| ავტორი: ჯი-კო ჟანრი: პოეზია 10 ნოემბერი, 2024 |
მომეცით კვლავაც სიჭაბუკის ნანატრი წამი! ბედნიერებას დრო არ ზომავს, მხოლოდ ხარისხი - რომ შევიმეცნო მხურვალებით ტანი ქალისა და კვლავაც შევძლო აღტკინება ძველი ხალისით.
რომ მოხდეს ისე - ისვენებდეს ფიქრისგან ტვინი, ყოვლისმომცველი ვნებისაგან სკდებოდეს გრძნობა, არ მჭირდებოდეს არავითარ ახლის შეცნობა და ვიხრჩობოდე მოცემულში კმაყოფილებით.
ჩემმა გონებამ კატორღელის უღელი ზიდა ჭეშმარიტების ლურჯ-ყვითელით ცოფამდე შმაგმა. დღეს არაფერი შეუცნობი აღარ მიზიდავს, დრომ ყოველგვარი უნაყოფო წამსვე ალაგმა.
ფიქრი კაცისა არ გაგონებთ კლდეზე თვის რტყმას? – რაც მეტი ვიცით, თითქოს თვგზაც მეტად გვებნევა. ამაოდ ვცდილობთ ჩვენი აზრის ზეცასთნ შერწყმას და სულს გვიხუთვს იდეების ოდნავ შემღვრევაც..
მოდი ძვირფასო და მაკოცე მწველი ტუჩებით, ო, დამიბრუნე, დამიბრუნე ახალგაზრდობა! ჰოი განგებავ, ვით დამწრიტე სისხლისგან ასე, ნუთუ არასდროს არ გცოდნია კაცის დანდობა?
როგორ მომპარე, რად გინდოდა სიმხნევე ჩემი, სილაღე ჩემი, სივაჟკაცე სად წარიტაცე? დამჭკნარ სახეში ჩამიჩქმალე მთელი გრძნობები და ცხელი ცრემლი ნაოჭებში სუმთლად ჩანაცრე.
მაგრამ მე მახსოვს, მაინც მახსოვს, არ დამავიწყდა ცხოვრება ჩემი, სამყაროში უცხოდ ხეტება - რწმენა სიმართლის, განდიდება ლმობიერების, მონობა ნიჭის.. სულის, ხორცის მარად ვედრება.
დიდხანს ვეთრიე მე ამ დღემდე, არა, ნუ იტყვი - „უცებ დამთვრდა, ვერც გავიგე, ისე გაფრინდა..“ დრომ ჩაიბეჭდა ყოველივე და თან წაიღებს, რა ვუყოთ, თუკი სილაჟვარდე კვლავაც მოგვინდა..
მაინც გაიღეთ მოწყალება უკანასკნელად და მხოლოდ ერთი, მხოლოდ ერთი მომეცით წამი - წამი სრულქმნილი, სრულყოფილი ტკბობის შეგრძნება და... დავისვენო, და.. მისჯილი აღსრულდეს ჟამი!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მუხა მადლობა ) მუხა მადლობა )
1. მომეწონა კარგი შესრულებაა. შეშლილი ფილოსოფოსი ადამიანად ყოფნა ძნელაია, ძალიან ძნელიაო...
მომეწონა კარგი შესრულებაა. შეშლილი ფილოსოფოსი ადამიანად ყოფნა ძნელაია, ძალიან ძნელიაო...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|