ნაწარმოებები


გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლილე2025“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
21 ოქტომბერი, 2024


მომავლის კონტურებში

მხოლოდ მტვრიანი კედლებისფერი,
გამოდიოდა კარიდან გაღმა,
ჩვენი ფიქრები იყო საერთო,
აღარაფერი სხვადასხვა დარტყმა.

დამწვრობის კვალი ვარდისფერს გასცდა.
გადაიწმინდა ბინამ მტვრის სევდა.
მოდიოდნენ და ჩუმად მეძახდნენ:
შენი დილაა, ათასს რომ გასწვდა:

შვილებს დაუთმო გზები-ბარხატი,
თვალებში ცრემლებს დაუგო დარჩა,
ყველაფერს უნდა ველოდოთ თურმე,
აღარაფრისთვის ავწიოთ დაფნა;

ხო, გადავშალოთ დღეები ბნელი,
ვიწამოთ მხოლოდ ერთურთის კარმა,
გვიყვარდეს ჩვენი დღიური წამი,
მტკივნეულია ყინულის დარტყმა.

ახლობელია სურვილი ლომის,
დღენი მტკივანი კალამს გადარჩა,
არაფერია ახლა ეს დაღლა,
ნაყოფი ხვალის კონტურებს ხატავს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები