ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: თარგმანი
20 ოქტომბერი, 2024


რესტორანში - ალ. ბლოკი

#თარგმანები

მთარგმნელისაგან:
ბლოკის ეს ლექსი სიმბოლიზმის პრობლემატიკაზე მოფიქრალი და მომუშავე ქართველი მკვლევარებისთვის კონცეპტუალურად,  უაღრესად მნიშვნელოვანია.
ამიტომ ვეცადე,  თითქმის ბწკარედული სიზუსტით გადმომეცა იგი თარგმანში,
რომ  ქართულად ციტირებისთვის გამოსდგომოდათ.
ჯერ საერთოდ მიმაჩნია, რომ თარგმანისას გადმოტანის სიზუსტეს დიდი მნიშვნელობა აქვს, ბლოკთან კი ეს - გადამწყვეტია, რადგან ნიუანსების პოეტია.
ამ ნიუანსებს დაუკარგავ ან თუნდაც მოაკლებ და ხელში  თავისთავად უზარმაზარი პოეტი - პუშკინი შეგრჩება, ბლოკისთვის კი ეს წინარე საფეხურია, წინამორბედია და  (ბოდიში, რუსული შრიფტი არა მაქვს ამწუთას) გამოვა “ ია პომნიუ ჩუდნოე მგნავენიე”
“აი და,  ნეტა ის ხმები!” - შევურჩიე იმ მომენტს,  სადაც ბლოკი ბოშური სიმღერებისთვის დამახასიათებელ რეფრენულ შორისდებულს  იყენებს რითმად.


ალექსანდრ ბლოკი

რესტორანში

ვერასოდეს დავივიწყებ (ნეტა იყო თუ არა
ის საღამო), რომ მოედო ცეცხლისფერი ცისკარი
  და ფერმკრთალი  ზეცა შეხსნა,  მწველად გადაუარა
და  კვლავ ჩანდა  დაბლა ყვითლად არაერთი -  ფანარი.
მე ვიჯექი ფანჯარასთან ავსებული დარბაზის,
სად მღეროდნენ სიყვარულზე ვიოლინოს ხემები.
გამოვგზავნე შავი ვარდი მე ბოკალით ლამაზით,
ოქროსფერით, ზეცისფერით, აი, და,  ნეტა ის ხმები!
შენ შეხედე. დავიჭირე მზერა ბასრი, შემკრთალი,
მზერა შენი ქედმაღლური და  მას ვეცი თაყვანი.
შენს კავალერს, მკვეთრად მესმა,  როგორ  წყნარად უთხარი:
“ესეც შეყვარებულია”, თუმცა იდგა ყაყანი.
და იმწუთას საპასუხოდ ახმიანდნენ სიმები,
ჟღერდნენ გრძნობამორეული ვიოლინოს ხემები.
ჩემთან  გგრძნობდი, ჭაბუკური  გმობით განაწამებით,
კიდევ -  ოდნავ შესამჩნევად მოკანკალე  ხელებით.
აფართხალდი  დამფრთხალ  ჩიტად, გაჭრა  გსურდა შენ მაშინ.
შენ  მსუბუქად, ვით სიზმარმა  ჩემმა ჩამოიარე
და სუნამოს სუნი დადგა, წამწამების თვლემაში,
მომესმოდა შორეული აბრეშუმის შრიალი.
სარკეების სიღრმეები შენს მზერებს ირეკლავდა
და  შორიდან მიყვიროდი-  “დაიჭერე ესო!” და
მძივთა აცმა ყელზე ხტოდა, ბოშა ქალი ცეკვავდა
და განთიადს სიყვარულით  დამწვარი  შეჰკვნესოდა.

1910 г.
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Александр Блок
В РЕСТОРАНЕ

Никогда не забуду (он был, или не был,
Этот вечер): пожаром зари
Сожжено и раздвинуто бледное небо,
И на желтой заре — фонари.
Я сидел у окна в переполненном зале.
Где-то пели смычки о любви.
Я послал тебе черную розу в бокале
Золотого, как небо, Аи.
Ты взглянула. Я встретил смущенно и дерзко
Взор надменный и отдал поклон.
Обратясь к кавалеру, намеренно резко
Ты сказала: «И этот влюблен».
И сейчас же в ответ что-то грянули струны,
Исступленно запели смычки...
Но была ты со мной всем презрением юным,
Чуть заметным дрожаньем руки...
Ты рванулась движеньем испуганной птицы,
Ты прошла, словно сон мой легка...
И вздохнули духи, задремали ресницы,
Зашептались тревожно шелка.
Но из глуби зеркал ты мне взоры бросала
И, бросая, кричала: «Лови!..»
А монисто бренчало, цыганка плясала
И визжала заре о любви.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები