| ავტორი: ჯი-კო ჟანრი: პოეზია 16 ოქტომბერი, 2024 |
ჩამყაყებული სული ბუყბუყებს და შველას ითხოვს, მაგრამ ჩავახრჩობ, მე მას ჩავახრჩობ მისივე თვში! ხა-ხა-ხა-ხა-ხა! ცხოვრების ჩარჩო - ცხოვრება კივის და იფურთხება. ამაოდ ვუცდი, როდის ახდება ჩემი სიზმარი. მე კარგად ვიცი, რომ ის ამიხდა დიდი ხნის წინათ, მაგრამ მივეცი მე უფალს ფიცი, რომ ყოველივე განმეორდება.. ოხ, მრგვალო თავო, კვლავ არ გბეზრდება შენ გორაობა ჩემს საუფლოში. სად არის ტვინი?! შენ ის შეჭამე! სუმთლად შეჭამე!! მეც ხომ მერგება! მეც ხომ მინდოდა, რომ გემო მისი და სუნი მისი, თუნდაც მცირედი, ჩამოღვრილიყო ჩემს სხეულშიაც! ჰოი, საბრალო ადამიანო! რომ ერთადერთი შენ არ ყოფილხარ და არც იქნები არასოდეს - ეს შენ კარგად იცი. დაკეტეთ კარი, დაკეტეთ კარი! დროს მოაყოლეთ კარებში თმები. მისი ხელები, მისი სხეული მაგრად ჩავიკრათ გულში ბავშვივით, მოვკრიბოთ ერთად გზაარეული მოგონებები ჩვენი წარსულის, მოვკრიბოთ ერთად და ვიხსნათ სული, რომ განძევება მას ასცდეს სრული! მე კი ვხარხარებ გადარეული - დავცინი წუთებს, დავცინი წამებს, მასულდგმულებდნენ რომლებიც დღემდე. მოგონებები, მოგონებები, მე შორს განვდევნე და მოქნეული ჩემსკენ ნატყორცნი ამ დღეთა კვერთხი კვლავაც მოფრინავს. მე ვიტანჯები ან კი პირიქით, ვტკბები და ვხარობ და თუმც დავცინი, მაგრამ ეს დღენი მე ჩემთან ერთად უნდა დავმარხო ჩემს სამარეში, ჩემს ძვლებთნ ერთად. . . . საოცარია, ცაზე რამდენი ვარსკვლავი ცხოვრობს! როცა ვუყურებ მათ მბრწყინავ თვალებს, როცა მიმღერის კამკამა მთვარე, როცა ვისუნთქავ ცას და სიბნელეს, სულელს მგონია, რომ არ ვარსებობ. მინდა, რომ ჩემს თავს თავი ვანებო და შევტივტივდე მეც ამ ჯადოსნურ ოკეანეში. ოხ, სატანებო! თქვენი ფარეში მე არ გავხდები ო, არასოდეს! თქვენი თარეში მიწად და ცაზე თქვენივე იყოს. მე არ მჭირდება თქვენი რჩევები, არც ძღვენი თქვენი, არც სისხლი თქვენი. ო, განმაშორეთ თქვენი ხელები და გადამალეთ თქვენი ჩვევები - მე უთქვენოდაც ვიპოვი ჩემს თავს!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მადლობა გიო მადლობა გიო
3. წარმატებები, ჯიკო! წარმატებები, ჯიკო!
2. მადლობა მუხა მადლობა მუხა
1. ძალიან მომეწონა. საკუთარ თავს უნდა დაუმეგობრდე. ძალიან მომეწონა. საკუთარ თავს უნდა დაუმეგობრდე.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|