გკითხავს შავი ცხენებია საით გაგიჭენებია? უთხარ მივალ თბილისსაო, გამაყოლე თილისმაო.
კაცი მოგცემს არარასა, გაყავი და მოისროლე, ერთი წინ და ერთიც უკან. გზად კი გულის დარდი უკარ, თითქოს იყო ტაისონი, დასცხე, დასცხე, უკარ, უკარ.
წითელქუდა გკითხავს გოგო ბებიასთან მივალ როგორ შენ კი უნდა მოატყუო წითელქუდა გოგონა. მონადირემ მგელს ესროლა ინადირა გვარიანად, წითელქუდა სოკოებით შინისაკენ მორბოდა.
გზა გრძელია, ხსოვნა ვრცელი მოისროლე სავარცხელი, ამოზიდე ტყეები და დიდი უღელტეხილები. შენ ხომ თმებიც აღარაგაქ, წვერშიც ბევრი ჭაღარა გაქ, მამა თვალში გაიხედე, გაგიგიჟდნენ ექიმები.
ასე რატომ გამიბრაზდი, თითქოს ვიყო რეი ჩარლზი, თითქოს დედა არა მყავდეს, და არც ვიყო ნაშობი. ლამის თვალზე ცრემლი გაშრეს ვარსკვლავებზე თვალმინაჩვევს რით მაკვირვებ, ნაშობით?
ასე რატომ გამიბრაზდი თითქოს ვიყო რეი ჩარლზი თითქოს დედა არამყავდეს მე მაგარი დედა მყავს. ვადა არასოდეს გასდის, როცა ვნახავ ისევ გამზრდის, მინდა ნახოს დედამიწა, მაგრამ ვერსად ვერ დამყავს.
მხოლოდ ფუფუნება აქვს რომ მოისმინოს პოეჯაზი, ფოე-ფოე დედაკაც.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მაჰსა, თქვენ შემოგევლოთ ჩემი მარჯვენა ❤️ მაჰსა, თქვენ შემოგევლოთ ჩემი მარჯვენა ❤️
3. ხელს ავარჯიშებთ (წერაში) :))
მე მაგარი დედა მყავს. ვადა არასოდეს გასდის, როცა ვნახავ ისევ გამზრდის, მინდა ნახოს დედამიწა, მაგრამ ვერსად ვერ დამყავს.
ეს კარგი ლექსისთვის შემოგენახათ)) ხელს ავარჯიშებთ (წერაში) :))
მე მაგარი დედა მყავს. ვადა არასოდეს გასდის, როცა ვნახავ ისევ გამზრდის, მინდა ნახოს დედამიწა, მაგრამ ვერსად ვერ დამყავს.
ეს კარგი ლექსისთვის შემოგენახათ))
2. არამგონია, თუმცა ბრძანეთ, მაინტერესებს❤️ არამგონია, თუმცა ბრძანეთ, მაინტერესებს❤️
1. რატომ მგონია რომ ავტორი "გამოვიჭირე" და მეცნობა? რატომ მგონია რომ ავტორი "გამოვიჭირე" და მეცნობა?
|
|
მონაცემები არ არის |
|
|