ადვილად იცნობთ, მარჩიელებო. ქირომანტებო. დადის წითელი მარჯიელებით. რომანტიულად. თავი ყოველთვის დახრილი აქვს ფოთოლცვენაში. გარეთ ნოემბრის აკრილია. მოთოვს ვენაში. დიდი თვალები დაჰყოლია. შავი. კვეთილი. ვით შეუწველი მაყვლოვანი. ესრეთ კეთილი. სალამს პირველად იგი მოგცემს. გადაიწვიმებს. გეპატიჟება ხან პინგ-პონგზე, ხანაც ვინ იცის... დადის თავისთვის. მარტოსულად. ზღვა ესიზმრება. და ამ სიზმარში მატროსისთვის სხვაა ბრიზები. იმდენი რამე გაეგება. სასაცილოა. თვით ძიუდოც კი... ამბობს, რომ ქარი უცილოა და ქრის ზიუდ-ოსტი.