ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯი-კო
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2024


წვიმიან ღამეს

წვიმიან ღამეს, შემოდგომის წვიმიან ღამეს,
ხმელი ფოთლებით და სისველით სავსე წყვდიადში...
როცა ფიქრები საბნების ქვეშ დაგუბდებიან
და გადაიფრენს ქალაქის თავზე სიბნელის რაში;
როცა ჩრდილები დაიწყებენ ქუჩებში ძრწოლას,
ძილი მოთენთავს სხეულების ვნებიან თრთოლას -
დედამიწა კი კვდავ განაგრზობს უსაზღვრო რბოლას.
ხოლო ვიღაცას მიუდია მინაზე შუბლი,
ჯიქურ შეჰყურებს დაღებული სიბნელის ხახას.
გადაწოლილა ღრუბლის რბილი, სველი სხეული
როგორც საკუთარ სარეცელზე - ჩვენს ეზოებზე,
გზებზე, ხეებზე და სახლების სახურავებზე.
გამოდის ქუჩა სიბნელიდან, გაკვირვებული
ყადრების რიგით, ვერცხლისფერი დიდი ფოთლებით.
სველია ქუჩა, სველია და განათებული,
ღამის ფიქრებით შესუდრული და დაქანცული.
დასეირნობენ პოეტები უმისამართოდ -
მათ უყვართ წვიმა, უყვართ ღამის ვრცელი მინდორი
და თავის ჩრდილად წარმოდგენა მათ ძლიერ ართობთ.
მოჩვენებები ზეიმობენ, იგრიხებიან,
წვიმასთან ერთად ეცემიან, გაინთხევიან.
ო, როგორ უნდათ წვეთების ხმა გააძლიერონ!
პოეტები კი ბნელ ქალაქში ჩუმად ქრებიან,
ფოთლებით ხელში, წვიმითა და ოცნებით სავსე -
მოჩვენებებით და სისველით სავსე წყვდიადში
შთამაგონებელ, შემოდგომის წვიმიან ღამეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები