მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და
გააფერადეთ
სასურველი ნომერი
* * *
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
დიდება უკრაინას !!! * * * Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2024
ეს სამშობლოა...
ოქროს ყანების ჩამესმის სუნთქვა,
ვუსმენ და რას არ გაიგებს ყური:
ერთ, სულ ყველაზე ძველ, თავთავს უთქვამს,
რომ ეს მიწაა სამშობლო პურის.
თვალს რომ მოავლებ ჩვენს ვრცელ ვენახებს,
მზე ღრუბლებიდან როცა იცინის,
გახარებული გული შეგძახებს:
ეს ქვეყანაა სამშობლო ღვინის!
ჩამოიცლება ბრინჯაოს სურა
და შეივსება თიხის სასმისი,
ერთხმად შესძახებს ქართული სუფრა:
ეს სამშობლოა "ოქროს საწმისის".
იქ, სადაც არაგვს შეირთავს მტკვარი
და მუხლს მოიდრეკს, სადაც, ყოველი,
ზემოდან პირჯვარს დასახავს "ჯვარი" -
ეს სამშობლოა "სვეტიცხოველის"!
"ვეფხისტყაოსანს" რომ წაგიკითხავს
ეს სამშობლოა სამი ანბანის.
ამ ენით ღმერთი ხალხს განიკითხავს
და "გასრულდება ესე ამბავი".
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
1.
კარგი ლექსია .
გაუმარჯოს ჩვენ სამშობლოს, საქართველოს არწივების ბუდეს.
კარგი ლექსია .
გაუმარჯოს ჩვენ სამშობლოს, საქართველოს არწივების ბუდეს.
მუხა.
2024-10-01 21:44:44
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
16.10.2024 01:17:45