ქათმებმა, ინდაურებმა, ბატებ-იხვებმა, ციცრებმა ბჭობა გამართეს:- ახალ წელს, რომ არ შევხვდეთო, იქნება? საქათმესთან რომ ნაძვია ლამაზად მოვრთოთ, მოვკაზმოთ, არ დავიძინოთ, თორმეტზე, ფრინველთა ბალი გავმართოთ. ბატმა სისინით აუწყა: -პრინცესა მე ვიქნებიო, თავზე დავიდგამ გვირგვინს და მსურს მოვიხატო ფრთებიო. -მე კი, პრინცი ვარ, იცოდეთ- ყელსაც იღერებს მამალი, -მურა დავნიშნოთ დარაჯად, არ იყოს აყალ-მაყალი. -ვიტ, ვიტ - ბაჯბაჯებს იხვი და თავაზობს ასეთ რამესო: -ცელოფნით წყალი დავკიდოთ, ის აირეკლავს მთვარესო და განათდება მიდამო, ბალი გვექნება ქებული, ბალზე იცეკვებს ქათმების, კიდევ ციცრების კრებული. იხვები დავლურს დავუვლით, კინტოურს - ინდაურები, ნანახით კმაყოფილები, ტაშს დაგვიკრავენ სტუმრები. ილაპარაკეს, შეთანხმდნენ და დაიძინეს ტკბილადა, ესიზმრათ, ბალზე ცეკვავდნენ და იღიმოდნენ თბილადა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მუხა, პირიქით, მადლობა გულწრფელობისთვის :) შენს მეტი არც არავინ წაიკითხავს და შეაფასებს მუხა, პირიქით, მადლობა გულწრფელობისთვის :) შენს მეტი არც არავინ წაიკითხავს და შეაფასებს
1. ვერ მოგიწონე, მაპატიე გულწრფელობისთვის. ვერ მოგიწონე, მაპატიე გულწრფელობისთვის.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|