ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯი-კო
ჟანრი: პოეზია
1 ნოემბერი, 2024


□ □ □

დავიწყება ძალზე ადვილია და ძალზე ძნელი.
დასაწყისი და დასასრული – ტყუპი და-ძმა,
ისევე ბუნებრივი, ვით მზის ამოსვლა-ჩასვლა.
აქ არაფერი არ შეიცვლება.
ჩემს ადგილს შენს გულში უმალ სხვა დაიკავებს,
შეიძლება რამდენიმეც კი.
და ეჭვი არ მეპარება, ყველაფერი თავის გზით წავა.
მე კიდევ, როგორც წყლიდან ამოსული,
მზეს გავუღიმებ –
რომელიც ოდნავ უფრო ყვითლად ანათებს.
ბედისწერის ულაყი კვლავ ჭიხვინით მომეგებება -
მისწრაფება იფეთქებს ჩემში
და გამიტაცებს ჯერ შეუცნობ შორ ბილიკებზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები