ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
1 ოქტომბერი, 2024


უპირატესობა



                                                          ფანტასტიკა


                                                          (დასაწყისი)

        რას ვიფიქრებდი, თუ სიცოცხლეს სულ მალ ნამდვილ კოშმარად გადამიქცევდა, ასეთი მშვიდი და კრიალა თვალების პატრონი ჯერ არ მენახა. სახეზეც ზომიერად შევარდისფერებული იერი გადაჰკრავდა. თავი მეტად მოკრძლებულად ეჭირა, ამ მხრივ ცოტა აჭარბებდა კიდეც, თუმცა არც ყოყლოჩინობა აკლდა. ეს  მაშინ გავიფიქრე, როცა ჩქარი ნაბიჯებით ჩაიარა გალიებს შორის.  გალიებში კი ნამდვილი საოცრებანი: ძაღლისთავიანი ლომები იმყოფებოდნენ. ეს გონიერი, უაღრესად პროპორციული და ფოლადისკუნთიანი ცხოველები ჩვენი ლაბორატორიის სიამაყე გახლავთ. განსაკუთრებით სასიამოვნოა მათი ხილვა, როცა უძრავად გაირინდებიან ხოლმე უკანა თათებზე ცაცუცქულები. მაშინ ისინი რომელიღაც ძველთაძველ ბარელიეფს მაგონებენ. არც ჟირაფივით გრძელკისერა ირემთან შეჩერებულა, თუმცა არც იმსახურებდა ყურადღებას. მხოლოდ ფრთოსანი გველის გალიასთან შეანელა სვლა. ყურადღებით დააცქერდა და როგორც მისი ტუჩების მოძრაბით დავასკვენი,, რაღაც გადაულაპარაკა თავის მხლებლებს, ამალასავით რომ დაჰყვებოდნენ თან.
      - ეტყობა მაგარი ვინმეა, - ჩაიბურტყუნა გენომ.
      სიტყვა „მაგარი“ გადატანითი მნიშვნელობით იგულისხმება. გენოს კარგად ვიცნობ, როდის რას ამბობს და რა ინტონაციით, არ შემეშლება. მეც ზუსტად ისეთივე აზრი შემექმნა კრიალათვალებიან ყმაწვილზე, ოღონდ გენომ დამასწრო. ბევრი გვინახავს ასეთი „მაგარი ბიჭები“. გეგონება მთავარსარდალი შედის მის მიერ  დაპყრობილ ქალაქში, ისე შემოაბიჯებენ ხოლმე ჩვენი საცდელი სადგურის ყველაზე აკრძალულ ზონაში, თვალს გადაავლებენ ბიოგენეტიკის სასწაულებს და როგორც წესი, არასდროს არაფერი უკვირთ. მათ ხომ აქ მოსვლამდე იმდენი რამის ნახვა და შეთვისება მოასწრეს, რაც ჩვენ ამ მიკარგულ ლაბორატორიებში წლობით გამოკეტილებს, სიზმრადაც კი არ მოგვლანდებია.. ორი ან მეტი კაცისაგან შემდგარი ამალა ყოველთვის თან ახლავთ ასეთ „მაგარ ბიჭებს“.  ერთხანს, როგორც ბავშვი  ერთობა ახალი სათამაშოებით, ისე ერთობა  აქაურობით. სიცოცხლეს გამოასალმებენ იმდენ საცდელ ეგზემპლარებს, რაც მე და გენოს მთელი ჩვენი მეცნიერული საქმიანობის მანძილზე არ დაგვჭირდებოდა. ზედ მიაყოლებენ ჩვენს შეკოწიწებულ ახალ ნიმუშებს... ჭკუაზე შეშლიან ჩვენს შორის ყველაზე ჭკუადამჯდარ ადამიანს, საიდუმლო განყოფილების მცველს, სადაც დონორის ცოცხალი კიდურები ინახება და შემდეგ გაბღენძილები, მრავალრიცხოვანი ამალის თანხლებით დატოვებენ აქაურობას, რათა მთელ მზის სისტემას მოჰფინონ საკუთარი ზეგანსწავლულობის ამბავი.
        ეს ყმაწვილი ჩვეულებრივზე „მაგარიც“ ჩანდა; მის ამალაში ერთერთი ჩვენიანი ერია,  მეცნიერულ წრეებში სასწაულმოქმედად ცნობილი. მე და გენო ჩუმჩუმად  მას ცმუტიას ვეძახდით. წყნარად მყოფს იშვიათად თუ ნახავთ, სულ ცქმუტავს, ხელებს იფშვნეტს, ენერგიით სავსეა. როდესაც მრგვალი, უწამწამო თვალებით მომაჩერდება და ხელების სრესას მოჰყვება, ასე მგონია ნაწილნაწილ მშლის და იოდოფორმის ხსნარში მდებს. დარწმუნებული ვარ, სწორედ ასე ფიქრობს გუნებაში, მას სხვანაირად აღარ შეუძლია შეხედოს ცოცხალ ორგანიზმს. მისი დაუცხრომელი მისწრაფებაა, დაშალოს ეს ორგანიზმი და მისგან ახალი ააწყოს. ეს კი მართლაცდა სასწაულებრივად გამოსდის ჩვენს ცმუტიას.            ფრთოსანი გველი მისი უკანასკნელი მიღწევაა. თავის დროზე ისიც ლამის კოშმარად მექცა; რა უცნაურად იგრიხებოდა, რა გაშმაგებით კლაკნიდა კუდს ჰაერში პირველი ფრენისას, როცა საყრდენად ვერაფერს ეჭიდებოდა. ვფიქრობდი, ვერ შეძლებდა ფრენას, მაგრამ ახლა გეგონება წყლის ცოცხალი ჭავლი ლივლივებსო ჰაერში, ისელაღად დაასრიალებს სხეულს.. თანაც ყოველ წუთს უცნაურ ფიგურას ქარგავს: ხან შეიკუმშება, ხან გაიშლება ძლიერად მოქნეული მათრახივით.
      შევამჩნიეთ, რომ ფრთოსანი გველის გალიასთან იმ ყმაწვილის წარმოთქმულმა სიტყვებმა ცმუტიაზე  რაღაცნაირად იმოქმედა; ზუსტად ვერ გეტყვით, გააოცა თუ გააბრაზა, მაგრამ გულზე რომ მოხვდა, აშკარა იყო,  ხელი ისე აიქნია. ეს ჩვენთვის კარგად ნაცნობი მისი ჩვეული ჟესტი იყო. ხელს ასე მაშინ აიქნევდა, როცა გაბრაზდებოდა რაიმეზე, ანდა როცა მიწასთან გაასწორებდა საბრალო მსხვერპლს, ვისაც ბიოტექნიკის სასწაულებში არაფერი გაეგებოდა. რამდენჯერ ვყოფილვართ მე და გენო მსგავსი სცენების მოწმე. ვაი იმას, ვისაც ფერმენტ რესტრიქტაზის სამასმეერთე ფორმულირება დაავიწყდებოდა. მით უარესი, თუ „შპარგალკას“ შეამჩნევდა ვინმეს. რა მრისხანედ ისმოდა ამ დროს პროფესორის ხმა, როგორი ძალით ელავდა ძვირფასთვლიანი ბეჭედი მაღლა აქნეულ ხელზე, თითქოს ისიც ბრაზობსო საბრალო მსხვერპლის უცოდინარობაზე. ნეტავი რა უნდა ეთქვა ისეთი იმ ყმაწვილს, რომ ჩვენი ცმუტიას ასეთი რექცია გამოეწვია?
        -ეტყობა რაღაც დიდი სიბრძნით გამოიჩინა თავი, - გამოვთქვი ვარაუდი, გენოს დუმილმა მიმახვედრა, მისთვისაც ნათელი იყო, რა ვიგულისხმე სიტყვა „სიბრძნის“ მიღმა, სანამ ამას ვეტყოდი, ჩუმად სტვენდა თავისთვის.
        - იცნობდეთ, ჩვენი ახალი თანამშრომელი, მეცნიერი მუშაკი, - წარმოგვიდგინა  ცმუტიამ  ის ყმაწვილი. მე და გენომ მაგრად ჩამოვართვით ხელი და ვცადეთ ღრმად ჩაგვეხედა მის თვალებში. ვერაფერს იტყოდი, თვალები ნათელი და კრიალა ჰქონდა. გენომ დრო იხელთა და რომელი საათიაო, ჰკითხა.
        ყმაწვილმა მაჯაზე დაიხედა.
          - ათის ნახევარია, - თქვა სასიამოვნო ზომიერი ბარიტონით.
        - საათის ცნობა იცის, - წამჩურჩულა გენომ. მე ჩუმად შევამოწმე საათი, მართლ ათის ნახევარი იყო.
        ყმაწვილს ბიჭიკო ერქვა.
        არასოდეს  ვყოფილვართ მე და გენო ასე შეხმატკბილებული, როგორც ამ თვალებკრიალა ყმაწვილის გამოჩენისას, სამი კაცისაგან შემდგარი ამალა თან რომ დაჰყვებოდა განუშორებლად.შემდგომ იმ ამალაში ჩვენი ცმუტია აღარ გვნახავს. როგორც დავასკვენით, მაინცდამაინც არ მოსწონდა ეს ახალი თანამშრომელი. მისი გამოჩენისას ყოველთვის რაღაცას მოიმიზეზებდა ხოლმე და საჩქაროდ გაგვეცლებოდა. სხვა რა უნდა ყოფილიყო ამის მიზეზი, თუ არა ბიჭიკოს სრული უცოდინარობა და აქედან გამომდინარე თვითდაჯერება?. ო, რას ვილესავდით კბილებს, როგორ გვეჩქარებოდა რაც შეიძლება მალე გვეტარებინა ჩვენს ჭკუაზე ეს ახალგამომცხვარი მეცნიერი.  საერთოდ, სიტყვა „მეცნიერი“ ჩვენი ლაბორატორიის კედლებში ირონიულად ჟღერს, ამიტომ ყოველ ახალმოსულს აქ დაუზოგავად დასცინიან. თავის დროზე ყველა ჩვენგანს ერგო წილად ასეთი „სიამოვნება“, სხვებს რაღას დავინდობდით? თანაც ეს ვარდისფერლოყება ყმაწვილი ძალიან გემრიელი ლუკმა ჩანდა. ჩვენს ყოველდღიურ კინკლაობასაც შევეშვით. აღარ ვეუბნებოდი გენოს, არიქა, ყავარჯენი მიაშველე მაგ შენს ხეიბარს - მეთქი, როცა მისი ბოლო ეგზემპლარის გალიასთან გავივლიდი. ვერა და ვერ გაოარარ წეროს ფეხებზე იმ საცოდავმა მამალმა. ორ ნაბიჯს თუ გადადგამდა, მესამეზე ძირს ეხეთქებოდა და კისერწაჭრილივით ფართხალებდა. ისე, კაცმა რომ თქვას, რაში სჭირდება მამალს წეროსავით ფეხები? გენოს საკუთარი მოსაზრება აქვს ამ საკითხზე, ჯერჯერობით არ ამხელს, მხოლოდ იბღვირება ჩემს ხუმრობაზე; არც მე ვაცივდები, სანამ ბიჭიკო აქვე, ჩემს გვერდით დააბიჯებს თავის განუყრელი ამალით.
          ბოლოს  მაინც ვცადე ნიადაგის მოსინჯვა.
        - გენეტიკის რომელ სფეროში აპირებთ მოღვაწეობას? - ვკითხე გულუბრყვილო ხმით.
        - ჯერ ცნობილი არაა, - მის მაგივრად მიპასუხა ერთერთმა მხლებელმა.
        - განა საკანდიდატო არ დაუცავს?
        - საკანდიდატო რამდენიმე სფეროში აქვს დაცული, - იჩქარა მეორემ, - რომელიმეს ამოირჩევს.   
          ამ „რამდენიმემ“ განსაკუთრებით გამაღიზიანა. ვიწრო სპეციალიზაციის ეპოქაში, როცა მეცნიერების ძირითადი დარგების განშტოებათა სისწრაფე აფეთქებას ემსგავსება, ვის შეუძლია დაიჩემოს რამდენიმე სფეროში განსწავლულობა? გენო ისე გაცოფდა, როცა ეს ამბავი მივუტანე, კინაღამ ბიბილო მოაგლიჯა თავის ხეიბარს.
        ვერა და ვერ დავიმარტოხელეთ, მხლებლები მის ნაფეხურებს არ აციებდნენ, ბიოგენეტიკის იმედს და მომავალს მართლაც ძალიანფართოდ გაეშალა ფრთები.
        როგორც იქნა, დადგა ის ნანატრი დღე, როცა ბიჭიკო უამალოდ, მარტოდმარტო ვიხილეთ. გენო მაშინვე იერიშზე გადავიდა, ჩემთვის უნდოდა დაესწრო. რა სჯობია საკუთარი განსწავლულობის დემონსტრირებას სხვისი უვიცობის ფონზე? სხვა არ ვიცი და გენო ამ სიამოვნებაზე უარს არ იტყოდა, ისე აჩქარდა, არც კი გარჯილა, რამე ჭკვიანური მოეფიქრებინა, ჰკითხა ის, რაც ენაზე მოადგა: ერთი მითხარით, სულ დამავიწყდა, რა სისწრაფით დაფრინავს მოა?
        ბიჭიკოს არც ფერი შეცვლია და არც დაფიქრებულა, თავისი ნათელი თვალები ბიჭიკოს მიაპყრი და დინჯად ჩამოაყალიბა ამომწურავი პასუხი:  მოა არ დაფრინავს, პატარა განუვითარებელი ფრთები აქვს, სიმაღლით 3 მ - ია, აწ გადაშენებულია მისი ჩონჩხი. ნაპოვნია პლიოცენურ და პლესიტოცენურ ნალექებში.
        გენომ მაშინვე დაიხია უკან, ალბათ გაიფიქრა, ესეც ჩემსავით ფრინველების სპეციალისტიაო, მე კი პირიქით, უფრო დავმშვიდდი, რადგან მისი განსწავლულობის სფერო გამოვლინდა, მეტი რაღა მინდოდა? ლაპარაკი ჩემთვის საინტერესო თემაზე, ნეირობიონიკაზე ჩამოვუგდე და მერე, ვითომ სხვა თაშორის,  ვთქვი :  ნეიროგლია, ნეიროგლია, რამდენი უნდა იყოს?ვეღრა გამიხსენებია. თან თითები გავატკაცუნე, თითქოს ვიხსნებდი. ბიჭიკომ სანიმუშო მოწაფესავით ჩამოარაკრაკა:  დაახლოებით 140 მილიარდი ტვინის უჯრედების საერთო რაოდენობის , იგი იყოფა ასტროგლიად, ოლიგოდენდროგლიად და ეპენდოგლიად... ძლივს დავუძვერი ხელიდან.
        შემდეგი საკითხების შერჩევა უფრო ფრთხილად დავიწყეთ. უკვე შეთანხმებულად ვმოქმედებდით. გადავწყვიტეთ ზღვის სამყაროს შესწავლის სფეროში მოგვეძებნა საკითხები. ნუთი ზღვაც ასე ეცოდინება? ვქექავდით ცნობარებს;თურმე არსებობს ზღვის რკო, ნეტავი თუ იცის რამე ამის შესახებ? იცისო... რა სათქმელია, შემოგვყურებდა თავის კრიალა თვლაებით და დაუფიქრებლად ისროდა: უხერხემლოთა ზეოჯახი, ულვაშფეხიანი კიბოების რიგისა... და სათიტაოდ ყველა სახეობის დახასიათება. ახია ჩემზე, - ვფიქრობდი და ფეხმოუცვლელად ვუსმენდი ბოლომდე ყველაფერს. გენოც ალბათ ასე ფოქრობდა, არც ის დაძრულა ადგილიდან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები