საითაც გაიხედავთ, ყველგან არის ქალი - ქალი ყოველი მხრიდან - უამრავი ქალი და თითქოს მე აღარც ვვარსებობ, რადგან სუყველა მე ვარ! ვდგევარ თუ ვწევარ, მე ვმასპინძლობ უამრავ მზერას - ო, როგორ დაფათურობს მათი ტვინი ჩემს სხეულზე! ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ, გამჭვირვალე ვარ ან ნივთი ვარ, ან ქანდაკება და თვალები ჩემი არის შუშის და სახე ყინულის. მერე მივდივარ და ყველაფერი მავიწყდება, სანამ ისევ დავუბრუნდები იგივე წერტილს და გავიყინები (თუმცა ოთახში თბილა) როგორც ცხედარი კუბოში და გავმრავლდები კიბოს უჯრედივით თეთრ ფურცლებზე.