| ავტორი: დებორა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 28 ოქტომბერი, 2024 |
#დილაუზმოს_ფიქრებიდან
ნინო დარბაისელი
პეჯორატიული გამოთქმანი პოლიტიკაში. “სასარგებლო იდიოტები”
პეჯორატიულ გამოთქმებად იწოდება იმგვარი სიტყვები ან სინტაგმები, რომელიც აღნიშნავენ კი მის არსობრივ თვისებას, მაგრამ ამავე დროს აკნინებენ კიდეც სახელდების ობიექტს. ქართულად ალბათ უფრო “დამაკნინებელი წოდება” შეესაბამება. დღეს განსაკუთრებით ბევრს ვფიქრობ ერთ-ერთ ასეთ პეჯორატიულ სინტაგმაზე ,, სასარგებლო იდიოტები” ვიხსენებ საბჭოურ გამოცდილებას, იმ დროისათვის ჩვენთვის ცნობილ, კაგებეს მუშაობის სტილს. დიახ, გვიანსაბჭოურ კაგებეს უყვარდა მისდამი გაწეული სამსახურის უხვად დაფასება: ბინა, მანქანა, დაწინაურება, მფარველობა, ჯილდოები. უცხოეთში ჯგუფის ხელმძღვანელად გაგზავნა - მის ხელში იყო. ხრუშოვისა და მეტადრე ბრეჟნევის მმართველობის პერიოდში აღარ იყო საჭიროება სისხლიანი მეთოდებით იდეოლოგიურ მტერთან ბრძოლისა. საბჭოთა კაგებე უკვე, რუსთველის აფორიზმისა არ იყოს, მუშაობდა პრინციპით:
,, უხვი - ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინც ების” . მართლაც, ხომ ცნობილია, რომ სიუხვე - ეს ისეთი რამეა, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი წყობილების პირობებში, ორგულს გაუერთგულებს ადამიანს, ოღონდ, ვიდრე სიუხვის წყარო მოქმედია, ანუ უხვად გამცემს უხვადაც უნდა შესდიოდეს, თორემ ვაი, გამოღეჭილი ცურის პატრონს! კვებასნაჩვევნი, რქაგამაგრებულნი რქენას პირველს მასვე რომ დაუწყებენ! ცნობისმოყვარეთათვის - მე არცერთი ეს სიკეთე არ მრგებია. რომ იტყვიან, ვინ მიმასუნინებდა ახლოს! … მაგრამ ხომ ამდენად უხვი იყო საბჭოთა კაგებე, სრულიად მუქთადაც ბევრი საქმე გამოსდიოდა, იმ ხალხის წყალობით, უანგაროდ, რაიმე აკვიატებული იდეის ერთგულებით შეპყრობილნი რომ უწევდნენ სამსახურს. ეს იდეა პატრიოტიზმიც შეიძლება ყოფილიყო, ერის ნათელ მომავალზე ზრუნვაც. მაშინ ეს ტერმინი, რომელსაც ჯერ კიდევ ლენინი იყენებდა, ჩვენში უკვე მივიწყებული იყო, თორემ ის ადამიანები ზუსტად შეესაბამებოდნენ პეჯორატიულ სინტაგმას - “სასარგებლო იდიოტები”. სასარგებლო იდიოტებად იწოდებიან ისინი, ვინც რაიმე ბრძოლაში, ღონისძიებაში და ა.შ. მონაწილეობენ არა იმიტომ, რომ ამ ბრძოლის წარმატებული შედეგის დადგომის შემთხვევაში, რაიმე სათავისოს, გამორჩენას ელიან, არამედ იმის გამო, რომ რაიმე, ძირითადად ამაღლებული იდეით არიან შეპყრობილნი. არ ვიცი, ნატურით იქნებ რომანტიკოსებიც არიან და იმიტომ. ხშირად ისინი იბრძვიან - ბრძოლისათვის! ჩვეულებრივ, საქმე საქმეზე რომ მიდგება, ყველაზე ადვილად სწორედ ისინი იწირებიან და ხშირად, სწორედ “თავისიანისგან”, ვინც იცის, თუ რა კონკრეტული მიზანი აქვს საკუთარ ბრძოლას. აქ ძნელია, არ გამახსენდეს: ,,ომს - რომანტიკოსები - ეწირებიან, მასში რეალისტები - იმარჯვებენ, საბოლოო შედეგი - პრაგმატიკოსებისაა, ხოლო საფლავებთან - დედები სხედანო”. ცოტა რამ ისტორიიდან! ტერმინი ,,სასარგებლო იდიოტი”, რომლის გამოყენებაც პოლიტიკურ დისკურსში დღესდღეობით ძალიან გაინტენსიურებულია, საკმაოდ ხანდაზმულია. იგი პირველად 1864 წელს, აქტიურად გამოჩნდა ბრიტანულ პრესაში. თუმცა ზუსტად ვინ გამოიყენა პირველმა, უცნობია. მაინც, როგორ შეიძლება დავახასიათოთ რაც შეიძლება მოკლედ, მკაფიოდ და გასაგებად “სასარგებლო იდიოტი”? მანამდე კი აღვნიშნავ, რომ ლენინის კვალად, ეს ტერმინი აქტიურად გამოიყენებოდა ადრე ტოტალიტარულ რიტორიკაში, თუმცა მოგვიანებით ჩანაცვლდა “სასარგებლო სულელით”:
1. ეს ადამიანი შეპყრობილია რაიმე, თავისთავად დიადი იდეისათვის უანგარო მსახურების დიდი ჟინით - პატრიოტიზმი, კაცობრიობის უკეთესი მომავალი, კაცობრიობის გადარჩენა შესაძლო კატასტროფისაგან და ა.შ. 2. ეს ადამიანი დარწმუნებულია, რომ რაღაცით უპირატესია, გამორჩეულია საერთო მასისგან, მოქმედებს, აზროვნებს, არსებობს ყველასგან, დანარჩენებისაგან გამორჩეულად, იმ დროს, როცა ზუსტად ერგება უკვე არსებულ კლიშეებს, რომელთაც ვერ აღიქვამს, ანუ რეალურად, არის მასის ნაწილი და მასსავით ადვილად ემორჩილება კოლექტიური ცნობიერ-ქვეცნობიერით მანიპულატორულ მართვას. 3. მეტიც, სხვა - მანიპულატორული ნატურის ადამიანისთვის, ლიდერისთვის და მისთ. პოლიტიკურ მოთამაშეთათვის იგი ნამდვილი განძია, თან მუქთა, თან ადვილად ,,ასაგდები”, და ფსიქოლოგიური მანიპულირების საშუალებით, სულ ადვილი სამართავი.
დღეს დედამიწას, რომელიც მესამე მსოფლიო ომის აშკარა საფრთხის წინაშე დგას. ბალანსის შესანარჩუნებლად მრავალი სუბიექტური და ობიექტური გამოწვევის გამკლავება უხდება და ამ ფონზე მას არანაკლებ საფრთხეს უქმნის სწორედ სასაგებლო იდიოტთა რიცხვის გადაჭარბებული ზრდა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ნინო დარბაისელის სახელით ლიმიტი ამომეწურა არც იმ პოსტში ჩამამატებინა ტექსტი თვალსაჩინოებისთვის. აქ ვდებ: ლინკი კი ქვემოთ იხილოს მსურველმა
ბელგიის ყოფილი პრემიერი - ვიქტორ ორბანი მეტია, ვიდრე პუტინის სასარგებლო იდიოტი
- საქართველოში მისი ქმედებების შემდეგ ვიცით, რომ ის ავტორიტარიზმის აშკარა აგენტია ბელგიის ყოფილი პრემიერი - ვიქტორ ორბანი მეტია, ვიდრე პუტინის სასარგებლო იდიოტი - საქართველოში მისი ქმედებების შემდეგ ვიცით, რომ ის ავტორიტარიზმის აშკარა აგენტია ევროპელმა ლიდერებმა ბუდაპეშტში გასამართ ევროპული საბჭოს შეხვედრას ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ, - ამის შესახებ ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ევროპარლამენტარი, გი ვერჰოფსტადტი სოციალურ ქსელში წერს. „ვიქტორ ორბანი მეტია, ვიდრე პუტინის სასარგებლო იდიოტი. საქართველოში მისი ქმედებების შემდეგ ვიცით, რომ ის ავტორიტარიზმის აშკარა აგენტია. ევროპელმა ლიდერებმა ბუდაპეშტში გასამართ ევროპული საბჭოს შეხვედრას ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ“, - წერს გი ვერჰოფსტადტი. ცნობისთვის, ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრა უნგრეთის დედაქალაქში 8 ნოემბერს გაიმართება. ნინო დარბაისელის სახელით ლიმიტი ამომეწურა არც იმ პოსტში ჩამამატებინა ტექსტი თვალსაჩინოებისთვის. აქ ვდებ: ლინკი კი ქვემოთ იხილოს მსურველმა
ბელგიის ყოფილი პრემიერი - ვიქტორ ორბანი მეტია, ვიდრე პუტინის სასარგებლო იდიოტი
- საქართველოში მისი ქმედებების შემდეგ ვიცით, რომ ის ავტორიტარიზმის აშკარა აგენტია ბელგიის ყოფილი პრემიერი - ვიქტორ ორბანი მეტია, ვიდრე პუტინის სასარგებლო იდიოტი - საქართველოში მისი ქმედებების შემდეგ ვიცით, რომ ის ავტორიტარიზმის აშკარა აგენტია ევროპელმა ლიდერებმა ბუდაპეშტში გასამართ ევროპული საბჭოს შეხვედრას ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ, - ამის შესახებ ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ევროპარლამენტარი, გი ვერჰოფსტადტი სოციალურ ქსელში წერს. „ვიქტორ ორბანი მეტია, ვიდრე პუტინის სასარგებლო იდიოტი. საქართველოში მისი ქმედებების შემდეგ ვიცით, რომ ის ავტორიტარიზმის აშკარა აგენტია. ევროპელმა ლიდერებმა ბუდაპეშტში გასამართ ევროპული საბჭოს შეხვედრას ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ“, - წერს გი ვერჰოფსტადტი. ცნობისთვის, ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრა უნგრეთის დედაქალაქში 8 ნოემბერს გაიმართება.
7. მადლობა მუხა!
“ინტერპრესნიუსზე” სწორედ დღეს დაიდო კიდევ ერთი თვალსაჩინო ნიმუში იმისა, რომ ტერმინი, რომლის შესახებაც მე აქ, ჩემს ოპუსში ვმსჯელობ, დღევანდელ პოლიტიკურ დისკურსში ძალზე ხშირად გამოიყენება სხვადასხვა მხარეს მდგომი პოლიტიკოსების მიერ არ გამიკვირდება, ახლა აქ რომ გაჩნდეს კომენტარი, რომლის ავტორიც მიესალმება ამ კონკრეტულ კონტექსტს. დაბეჯითებით ვიმეორებ. ამდენი ნამდვილად ვიცი და მესმის: ადამიანებს მუდმივად უჭირთ, შეინარჩუნონ ობიექტურობის განცდა. თუკი რაიმე სუბიექტურად ხელს არ აძლევთ. ხოლო თუ რაიმე მათ იმჟამინდელ პოზიციას თანხვდება, “ამბრაზურას მკერდით გადაეფარებიან” მის გასამართლებლად.
https://www.interpressnews.ge/ka/article/818608-belgiis-qopili-premieri-viktor-orbani-metia-vidre-putinis-sasargeblo-idioti-sakartveloshi-misi-kmedebebis-shemdeg-vicit-rom-is-avtoritarizmis-ashkara-agentia
მადლობა მუხა!
“ინტერპრესნიუსზე” სწორედ დღეს დაიდო კიდევ ერთი თვალსაჩინო ნიმუში იმისა, რომ ტერმინი, რომლის შესახებაც მე აქ, ჩემს ოპუსში ვმსჯელობ, დღევანდელ პოლიტიკურ დისკურსში ძალზე ხშირად გამოიყენება სხვადასხვა მხარეს მდგომი პოლიტიკოსების მიერ არ გამიკვირდება, ახლა აქ რომ გაჩნდეს კომენტარი, რომლის ავტორიც მიესალმება ამ კონკრეტულ კონტექსტს. დაბეჯითებით ვიმეორებ. ამდენი ნამდვილად ვიცი და მესმის: ადამიანებს მუდმივად უჭირთ, შეინარჩუნონ ობიექტურობის განცდა. თუკი რაიმე სუბიექტურად ხელს არ აძლევთ. ხოლო თუ რაიმე მათ იმჟამინდელ პოზიციას თანხვდება, “ამბრაზურას მკერდით გადაეფარებიან” მის გასამართლებლად.
https://www.interpressnews.ge/ka/article/818608-belgiis-qopili-premieri-viktor-orbani-metia-vidre-putinis-sasargeblo-idioti-sakartveloshi-misi-kmedebebis-shemdeg-vicit-rom-is-avtoritarizmis-ashkara-agentia
6. ტერმინი ,,სასარგებლო იდიოტი”, რომლის გამოყენებაც პოლიტიკურ დისკურსში დღესდღეობით ძალიან გაინტენსიურებულია, საკმაოდ ხანდაზმულია. ასეთი საინტერესო ინფორმაციისთვის მადლობა. ტერმინი ,,სასარგებლო იდიოტი”, რომლის გამოყენებაც პოლიტიკურ დისკურსში დღესდღეობით ძალიან გაინტენსიურებულია, საკმაოდ ხანდაზმულია. ასეთი საინტერესო ინფორმაციისთვის მადლობა.
5. არ შემიძლია, არ დავწერო, რომ “სასარგებლო იდიოტის” სახელს დამსახურება უნდა და ამაოდ ნუ შეეცდება ვინმე უსარგებლო მის მორგებას საკუთარ თავზე. აქ იგულისხმებიან განსაკუთრებით ისინი, ვისაც წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა, უბრალოდ არ შეუძლიათ. თუ მე ვცდები, დაკვირვებით, ახლიდან წაიკითხოს ასეთმა მკიათხველმა თუ მთელი ეს პატარა ოპუსი არა, მისი ბოლო აბზაცი მაინც, რომელშიც, ადმინისტრაცია დამემოწმება, არაფერი შემიცვლია და სცადოს დაფიქრება და მისი შინაარსის გადმოცემა, თუნდაც საკუთარი სიტყვებით, მერე შეუდაროს, რამდენად თანხვდება ჩემი ნათქვამი მისეულ დასკვნას. კიდევ ვიმეორებ, სასარგებლო იდიოტის სახელის დამსახურება - უსარგებლოს არ შეუძლია, სხვა თუ არაფერი, ელემენტარული უნარ-ჩვევები არ მოეძევება საამისოდ. არ შემიძლია, არ დავწერო, რომ “სასარგებლო იდიოტის” სახელს დამსახურება უნდა და ამაოდ ნუ შეეცდება ვინმე უსარგებლო მის მორგებას საკუთარ თავზე. აქ იგულისხმებიან განსაკუთრებით ისინი, ვისაც წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა, უბრალოდ არ შეუძლიათ. თუ მე ვცდები, დაკვირვებით, ახლიდან წაიკითხოს ასეთმა მკიათხველმა თუ მთელი ეს პატარა ოპუსი არა, მისი ბოლო აბზაცი მაინც, რომელშიც, ადმინისტრაცია დამემოწმება, არაფერი შემიცვლია და სცადოს დაფიქრება და მისი შინაარსის გადმოცემა, თუნდაც საკუთარი სიტყვებით, მერე შეუდაროს, რამდენად თანხვდება ჩემი ნათქვამი მისეულ დასკვნას. კიდევ ვიმეორებ, სასარგებლო იდიოტის სახელის დამსახურება - უსარგებლოს არ შეუძლია, სხვა თუ არაფერი, ელემენტარული უნარ-ჩვევები არ მოეძევება საამისოდ.
4. ესეც იდოს აქ. ფეისიდან გადმომაქვს.
#დილაუზმოს_ფიქრებიდან
ნდს
ვინც ვის “კარმუშკაზე” ზის, იმის მართალიც ის არისო!
ვუხსენი და ვერ გავაგებინე ზოგიერთს, რომ შეუძლებელია, მე მქონდეს სრულყოფილი წარმოდგენა მანდაურობაზე. მე ვიცი ის, რაც “ფეისის” საერთო კედელზე იწერება და კიდევ თუ მიწისძვრის მაგვარია რამე, ფორს მაჟორი, ფორუმ ჯი”- მ იცის უცებ გამოხმაურება და იქ ვნახულობ სწრაფ ინფორმაციებს. დაუჟინიათ, გინდა თუ არა, ზუსტად ერთი-ერთში ჩვენს ხედვას რატომ არ ემთხვევა შენიო, გადაგრევენ ადამიანს! ზოგს ისიც ავიწყდება, რაც დანამდვილებით იცის, კერძოდ ის, რომ საქართველოში არ ვცხოვრობ. ერთგვარი ნიშნის მოგებით მეკითხებიან, ვერ ნახეთ, ტელევიზიით რა გადმოსცეს წეღანო?! არ ვხუმრობ. მართლა ასე მეკითხებიან. რამეს ვიტყვი ჩემს აზრს და თუ არ ეამათ, ნაცები - ქოცს მეძახიან, ქოცები - ნაცს. რა ზუსტია ეს ძველთბილისური გამონათქვამი:
“ვინც ვის კარმუშკაზე” ზის, იმის მართალიც ის არისო”
მოკლედ, მაგ ქვეყანას კარგა ხანი არაფერი ეშველება, თუ საერთოდ, როდესმე ეშველა! ამიტომ ახლობლებს ვურჩევ, თუ შეუძლიათ, თავებს მიხედონ! როდემდე? სულ ორიოდე წელი აკლია ახალგაზრდობას, რომ ეს ბებრები ერთიანად მოხვეტოს ყველა მხრიდან, შინ გაუშვას და ახალ, საღ პოლიტიკურ ძალად თვითონ იქცეს! ეს მაქვს ერთადერთი იმედი, საქართველოზე ფიქრისას! მეძახეთ ახლა ეიჯისტი, ბებრებს ამცირებს ასაკის გამოო. მე - არა, ჩემო კარგებო, საუბედუროდ, წლები გიშვრებათ მაგას! საბედნიეროდ, იმავე წლებს კარგი თაობა მოჰყავს თქვენს ჩასანაცვლებლად! ესეც იდოს აქ. ფეისიდან გადმომაქვს.
#დილაუზმოს_ფიქრებიდან
ნდს
ვინც ვის “კარმუშკაზე” ზის, იმის მართალიც ის არისო!
ვუხსენი და ვერ გავაგებინე ზოგიერთს, რომ შეუძლებელია, მე მქონდეს სრულყოფილი წარმოდგენა მანდაურობაზე. მე ვიცი ის, რაც “ფეისის” საერთო კედელზე იწერება და კიდევ თუ მიწისძვრის მაგვარია რამე, ფორს მაჟორი, ფორუმ ჯი”- მ იცის უცებ გამოხმაურება და იქ ვნახულობ სწრაფ ინფორმაციებს. დაუჟინიათ, გინდა თუ არა, ზუსტად ერთი-ერთში ჩვენს ხედვას რატომ არ ემთხვევა შენიო, გადაგრევენ ადამიანს! ზოგს ისიც ავიწყდება, რაც დანამდვილებით იცის, კერძოდ ის, რომ საქართველოში არ ვცხოვრობ. ერთგვარი ნიშნის მოგებით მეკითხებიან, ვერ ნახეთ, ტელევიზიით რა გადმოსცეს წეღანო?! არ ვხუმრობ. მართლა ასე მეკითხებიან. რამეს ვიტყვი ჩემს აზრს და თუ არ ეამათ, ნაცები - ქოცს მეძახიან, ქოცები - ნაცს. რა ზუსტია ეს ძველთბილისური გამონათქვამი:
“ვინც ვის კარმუშკაზე” ზის, იმის მართალიც ის არისო”
მოკლედ, მაგ ქვეყანას კარგა ხანი არაფერი ეშველება, თუ საერთოდ, როდესმე ეშველა! ამიტომ ახლობლებს ვურჩევ, თუ შეუძლიათ, თავებს მიხედონ! როდემდე? სულ ორიოდე წელი აკლია ახალგაზრდობას, რომ ეს ბებრები ერთიანად მოხვეტოს ყველა მხრიდან, შინ გაუშვას და ახალ, საღ პოლიტიკურ ძალად თვითონ იქცეს! ეს მაქვს ერთადერთი იმედი, საქართველოზე ფიქრისას! მეძახეთ ახლა ეიჯისტი, ბებრებს ამცირებს ასაკის გამოო. მე - არა, ჩემო კარგებო, საუბედუროდ, წლები გიშვრებათ მაგას! საბედნიეროდ, იმავე წლებს კარგი თაობა მოჰყავს თქვენს ჩასანაცვლებლად!
3. მადლობა კომენტარისთვის, ტერმინის განმარტებაზე და მოძიებულ მასალებზე რომ გაგემახვილებინათ ყურადღება, ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა. მე კარზე ჩემი ამერიკული არჩევნები მაქვს მომდგარი და გულწრფელად რომ გითხრათ, თქვენი მანდაური ამბები - ამჟამად ჩემთვის - მეორეხარისხოვანია. ეგ, მანდ მყოფებს ეჩვენებათ, რომ მსოფლიოს მანდაურობის მეტი დარდი არა აქვს. ალბათ ისრაელ - ირანის ამბები მანდ ნაკლებად აღელვებთ და არც არავის ვამტყუნებ, ბუნებრივია. ვურჩევდი კი ზოგიერთს, ნერვებს მოუფრთხილდნენ, რადგან ნერვიული უჯრედები არააღდგენადია. მადლობა კომენტარისთვის, ტერმინის განმარტებაზე და მოძიებულ მასალებზე რომ გაგემახვილებინათ ყურადღება, ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა. მე კარზე ჩემი ამერიკული არჩევნები მაქვს მომდგარი და გულწრფელად რომ გითხრათ, თქვენი მანდაური ამბები - ამჟამად ჩემთვის - მეორეხარისხოვანია. ეგ, მანდ მყოფებს ეჩვენებათ, რომ მსოფლიოს მანდაურობის მეტი დარდი არა აქვს. ალბათ ისრაელ - ირანის ამბები მანდ ნაკლებად აღელვებთ და არც არავის ვამტყუნებ, ბუნებრივია. ვურჩევდი კი ზოგიერთს, ნერვებს მოუფრთხილდნენ, რადგან ნერვიული უჯრედები არააღდგენადია.
2. დიჯიტალ ქრაშს მოუსმინეთ მეგობარო დიგიტალ ქრაშს და ტექნოს მერე უკეთ აღIქვავთ ვინ წარმართა კონფლიქტი დიჯიტალ ქრაშს მოუსმინეთ მეგობარო დიგიტალ ქრაშს და ტექნოს მერე უკეთ აღIქვავთ ვინ წარმართა კონფლიქტი
1. დაულაგებელი ინფორმაციაა რომელიც პირადი ინტერესის გამო შეერთდა,ჩემი აზრით მესამე მსოფლიო ომიც ხელოვნური წინაღობაა და მითუმეტეს თანამედროვე მსოფლმხედველობის მქონე ადამიანს არ შეიძლება ეწოდოს სასარგებლო იდიოტი იმ ძალის წინააღმდეგ რომლის მიმართაც ტანკი და ავიაციაც კი უძლურია,მათ უფრო ჩაგრული მებრძოლები ეწოდება რომლებიც იბრძვიან იდეა თავისუფლებისთვის,თან თქვენს ნაშრომში არც მწვადი დაწვით და არც შამფური,საერთოდ ვის მხარეს დგახართ,ან ამ არჩევნებზე რას ფიქრობთ რომელი მხარეა სასარგებლო იდეოტებისგან დაკომპლექტებული,ნეტა თქვენს მიერ შერაცხული მონსტრი რა მხრივ უტევს მსაჯულს,თუ თქვენ ფიქრობთ რომ არჩევნები ლეგიტიმური იყო მართლაც დაუჩაგრიხართ ბედს,ან საერთოდ ადამიანს ქრიტიანმა იდიოტი როგორ უნდა უწოდო :დდდდ მარა თქვენთვის ეს ხო მგლის თავზე სახარებაა,ბოდიშს გიხდით მაგრამ არ მომეწონა თქვენი ნაშრომი,მესამე მსოფლიო ომი ხალხის გამო არ დაწყებულა და არც ხალხის გამო არ დამთავრდება ასე რომ თქვენც და სასრგებლო იდოტების თანაბარ პოზიციაში ხართ. დაულაგებელი ინფორმაციაა რომელიც პირადი ინტერესის გამო შეერთდა,ჩემი აზრით მესამე მსოფლიო ომიც ხელოვნური წინაღობაა და მითუმეტეს თანამედროვე მსოფლმხედველობის მქონე ადამიანს არ შეიძლება ეწოდოს სასარგებლო იდიოტი იმ ძალის წინააღმდეგ რომლის მიმართაც ტანკი და ავიაციაც კი უძლურია,მათ უფრო ჩაგრული მებრძოლები ეწოდება რომლებიც იბრძვიან იდეა თავისუფლებისთვის,თან თქვენს ნაშრომში არც მწვადი დაწვით და არც შამფური,საერთოდ ვის მხარეს დგახართ,ან ამ არჩევნებზე რას ფიქრობთ რომელი მხარეა სასარგებლო იდეოტებისგან დაკომპლექტებული,ნეტა თქვენს მიერ შერაცხული მონსტრი რა მხრივ უტევს მსაჯულს,თუ თქვენ ფიქრობთ რომ არჩევნები ლეგიტიმური იყო მართლაც დაუჩაგრიხართ ბედს,ან საერთოდ ადამიანს ქრიტიანმა იდიოტი როგორ უნდა უწოდო :დდდდ მარა თქვენთვის ეს ხო მგლის თავზე სახარებაა,ბოდიშს გიხდით მაგრამ არ მომეწონა თქვენი ნაშრომი,მესამე მსოფლიო ომი ხალხის გამო არ დაწყებულა და არც ხალხის გამო არ დამთავრდება ასე რომ თქვენც და სასრგებლო იდოტების თანაბარ პოზიციაში ხართ.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|