ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯი-კო
ჟანრი: პოეზია
29 ოქტომბერი, 2024


* * *

ო, ბედისწერის მცდარო ობობა
არ მითხოვია შენთვის შენდობა.
სცენას კვლავ უხმობს სანახაობა,
ცეკვავს შეშლილი არარაობა.
ისევ მოსთქვამენ ტანჯული დები
და დასტირიან თეთრი გედები.
მარადიული საგიჟეთია,
აჯანყებულან მაღლა ღმერთები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები