მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლილე2025“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.
* * *
გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.
* * *
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
დიდება უკრაინას !!! * * * Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
10 დეკემბერი, 2024
კოლხ გოგონას
მინდა მკერდში ჩაგიკრა,
დაგიკოცნო თვალები,
გავატანო დარდი კვლავ
ქარს... და ნატერფალები
დაგილოცო... დაგლოცო
ჩემი ლექსის პწკარებით...
მოყვასისთვის ღია მაქვს
მუდამ გულის კარები.
კოცნაც მიყვარს, დალოცვაც
უცოდველი კრავების...
გინათებდეს სავალ გზას
მზეც და ცის ვარსკვლავებიც.
სიხარულის ცრემლებით
მისველდება ღაწვები,
ჩვენ ხომ ერთი გენის ვართ,
კოლხთა შთამომავლები.
მინდა მკერდში ჩაგიკრა,
დაგიკოცნო თვალები,
ემჩნეოდეს ამ მიწას
შენი ნატერფალები.
თოლნი მეუბნებიან:
ჩაიკარი გოგონა...
სითბო ისე მაოცებს,
როგორც ჭიაკოკონა.
მაქვს სიმღერის სურვილიც,
რომ შენც გულით გიმღერო...
მსურს ჩემს თვალწინ ჯეირნის
ყელი შენც მოიღერო.
აიეტის მოდგმის ვართ,
გვმართებს არდავიწყება...
მე თუ მკითხავ, სამშობლო
კოლხეთიდან იწყება.
2024
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
2.
https://www.blogger.com/blog/page/edit/preview/1246805186191756518/5578620808152794406
https://www.blogger.com/blog/page/edit/preview/1246805186191756518/5578620808152794406
ოთარ რურუა.
2025-06-28 08:19:43
1.
კარგი სიმღერაა.
კარგი სიმღერაა.
მუხა.
2024-12-11 23:37:26
მონაცემები არ არის
08.07.2025 09:52:25