ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შავი ტოტები
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2024


მდუმარე თოვლი



ერთ ზამთარს თოვლით დაიფარა ქალაქი,
შორს, ჩაღრმავებულ ადგილას,  ორმოში დამდგარ წყალში  დალექილი თოვლი შავად მოსჩანდა.
საღამო ხანი იდგა,
მდუმარედ მივუყვებოდი ნელი ნაბიჯებით ქუჩას, თოვლიც დუმდა,
მხოლოდ ჩემი ფეხსაცმლის
ჭრაჭუნი და ბავშვების შორეული ხმები მესმოდა.
თოვა არ ჩერდებოდა, როგორც გაზაფხულის ქარის მოტანილი ალუბლის ყვავილები ისე ფრიალებდა ცაში ფანტელები.
სევდას ვგრძნობდი,
რადგან მარტო ვიყავი.
სახლში დაბრუნებაც არ მხიბლავდა.
ჩემ იმდროინდელ შეყვარებულს მივწერე,
სიამოვნებით შემხვდა.
მახსოვს, ტკბილეული ვიყიდეთ,
მის ნათესავთან ავედით თბილ სახლში.
ვსაუბრობდით, სასმელს ვსვამდით,
ხანდახან ღირს გზიდან გადახვევა.
თოვლი კი ისევ დუმდა, მის ზედაპირზე ასახული სხეულების ხელოვნება ახალ განცდებს ქმნიდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები