ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯი-კო
ჟანრი: პოეზია
7 ნოემბერი, 2024


ლექსი სიყვარულზე, დაწერილი მე-5 საუკუნეში

მოგიხმობ სატრფოვ, მომევლინე მალამოდ სნეულს,
მე სულ ბოლომდე, ტკივილამდე მოგანდობ სხეულს.
შენ შემეხები -  მოეხსნება კარი ჯოჯოხეთს,
მე ცხელი ლავა მომივლინეს, ცეცხლი მიხმობდეს.
შიშველ სხეულებს მიეგებათ ტრფობის სავანე,
რომლებიც თრთოლვით მიელოდნენ დიდხანს ერთმანეთს..
ო, ნაწამები სისხლის შვების დადგება ჟამი!
და სიმხურვალე დაგროვილი ნატანჯ ძრღვებში,
გადმოდინდება, აჩქეფდება უცხო არხებში.
ჩვენი ტანები აირევა - არა სხვადასხვა,
სულის და სისხლის შეთანხმება ან გარდასახვა.
ცად ავარდება გიჟი ალი,  ენები ვნების
და კიდევ ერთხელ იზეიმებს აზრი ბუნების!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები