| ავტორი: ჯი-კო ჟანრი: პოეზია 18 ნოემბერი, 2024 |
1. სამყაროს მოდელი
ცისარტყელას ფერებისებრ, როგორც განშლადი სპექტრი, უფერულში შემცველობა ნაირფერადობის - სამყაროს გული არსებული და არარსებული თავის თვში შეიცავს ყოველს და არარას. მისგან განიშლება სამყარო ფანტასტიკური მრავალფეროვნებით, უცნაურად მომცველი მთლიანობით, განუზომლობით და ეს ყველაფერი არის აბსოლუტური სიცარიელე.
2. სისტემები
შეფარდებითი სისტემების მონაცვლეობა და განაგება სიმბოლოთა სხვათა და სხვათა ჩვენი სისტემა შემეცნებითი, რასაც კი წვდება გონი ჩვენი, ნაწილია საუცხოო „ფერადი სპექტრის“ და თვის თვში განიშლება, როგორც ყოველი ფრთა სამყაროსი.
3. n განზომილებიანი სივრცე
“იქ, სადაც მე ვარსებობ, შეიძლება არსებობდეს სხვა სამყარო“ – პარადოქსია! თუმც სივრცემ უწყის, რომ შეთავსდება ერთმანეთში ორი ანუ n სხეული ერთმანეთის შეუცნობელად - სად დრო ერთია და სივრცე ერთი, იარსებებს ორი წერტილი და ერთმანეთს არ დაემთხვევა.
4. შემეცნებისთვის
ის, რაც თვლადია და ერთეულოვანი, ამავე დროს უსასრულოა - როგორც ვარსკვლავები ცაში. ჩვენ ვართ არსებები შემოსაზღვრული დიაპაზონის შემეცნებისთვის. ლამაზია ხილვა სამყაროსი - მარადიულია იგი და მუდმივმოძრავი. კუმშვადი და განწელადი, შექცევადი და გადაქცევადი, თვითშთანთქმადი, უფორმო და ელასტიური.
5. ბადრო „+“ და „-“
არაფრის სკდომით იბადება საპირისპირო მიმართებანი. თითქოს უხილავი დანა დაუსვამთ სამყაროს მოზიმზიმე ბადროსთვის და განიბნა _ ანუ შვა საპირისპირონი.
6. გამთლიანება „=“
და განმთელდება კვლავ ბადრო, სადაც უსასრულობა შეერწყმის ნულს და მისცემს დასაბამს ს რ უ ლ ყ ო ფ ი ლ ე ბ ა ს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. @ხიდი პოეზისაა, დიდი მადლობა რომ დაინტერესდით და საკუთრი აზრებიც გაგვიზიარეთ, რაშიც სრულიად გეთანხმებით @ხიდი პოეზისაა, დიდი მადლობა რომ დაინტერესდით და საკუთრი აზრებიც გაგვიზიარეთ, რაშიც სრულიად გეთანხმებით
3. "და გადაქცევადი, თვითშთანთქმადი, უფორმო და ელასტიური."
თვითშთანთქმადი სამყაროს ძირითადი თვისება იმაში მდგომარეობს რომ რამდენჯერაც საკუთარი თავი შთანთქვას მას იმდენჯერ ახალი ნაყოფის გამოღება შეუძლია,არა ისე როგორც ნეშომპალა ასაზრდოებს მცენარეს არამედ როგორც მცენარის ყვავილზე არსებული თესლი რომელსაც ახალი ნაყოფის გამოღება შეუძლია,უფორმო მხოლოდ იმიტომ არის რომ ჯერ კიდე განი ვერ გვიპოვნია მისი დიდი მონდომების მიუხედავად,და მაინც რა ჯიუტად ვცდილობთ ძებნას,პოეზიაც კი მიეძღვნა კოსმოსის სიდიადეს,მე მჯერა რომ თქვენს ნაშრომს ეს მუხტი აქვს რაზეც ვწერ,კარგი ნაშრომია ვაფასებ ფიზიკას პოეზიაში,განსაკუთრებიდ მაშინ როცა ვხვდებით რომ ღმერთის ქმნილებები ვართ და არა დიდი აფეთქებისგან გაჩენილი ატომთა და მოლეკულათა ჯაჭვი რომელსაც რეალურად დამოუკიდებლად ფიზიკის გარეშე არსებობა არ შეუძლიათ,ყველაფრის კანონ და მორალქვეშ მოქცევა კი ღმერთის ნიჭია. "და გადაქცევადი, თვითშთანთქმადი, უფორმო და ელასტიური."
თვითშთანთქმადი სამყაროს ძირითადი თვისება იმაში მდგომარეობს რომ რამდენჯერაც საკუთარი თავი შთანთქვას მას იმდენჯერ ახალი ნაყოფის გამოღება შეუძლია,არა ისე როგორც ნეშომპალა ასაზრდოებს მცენარეს არამედ როგორც მცენარის ყვავილზე არსებული თესლი რომელსაც ახალი ნაყოფის გამოღება შეუძლია,უფორმო მხოლოდ იმიტომ არის რომ ჯერ კიდე განი ვერ გვიპოვნია მისი დიდი მონდომების მიუხედავად,და მაინც რა ჯიუტად ვცდილობთ ძებნას,პოეზიაც კი მიეძღვნა კოსმოსის სიდიადეს,მე მჯერა რომ თქვენს ნაშრომს ეს მუხტი აქვს რაზეც ვწერ,კარგი ნაშრომია ვაფასებ ფიზიკას პოეზიაში,განსაკუთრებიდ მაშინ როცა ვხვდებით რომ ღმერთის ქმნილებები ვართ და არა დიდი აფეთქებისგან გაჩენილი ატომთა და მოლეკულათა ჯაჭვი რომელსაც რეალურად დამოუკიდებლად ფიზიკის გარეშე არსებობა არ შეუძლიათ,ყველაფრის კანონ და მორალქვეშ მოქცევა კი ღმერთის ნიჭია.
2. მადლობა მუხა მადლობა მუხა
1. მიყვარდა სკოლაში ფიზიკა და ახლაც მაინტერესებს და მაოცებს. ფიზიკა- პოეზიაში ძლიერია. მიყვარდა სკოლაში ფიზიკა და ახლაც მაინტერესებს და მაოცებს. ფიზიკა- პოეზიაში ძლიერია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|