ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2024


უკვდავნი არიან მამულიშვილები

მამულიშვილებს მე კვლავ ვუწერ სტრიქონებს,
შინდისის გმირებს და გმირებს ცხრა აპრილის...
ზვარაკად შეწირულთ ლექსებით ვიგონებ,
სხვა მეტი რა გითხრა... გულში ვარ დაჭრილი.

ამ ქვეყნის ტარიგებს კვლავ ვუწერ სტრიქონებს,
დღეს ერში ცოცხლობენ ნამდვილი გმირები...
მწამს: ცაშიც გრძელდება იმათი სიცოცხლე,
უკვდავნი არიან მამულიშვილები.

2024

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები