| ავტორი: სოფო88 ჟანრი: პოეზია 20 ოქტომბერი, 2024 |
ზოგჯერ წვიმაც ისე ნათელია, ზოგჯერ ღამეც ისე გამჭვირვალე, როგორც დარდი, მხრებს რომ აფენია, ხავსმოკიდებული... დარდი მწვანე. ზოგჯერ შუადღეა სულ ჩამქრალი, ზოგჯერ ცისკრის სხივიც მინავლული, როგორც ვნება საზღვრებს გადამცდარი, ვნება დათრგუნული სინანულით. ზოგჯერ ფიცი არის უსუსური, ზოგჯერ მონატრება აცეტილი, ზოგჯერ ოცნებები მღვრიე სულით ქარს აყოლილნი და დასეტყვილნიც. ზოგჯერ სიყვარული არის ცოდვა, ზოგჯერ ცოდვიანიც, შესაბრალი, ზოგჯერ ვართ და ზოგჯერ არ ვართ, ჰოდა... როცა არ ვარსებობთ, არც გვაქვს ბრალი. ზოგჯერ თავად წვიმა ან საღამო მე ვარ... ხან სხივიც ვარ გადაღლილი... იქნებ ბედისწერა გამიცვალოთ... იქნებ დარდი ვიგრძნო გადავლილი... იქნებ ვნება სურვილს აყოლილი მძაფრმა სინანულმა არ გაცრიცოს, იქნებ ფიციც სულზე დაკონილი ეჭვმა უბადრუკმა არ წაბილწოს. იქნებ სიყვარულმაც ყველა ცოდვას გვერდი აუაროს, გამზიანდეს, იქნებ ოცნებების ძველი ოდა კვლავაც ძველებურად ახმიანდეს... მხოლოდ მონატრება დამიტოვეთ ისევ ისე ძლიერ აცეტილი, ხანაც, ხანაც კიდევ მომიტევეთ ნაბიჯი, გრძნობებით დასეტყვილი... ... ზოგჯერ წვიმაც ისე ნათელია... ზოგჯერ ღამეც ისე გამჭვივალე...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ყველაფრის ერთ ლექსში თქმა თუ გინდათ, ამ ეტაპზე არ გამოგდით, ფაქტია. მაგალითისთვის, ამ კაცს გამოსდის:
"მინდა სადმე დავჯდე და ვიტირო ჩემი მრავალსაუკუნოვანი გულუბრყვილობა"
რაღაც დრო, ვიწრო თემაზე კონცენტრირდით და იმეცადინეთ არაფრისმაქნისი სიტყვებით და აზრებით არ დატვირთოთ ლექსი.
ყველაფრის ერთ ლექსში თქმა თუ გინდათ, ამ ეტაპზე არ გამოგდით, ფაქტია. მაგალითისთვის, ამ კაცს გამოსდის:
"მინდა სადმე დავჯდე და ვიტირო ჩემი მრავალსაუკუნოვანი გულუბრყვილობა"
რაღაც დრო, ვიწრო თემაზე კონცენტრირდით და იმეცადინეთ არაფრისმაქნისი სიტყვებით და აზრებით არ დატვირთოთ ლექსი.
1. ძალიან კარგი ლექსია
ძალიან კარგი ლექსია
|
|
მონაცემები არ არის |
|
|