10. დიდი მადლობა მუხა <3
დიდი მადლობა მუხა <3
9. მიყვარს შემოდგომის შუადღის ფერები, საღამო. სევდიანი მთვარე . მიყვარს შემოდგომის შუადღის ფერები, საღამო. სევდიანი მთვარე .
7. მადლობა დებორა (კი, ვიცი რომ ნინო ხართ, მუხა რატომღაც მომელანდა :) ) ახალი ვერსიისთვის. ნამდვილად საინტერესოა ერთი და იგივე ემოციის ან განწყობის სხვადასხვა ფორმით გამოხატვა. მადლობა დებორა (კი, ვიცი რომ ნინო ხართ, მუხა რატომღაც მომელანდა :) ) ახალი ვერსიისთვის. ნამდვილად საინტერესოა ერთი და იგივე ემოციის ან განწყობის სხვადასხვა ფორმით გამოხატვა.
6. გუბის სეზონი
მე ვუყურებდი წვიმას, რომელიც გადაღებას არ აპირებდა - და ბაყაყი იჯდა გუბეში. • დადის ქუჩებში შემოდგომა და სათითაოდ სულს უბერავს გამხმარ ფოთლებს, ხეზე შერჩენილს. * შემოდგომობით იმედები ხეებს ედება, ისე ირღვევა ეს იმედები, როგორც მაშინ ყვითელი კაბა. • ჩემოეხევა ქარი ტოტებს - გაშიშვლებული ხელის მტევნები ამოწვდება მიწიდან მალე. გაფარჩხული, გრძელი თითები. • დარჩეს ეა გრძნობა უსახელოდ! - როგორც ფრინველი უბუდეო და დაღალული გზადაგზა კლდეებს შეატოვებს თავის იმედებს, მომეცი ნება, შემოგეფარო, ცოტა გავთბე შენს ბუდეში მე - შემოდგომის დაღლილი ბავშვი.
* იჯდა ღამეში შემოდგომა და მღეროდა ფერმკრთალი მთვარის სევდიან ხმაზე.
გუბის სეზონი

5. მადლობა, ხიდი პოეზიისა მადლობა, ხიდი პოეზიისა
4. დავაზუსტოთ! ნინო ვარ დარბაისელი. დღეს- ხვალ როცა მოვიცლი, ვცადოთ. ახლა საშობაო საყიდლებზე გავრბივარ. დავაზუსტოთ! ნინო ვარ დარბაისელი. დღეს- ხვალ როცა მოვიცლი, ვცადოთ. ახლა საშობაო საყიდლებზე გავრბივარ.
3. დიდი მადლობა მუხა, დებორა, აბა სცადეთ გადაკეთება, რა გამოვიდოდა, ძალიან დამაინტერესა დიდი მადლობა მუხა, დებორა, აბა სცადეთ გადაკეთება, რა გამოვიდოდა, ძალიან დამაინტერესა
2. ქვემოდან მეორე მომეწონა და მომეჩვენა, რომ ზემოდან მეორე რიმაა ბაყაყზე - იქ გაიბა კავშირი. რას ვიზამდი ჩემი რომ იყოს, პირველ და ბოლო ადგილას გადავიტანდი შესაბამისად და კომპოზიციის მაგვარი რაკი გამომივიდოდა, ყველაფერს ადგილზე ,,დასვამდა”. შეიძლება ოდნავი კორექციები მოეთხოვა ტექსტში. კორელატებივით, რაკი ბაყაყის პლანზე გავიდოდით. ასევე, რაიმე არატრივიალურს შევარჩევდი სათაურს.. შემოდგომა გუბიდან? შემოდგომა გუბეში? უფრო პოსტმოდერნისტულად გუბეში (შემო) დგომა? ქვემოდან მეორე მომეწონა და მომეჩვენა, რომ ზემოდან მეორე რიმაა ბაყაყზე - იქ გაიბა კავშირი. რას ვიზამდი ჩემი რომ იყოს, პირველ და ბოლო ადგილას გადავიტანდი შესაბამისად და კომპოზიციის მაგვარი რაკი გამომივიდოდა, ყველაფერს ადგილზე ,,დასვამდა”. შეიძლება ოდნავი კორექციები მოეთხოვა ტექსტში. კორელატებივით, რაკი ბაყაყის პლანზე გავიდოდით. ასევე, რაიმე არატრივიალურს შევარჩევდი სათაურს.. შემოდგომა გუბიდან? შემოდგომა გუბეში? უფრო პოსტმოდერნისტულად გუბეში (შემო) დგომა?
1. საინტერესო მიმართულებაა,ვერლიბრიც არ არის იგრძნობა რითმა თუმცა ვერც რითმიანს დავარქმევ ცალსახად. საინტერესო მიმართულებაა,ვერლიბრიც არ არის იგრძნობა რითმა თუმცა ვერც რითმიანს დავარქმევ ცალსახად.
|