბიჯით ბნელში ვიკვალავ ქვიანს, მაშინებს როგორ გარემო გასუსული… გარეთ რა მინდა?! შევცდი, ვთქვი, რას მიქვია შიში, თუ მიხმობს იასამნების სუნი! რა მესაპნება, ნაცარი დამეფრქვია, მატულობს მსხვერპლი, დღე არის დანავსული. ოქტომბრის ბნელში ვბჭობ ბრძენი თვითმარქვია: - სუნი აქვს სხეულს და უსუნოა სული!
_____ *ფოტოზე - ბოთლი საპნისა ,,ახლად მოჭრილი იასამნები”
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. თავად პატივცემულო, ასეთ საკითხებს ზესტაფონის ბაზრობის ჯიხურებში ფეხებაწეულზე როდი ასწავლიან, რომელიმე უმაღლესი სასწავლებლის პირველი კურსი მაინც უნდა ჰქონდეს ადამიანს გავლილი, რომ იცოდეს თუ არა, გაგონილი მაინც გქონდეს, რას ეწოდება ალუზია, კონოტაცია, დენოტაცია, რემინისცენცია და ასე შემდეგ, …საყველპურო ტერმინოლოგია; უნდა იცოდეს, რა საიდან მოდის,
არ უნდა იყოს მიჩერებული მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ მარადმფეთქავ კლიტორალურ მიდამოებს და სამყაროს ჭიპი არ უნდა ეგონოს,; თუ არ იცის, უნდა ივარაუდოს მაინც, რომ მის წელზემოთაც ხდება სამყაროში რაღაცეები, მას რომ “ ერთხელაც არ დასიზმრებია”, როგორც შექსპირი იტყოდა. თავად პატივცემულო, ასეთ საკითხებს ზესტაფონის ბაზრობის ჯიხურებში ფეხებაწეულზე როდი ასწავლიან, რომელიმე უმაღლესი სასწავლებლის პირველი კურსი მაინც უნდა ჰქონდეს ადამიანს გავლილი, რომ იცოდეს თუ არა, გაგონილი მაინც გქონდეს, რას ეწოდება ალუზია, კონოტაცია, დენოტაცია, რემინისცენცია და ასე შემდეგ, …საყველპურო ტერმინოლოგია; უნდა იცოდეს, რა საიდან მოდის,
არ უნდა იყოს მიჩერებული მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ მარადმფეთქავ კლიტორალურ მიდამოებს და სამყაროს ჭიპი არ უნდა ეგონოს,; თუ არ იცის, უნდა ივარაუდოს მაინც, რომ მის წელზემოთაც ხდება სამყაროში რაღაცეები, მას რომ “ ერთხელაც არ დასიზმრებია”, როგორც შექსპირი იტყოდა.
4. ეს რა ჟანრია პატივცემულო?რა საპონი???? რა თხევადი რა ქარი რა ძეძვა რა უსულო სუნი ?:)))))ნაცარი რო დააფრქვიოთ მგონი ჯობს, ბევრი უნდა გქონდეთ,წესით ???????????? ეს რა ჟანრია პატივცემულო?რა საპონი???? რა თხევადი რა ქარი რა ძეძვა რა უსულო სუნი ?:)))))ნაცარი რო დააფრქვიოთ მგონი ჯობს, ბევრი უნდა გქონდეთ,წესით ????????????
3. იისფერ საპონს ვეძებ, სასწაული ხარ ავტორო
" ამას წინათ მოწყენილი ვიყავი და დავწერე, თემატურად ჩემზე მრავალფეროვანი პოეტი თანამედროვე ქართულ ლიტერატურას არ ჰყოლია -მეთქი" და რა სიმართლე არ არის?! დიახ სიმართლეა! იისფერ საპონს ვეძებ, სასწაული ხარ ავტორო
" ამას წინათ მოწყენილი ვიყავი და დავწერე, თემატურად ჩემზე მრავალფეროვანი პოეტი თანამედროვე ქართულ ლიტერატურას არ ჰყოლია -მეთქი" და რა სიმართლე არ არის?! დიახ სიმართლეა!
2. მადლობა, ბატონო ოთარ! ვიდრე მუხა შემოიხედავდეს, ამ კომენტარს გადმოვიტან ფეისბუქიდან. შესაბამისი საილუსტრაციო ფოტო იქ ჩემლექსიან პოსტს ერთვის, ხოლო გალაკტიონისა - მიდევს პირველ კომენტარში, რადგან ტექნიკურად, სხვანაირად არ ხერხდება.
#გალაკტიონოლოგიური_ოპუსები
ამას წინათ მოწყენილი ვიყავი და დავწერე, თემატურად ჩემზე მრავალფეროვანი პოეტი თანამედროვე ქართულ ლიტერატურას არ ჰყოლია -მეთქი. ამ ფაქტმა, რომ იტყვიან, დუნია გადარია და მე კი ძალიან გამართო. ტყუილი მართლა არ მითქვამს, რადგან წლების მანძილზე მიზანმიმართულად ვეძებ თემებსა და სახეებს, რომელიც შესაძლოა დასავლური პოეხიისთვის საყველპუროც იყოს, ჩვენში კი იშვიათია. და რაც მთავარია, თემატიკა სრულიადაც არ განსაზღვრავს პოეზიის ავკარგს. პოეტური ქმნილების რთული სტრუქტურის, უბრალოდ, ერთი მნიშვნელოვანი მხარეა უამრავი დიდი ქართველი პოეტია, თეამატიკური მრავალფეროვნებით რომ არ დაინტერესებულა, მაგალითად ყველაზე დიდი სახელი ავიღოთ, რუსთაველი! ტორნადოზე როგორ აქ ექნება ვინმეს ჩვენში ლექსი! მაგრამ საპონზე, თანაც თხევადზე, იქნებ მომაშველოთ. მეთოდი რაიმე უცხოური დასახელების ქართულ პოეზიაში “გამეტაფორებისა” მე არ მომიგონია, გალაკტიონისგან ვისესხე.
Flor extra fina, flor extra fina! - ეს არის სარეკლამო წარწერა სიგარის ხის კოლოფზე - “თუთუნი განსაკუთრებით ნორჩი ყლორტებისაგან”.
გალაკტიონ ტაბიძე
საახალწლო ეფემერა
ღამის წყვდიადში მე შემომესმა, სურნელი ნაზი, თვალგაპობილი. გრიგალმა ცივმა და უშორესმა კართან მოაგდო ავტომობილი.
გაჩერდა ორი ყვითელი თვალი და შეშინებით დაკრთენ ჩრდილები, კარებთან კივის წარსულის ვალი: მუსიკა, ღვინო და ყვავილები!
და პოეზიის ნათელი დროშით იხავერდება ოცნება ჭრელი, რომ სხვა მოცარტით და დელაროშით ვიხიბლებოდე მე, მენესტრელი.
აღტაცებების რეკავდეს მინა და სიხარულის იყოს ღილები, Flor extra fina, flor extra fina! მუსიკა, ღვინო და ყვავილები.
შიშით ატირდა კლავიში ერთი, კლავიატურის გულში მკივარი, ოდეს ცეცხლივით დიდი კონცერტი მოედო თეატრს, ვით სატკივარი.
მრავალ წამწამებს და მრავალ ისარს გრძნობს დაღალული თვალი თეატრში და ედარები მზეს ნამაისარს, მაღალ ლოჟიდან შენ, ბეატრიჩე!
სული გაქანდა ზღვაში მოტივედ, თითქო ქაოსის ნისლში შეველი და ატივტივდა იქ ნაფოტივით კლავიში ერთი, შეულეველი,
რომ დავიწყება შემეძლოს რითმე! რომ გადაკარგვა შემეძლოს სადმე! რომ მაპოვნინა მე შენზე რითმა! რომ ასსონანსი ღიროდეს რადმე!
კვლავ მონად ვყავარ თეატრის ვარდებს, ღამეს, სითეთრეს, ვაზას, მაგიდებს, კარგი ქალების სიცილს უდარდელს, ელვარე ლალებს და ყელსაკიდებს.
ისევ დენდიზმი! სიტყვის ბროლებით ეშვება ფარდა. მიდის სტუმარი, თეატრი ხდება ლურჯ გაზოლებით უდაბნო ყვავილთ ნასამუმარი.
პატრონი იყო დემონთა წარბის, ვისაც სარკესთან მოწყდა საყურე. აბნელებს სანთლებს, ალაგებს დარბაზს და მშვიდათ მიდის მოსამსახურე.
უკანასკნელი იყო ეს ლხინი, მის ხსოვნად სული მარად ევნება, მთვარე - ღრუბლების თეთრი პინგვინი და ბაღის მძიმე აშადრევნება!
აღტაცებების რეკავდა მინა, და სიხარულის იყო ღილები, Flor extra fina, flor extra fina! მუსიკა, ღვინო და ყვავილები!
შეგახსენებთ, ადრე ამაზე ოპუსი მქონდა, ფოტოც მედო კოლოფისა, იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ იყენებს სიგარების ყუთზე ტრივიალურ უცხოურ მინაწერს გალაკტიონი და გაუცხოების ამ ეფექტით, დიდ პოეზიას ქმნის. ა, ბატონო, გალაკტიონურ სიდიდეზე თავს როგორ დავდებ, მაგრამ ლექსი ხოა!
მადლობა, ბატონო ოთარ! ვიდრე მუხა შემოიხედავდეს, ამ კომენტარს გადმოვიტან ფეისბუქიდან. შესაბამისი საილუსტრაციო ფოტო იქ ჩემლექსიან პოსტს ერთვის, ხოლო გალაკტიონისა - მიდევს პირველ კომენტარში, რადგან ტექნიკურად, სხვანაირად არ ხერხდება.

1. მაგარი ლექსი! მაგარი ლექსი!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|