ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
13 ოქტომბერი, 2024


მანგუსტი

წრეზე რო დარბოდა წითელი მანგუსტი,
ხევები შარიანს იცნობდა  მაშინ,
იყო რა წლები და თან სვია თან სუსტი,
ირმები დარბოდნენ მთაში,
შერბოდა მეომერებს არ ქვიან ხევები,
ქარები დაქრიან ქარში,
დაჩვევდა ზნეობის უჩვევი ჩვევები,
ცხოვრობდა მანგუსტი მთაში,
იცხოვრა ერთობა და ფიქრობს გაისად,
ფიქრია უწყები თოვა,
დადგება ზაფხული კიდევ იმ მაისად,
და ხალხი სამღერად მოვა,
იცხოვრა ფიცარმა კუბომდე მალულად,
შიშია ქარების ბოლო,
დავწერე ლექსები აქ გადამალულად,
დაქროდა ქარები ხოლო,
მე ვერვინ მეტყოდა უთუო საჩუქრას,
უცნობი დამჩემდა ზეცად,
მითქვია ფიქრებად და სიტყვით ნაჩუქარს,
დამჩემდა აზრების კეცვა,
დარბოდა მანგუსტი და ზეცის ბინადარს,
ეტყობა უცნობი შიში,
მე ამის დამწერი ზეცადაც ვერ ავალ,
მეტყობა გავმხდარვარ ბიჭი,
უცნობი ენები ამბებს რომ წააგავს,
ეტყოდა ნაფიქრი ზეცა,
დაგდევდა ფიქრი და მანგუსტებს მალაგა,
მოწონდა ნაცნობი ზეცად,
შიშშია ნათქვამი უცნობი ხევები,
და სიზმრის ასეთი არსი,
მეტყოდა,უცნობად თუ მოგეფერები,
არ იყოს ისეთი ფარსი,
რომ გარე საყდარი ზვირთემბა დალეწეს,
ჩუმია საყდრიდან ლოცვა,
მინდა რომ ტყვეები რუსებსაც გაექცეს,
დამჩემდეს გოგონას კოცნა,
უსიტყვო ზაფხული ოცნებას წააგავს,
სიზმრები თაროზე ვნახე,
გამართლებს გული და ისე კი ჰააგა,
და ჩუმი ფიქრები ვნახე,
ოცნების ბინადარს ტირილი მომინდა,
დავხედე უცნაურ დავთარს,
არაყი პირდაპირ მთების ამ გორიდან,
ლომიც კი შეება აფთარს,
უხეში ხევები ნაგავის ნაპირი,
და სიზმრის უხეში აზრი,
ამაზე მოყვება ვიცი მე სხვა პირი,
მე მრჩება სიტყვები ბასრი,
მანგუსტი დარბოდა რძე ქონდა საშველი,
საშიში უჩინო ფიქრი,
მასავით ერთობა წამები საჩვევი,
პური. ცის ნანახი იფქლი...

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები