ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიშნები და კუთხეები
ჟანრი: პოეზია
23 ოქტომბერი, 2024


ისე დადო ????

თოვლმაც ისე დადო,
როგორც თეთრზე შავი,
წადი, გელოდება მძიმე სამუშაო,
თქვი რამე ახალი,
ფაფუკი ბეზესავით
და მძიმე ქვასავით,
ან რამეს შეუხამე
შენი ხმა შუაღამით,
ვისკის ან დიალოგებს,
ხალიჩებს, მაგიდებს,
ობობებს, მტვრიან ლოგინს…

—-
კითხულობ მალაიურ ანალებს,
გახსენდება სხვა ანალები -
შენი საშინაო დავალება,
დოლარის კურსი და ვალები.

——
წმინდა ხარ ყველა ზეიმო და დღესასწაულო,
ვალდებული ვარ გაგიშალო სუფრა და საჭმელს
თან მივატანო დარდი, რომ არ გადამცდეს რამე,
ზედმეტად რომ არ ამამჩატოს ჩიტმა ოცნებამ.
წმინდა ხარ ჩემო სადარდელო და საოცრება,
სანამ აბსტრაქტულ ფრთებს ჩამოყრი, რომლითაც ვერ ფრენ,
წმინდას არასდროს უწოდებენ ხმამაღალ ვერტმფრენს,
რომელიც ერთხელ დაიწყებს ჩვენს დაკავშირებას.
წმინდაა ჩემი გულწრფელობა, მიუხედავად
იმისა, რომ არ მჯერა ხელის, რომელიც გვაჭმევს,
რომ შიმშილით არ დავიხოცოთ, მას ხორცი არ აქვს,
ხორცი ზედმეტად ნოყიერი, ჩვენი არსობის-
თვის. ანაწევრებს ეს სიწმინდე, ჭრის ტვინში ნერვულ
სისტემას, რამეთუ წამოცდა ვინმეს მართალი.
არაწმინდაა ეგ მსჯელობა, ლეგენდად დარჩეს,
მაცნე მოიდა, თქვა: ჩვენც მოვკვდებით ადრე თუ გვიან,
უმღერე შენი იავნანა, ოღონდ აქ არა,
მთვარეს ძაღლიშვილს, ბობ, ამ ერთხელაც, დედა ძიამ
მერცხალი ხარო და ასე შემდეგ.
ჩვენ ერთმანეთში შევიშალეთ - ბანქოს კარტები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები