#თარგმანები
მთარგმნელისაგან:
როგორ მარტოსულად უნდა გრძნობდე თავს, რომ წვიმიანი ღამის ცაზე მთვარეს ასცქეროდე და მის დისკოში მასხარა დალანდო! ეს მასხარა, ჩემი წარმოდგენით, დილან თომასისავე ზეციური, ალბათ წარუვალი ორეულია, გარეგნულად მუდამ მხიარული ამჯერად მწუხარე და მტირალი რომ დასჩერებია დედამიწას და ფიქრობს, რომ დედამიწას ერთი შეხებით, ნაფხვენებად აქცევს. ამ პატარა ლექს-მეტაფორაში პირველ შედარებას ადვილად ეძებნება ლიტერატურული წყარო, ,,მზეთუნახავი და მხეცი”- გაბრიელე დე ვილენის (Gabrielle-Suzanne Barbot de Villeneuve) ზღაპრის (1740) გაინგლისურებული და უკიდურესად გაპოპულარულებული ვერსია. მასში ფიგურირებს ჯადოსნური ვარდი, რომელსაც ფურცლები სცვივა და ყველაფერი თუ ბოლო ფურცლის დავარდნამდე ვერ მოესწრება, კეთილ მაგიას ძალა დაეკარგება. ჯადოსნური ვარდის სიმბოლური მნიშვნელობის სხვა ხაზს თუ გავყვებით, ეს სახე წაიკითხება, როგორც “აღარ გელი”. მაღლა მთვარე - მაგიურ ოცნებათა სასუფეველია, მაგრამ შეიძლება, უკვე მთვარეზე იყო და რამე მაინც გეოცნებებოდეს, მაგალითად დაბლა მიწა, დედამიწა? თურმე შეიძლება… ეს პატარა ლექსი ინგლისურენოვან სამყაროში ძალზე პოპულარულია, ხშირად საყმაწვილო პოეზიასაც მიაკუთვნებენ.
დილან თომასი მასხარა მთვარეში
ეს ცრემლები არემარეს ეფინება, როგორც ვარდის ჯადოსნურის ფურცლები და თვალის ჭრილებს გასდის მთელი მწუხარება უხსოვარი ცებიდან და თოვლებიდან.
მგონი, ერთხელ მაგ მიწას რომ მოვეკარო, იმწუთასვე ნამცეცებად დაიშლება ერთდროულად მწუხარე და სანეტაროდ მშვენიერი, მოცახცახე, ვით ოცნება.
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
Dylan Thomas - Clown in the Moon
My tears are like the quiet drift Of petals from some magic rose; And all my grief flows from the rift Of unremembered skies and snows.
I think, that if I touched the earth, It would crumble; It is so sad and beautiful, So tremulously like a dream.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ძვირფასო საიტელებო! მინდა წინასწარ მოგიხადოთ დიდი ბოდიში, იმ ფრივოლური პოსტებისათვის, რომლის დადებაც მომიწევს, რაკი საიტზე ვრჩები. გადავწყვიტე, ასე ვუპასუხო იმ იუზერებს, რომელნიც თავს ჩემდამი უწმაწურობის უფლებას აძლევენ. საიტს არ ჰყავს ადმინი ან მოდერატორი, რომელიც ამ საქმიანობას ამარიდებდა და პოსტებს წაშლიდა ან ასეთ იუზერს დაბლოკავდა. ეს მაიძულებს, თავად დავიცვა თავი. ხოლო როგორ, - … შევეცდები, დიდად არ ვიუხამსო!
რაც შეეხება ლიტერატურაზე ლიტერატურულ კამათს, მუდამ მზად მიგულეთ! ძვირფასო საიტელებო! მინდა წინასწარ მოგიხადოთ დიდი ბოდიში, იმ ფრივოლური პოსტებისათვის, რომლის დადებაც მომიწევს, რაკი საიტზე ვრჩები. გადავწყვიტე, ასე ვუპასუხო იმ იუზერებს, რომელნიც თავს ჩემდამი უწმაწურობის უფლებას აძლევენ. საიტს არ ჰყავს ადმინი ან მოდერატორი, რომელიც ამ საქმიანობას ამარიდებდა და პოსტებს წაშლიდა ან ასეთ იუზერს დაბლოკავდა. ეს მაიძულებს, თავად დავიცვა თავი. ხოლო როგორ, - … შევეცდები, დიდად არ ვიუხამსო!
რაც შეეხება ლიტერატურაზე ლიტერატურულ კამათს, მუდამ მზად მიგულეთ!
2. ძალიან, ძალიან ლამაზი, პოეტური, მელოდიური თარგმანი , ფოტოები ხო მშვენიერია . წვიმიან ღამეს მთვარეს რო ვუცქერ , სულ არ ვგრძნობ მაროსულად თავს. მაღლა მთვარეს, თუ კი აწვიმს, დაბლა წყარო რაკრაკებს...
ძალიან, ძალიან ლამაზი, პოეტური, მელოდიური თარგმანი , ფოტოები ხო მშვენიერია . წვიმიან ღამეს მთვარეს რო ვუცქერ , სულ არ ვგრძნობ მაროსულად თავს. მაღლა მთვარეს, თუ კი აწვიმს, დაბლა წყარო რაკრაკებს...
1. მუხა საყვარელო, ფოტოები ახლავს საინტერესო ამ თარგმანს. ფეისზეა, ჩემს გვერდზე. მუხა საყვარელო, ფოტოები ახლავს საინტერესო ამ თარგმანს. ფეისზეა, ჩემს გვერდზე.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|