 | ავტორი: ნ-ი-კ-ი ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 3 იანვარი, 2025 |
სამწუხაროდ ხშირად ვერ შემოვდივარ ხოლმე საიტზე და გარედან კი ვკითხულობ შეძლებისდაგვარად და არც თუ ისე იშვიათად პირველ რიგში ყველას მოგილოცავთ ამ ახალ 2025 წელს და ყველას გისურვებთ ევროკავშირის წევრობას, როცა ამისი დრო მოვა იმედია, ამ საიტზე, ისევე როგორც ცხოვრებაში, დაახლოებით 15% იქნება ევროკავშირის წევრობის მოწინააღმდეგე.
ხოდა ჩვენც იმედით და მოლოდინით ვიყოთ ერთხელაც აგვისრულდება იმედები ამ 85%-ს ერთი რაღაც მაწუხებს და ამის გამო ვწერ ამხელა არზას აი, ასეთი ამბები ხდება ქვეყანაში. ქალაქის ცენტში და არა მხოლოდ ცენტრში და ასევე არა მხოლოდ თბილისში და ასევე არა მხოლოდ საქართველოში და მიკვირს რომ რამოდენიმე ნაწარმოების გარდა არავინ გამოხმაურებია ამ ამბებს ან ერთი მხრის პოზიციიდან ან მეორე მხრის ან მესამე ან 87-ე მხრის პოზიციიდან ( მგონი 87 არავის საარჩევნო ნომერი არაა ) უფრო სწორად თავისი პოზიცია არავის გამოუხატავს მკვეთრად თუნდაც ლექსით, თუნდაც მოთხრობით და თუნდაც უბრალოდ პუბლიცისტური ნაწარმოებით.
არადა საკმაოდ ბევრია ნიჭიერი ხალხი ურაკპარაკზე და ყველას შეუძლია ასეთი რამ და ძალიან მარტივადაც. აი მე კი "ტექნარი" ვარ და წერა აშკარად ჩემი საქმე არაა მაგრამ რა ვქნა, უძაღლო ქვეყნის კატასავითა ვყეფამ :)
მოკლედ ჩემი აზრი ასეთია: რეალურად ბევრი პარტიაა და ბევრი აზრი ტრიალებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც ემიგრანტებში მაგრამ საბოლოო ჯამში მივდივართ რამოდენიმე პუნქტზე, რომელიც მარტივად გასარჩევია და სამსჯელო
1) მშვიდობა - ამას ძირითადად ქართული ოცნების მომხრეები აწვებიან ანუ ოცნების დამსახურებაა რომ ომი არააო. ამაზე მარტივად თუ ვიმსჯელებთ ასეთი ლოგიკაა ვინ ომობს? ჰამასი, ჰეზბოლა, ირანი, ისრაელი და რაც ყველაზე მთავარია რუსეთი. კიევიც ომობსო მეტყვის ალბათ ვიღაცა - არა კიევი თავს იცავს რუსეთისგან და თუ ვინმეს აქვს რაიმე არგუმეტი რის მიხედვითაც კიევი დაესხა 2022-ში რუსეთს, საინტერესო იქნებოდა მისი მოსმენა ისრაელიც თავს იცავს ფაქტიურად, მაგრამ უკრაინისგან განსხვავებით ისრაელის მოწინააღმდეგეები სუსტები არიან ( ირანის ჩათვლით ) მასთან შედარებით. თუმცა ერთიცაა, ოქტომბრის ამბის შემდეგ ისრაელი ძალიან შეყვა და ჰამასს მიაყოლა ბევრი ადამიანიც და მაინც ვამართლებ მე ისრაელს, რადგან იყო თავისთვის მშვიდად და მუშაობდა ეს ნიჭიერი ერი და ამ ჰამასმა შეუჩიჩხინა და კიდეც გამოთხარა კატა, ისე როგორც თაგვმა და თავი ხომ გაინადგურა, ამდენი ხალხიც მიიყოლა თან. ჰეზბოლაც მოსმულია თავის ადგილზე. ირანიც ჯერჯერობით ჩუმადაა და აშკარად ხვდება ძალა ვის ხელშია მაგრამ ამ მომენტისთვის შანსი, რომ საქართველოს დაესხას ისრაელი არის მინუს 100% ირანი რომ დაგვესხას ან ჰეზბოლა მაგისი შანსიც 0-ია რადგან მათი მეგობარი რუსეთის გავლენის სფეროდ ვიგულისხმებით მათს გონებაში და ამიტომ მაგას არ გაბედავენ ან არ აკადრებენ რუსეთს ჰამასი ვერ დაგვესხმება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თავისი გაჭირვებია და აღარ არის ფაქტიურად ამერიკისგან თავდასხმა ალბათ 0% ევროკავშირისგან 0% ჩინეთს ხომ განძრევად არ უღირს თავდასხმა თავისზე 100 ჯერ პატარა ქვეყანაზე ნუ არგენტინა, ბოლივვია ბრაზილია და ა.შ აშკარად არ ჰგვანან ჩვენზე თავდამსხმელებს
ვინღა დარჩა? რუსეთი და ცხადია რუსეთია ერთადერთი, ვინც ჩვენს მშვიდობას შეეხება და თან ისე, რომ არც დაფიქრდება შესაბამისად გამოსავალია, რომ თუ შევუერთდებით რუსეთს, აშკარად ომი აღარ მოხდება, მაგრამ ისეთი მშვიდობა იქნება, “კავკასიურ ცარცის წრეში“ რომაა ან უკეთეს შემთხვევაში თუ არ შევუერთდებით, კუდი უნდა ვუქიცინოთ რუსეთს და მისი ყველა პოხონდრია შევასრულოთ და იქნება მშვიდობა მეორე საკითხია, გვინდა კი ასეთი “მშვიდობა“ - საკითხავი აი ესაა კიდევ ერთი ვარიანტია რომ მშვიდობა იყოს. ანუ ევროკავშირის და მითუმეტეს ნატოს წევრი რომ გავხდეთ რავი აბა რასაც ბალტიისპირეთი რუსეთს აგინებს და ბლოკავს, ჯერ არაფერი გაუბედავს და ჩვენზე მეტად ეფხანება ალბათ ხელები მათზე რუსეთს. მაგრამ რაღაც აკავებს აშკარად.ნეტავ რა? ეს რაც შეეხება მშვიდობას
2) ევროკავშირის წევრობა და მომავალში ნატოს წევრობა თანაც ამერიკის სტრატეგიული მეგობრობა. აქ ქართული ოცნება იმ 85% ხალხს ეუბნება ევროპაში მივდივართ, ევროპაშიო. ამათგან ნახევარმა იცის, რომ ტყუილია მეორე ნახევრის ნახევარს უკვე აღარ სჯერა ამ ამბის და დარჩენილ ნახევარს კი ჯერ იმედი აქვს. თუმცა ვგონებ ტყუილი იმედი, რადგან არაფერი პირი ამათ არ უჩანთ ევროპაში წამსვლელებისა. დარჩენილ 15%-დან, რომელსაც ევროპა და ამერიკა ისედაც არ ეხატებათ გულზე და რუსეთი უნდათ, ნახევრმა იცის და ხვდება, რომ ევროპისკენ არ მიდის საქართველოს ამჟამინდელი გზა და მეორე ნახევრი ბრაზობს ოცნების განცხადებებზე, რომ ევროპისკენ გვინდა ამაყადო. სინამდვბილეში, როცა მთელი ამერიკა ( ანუ ორივე პარტია- დანარჩენი პარტიების მოსაზრება არ ვიცი ) გვეუბნება არასწორ გზაზე დგახართო და ევროპაც იგივეს ამბობს, თანაც დიდი ხანია და ერთადერთი რუსეთია, რომელიც ტაშს გვიკრავს და რა კარგები ხართო და საყვარლები, ჩასაყლაპებიო, მე პირადად ეჭვი მაქვს ( თუ ეჭვზე მეტი არა ), რომ ევროპისკენ არ მივდივართ სხვათაშორის რუსეთს ნატოზე აქვს გართულება, თორემ ევროკავშირზე არ არის აცრილი იქნებ მერე გამოგვიყენოს კიდეც ( თუ მივეცით საშუალება ) უნგრეთივით ან სლოვაკეთივით იმედი მაქვს, რომ ასე არ მოხდება
ახლა გადავიდეთ ამბებზე რაც ხდებოდა თბილისის მთლად ცენტრში პატარა გოგო ბიჭებს, სულ პატარებს, რომლებიც რაღაცას აპროტესტებენ ( რა მნიშვნელობა აქვს რას, თუმცა დიდ რაღაცას ამ კონკრეტულ შემთხვევაში ), ოცნება უპირისპირებს ძალას და თან არაპროპორციულ ძალას თუ ვინმე მეტყვის რომ 10 შეიარაღებულ-ნავარჯიშევი ადამიანი/1 მცირეწლოვან კაცზე ( და ზოგჯერ და არც თუ იშვიათად ქალზეც ) პროპორციულია აშკარად მისი ლოგიკის შესაძლებლობებში მნიშვნელოვანი ეჭვი შემეპარება სულ მინიმუმ. გარდა ამისა უკვე დაჭერილის სასტიკი ცემები ჟურნალისტებზე ძალადობები შეკერილი საქმეები და ყალბი სასამართლოები წინასწარი განაჩენებით და კიდევ ბევრი რაღაც აშკარად აჩვენებს, რომ საქართველო სხვაგან მიდის და არა იქ სადაც გვინდა ეს ყველაფერი აშკარად ეს რუსეთის გზას ჰგავს, რომელსაც კარგად ვცნობთ, ზოგი მოყოლილი 1978 წლის, 1989 წლის, 1992-93 წლების და 2008 წლის ამბებით და ზოგიც საკუთარ თავზე გადატანილ-ნანახით. ალბათ არიან ისეთი ხალხიც, ვინც ვერ ხვდება თუ საით მიდის ეს გზა და მათ ცოტა ლოგიკა რომ დააძალონ თავს, ისინც დაინახავენ რადგან ეს ის გზაა, რომელიც თვალებით კი არა, გულით უნდა დაინახო და იგრძნო კიდევ ბევრი რაღაცეები ხდება საქართველოში ანუ რაკიღა პოეტები და მწერლები არიან ამ საიტზე და თუნდაც მკითხველები, განათლების დეფიციტსაც და მის სულის ღაფვასაც კარგად ხედავენ ალბათ.
ხოდა ურაკპარაკი რატომ დავარქვი ამ წერილს ამ ამბების მერე, რაც ხდება საქართველოში, ნუთუ არავინ შეწუხებულა და არ მოუნდომებია რამე დაეწერა? თავისი აზრი გამოეთქვა, გვემსჯელა და გაგვერკვია, იქნებ ყველაფერი ძალიან კარგადაა, ან იქნებ ძალიან ცუდადაა ყველაფერი და იქნებ აგვხელოდა თვალები
გამიხარდება თუ ვინმე რამე საინტერესოს დადებს და ვისაც უნდა აქ დაწეროს კომენტარებში რასაც ფიქრობს
ისევ იმას ვიტყვი, რაც თავშიც ვთქვი, ანუ კი იყო თითქოს რამოდენიმე ნაწარმოები, მაგრამ თითქოს მძაფრი არაფერი მომხვედრია თვალში იმ სიმძაფრის, რასაც ეს მოვლენები იმსახურებს თუ ვცდები, მიმითითეთ
ისევ და ისევ ყველას გილოცავთ ახალ წელს და დამდეგ შობას და ისევ და ისევ იმ 85%-ის სურვილების ასრულებას ვუსურვებ საქართველოს
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ეჰ, არაფერი გვეშველება. ყოველშემთხვევაში მალე მაინც
და არა მგონია ვინმეს თვალები ეხლიებოდეს
გავა წლები და ისტორია დაალაგებს ყველაფერს თავის ადგილზე მთავარია გვიანი არ იყოს, თორემ 100 წლის წინანდელი საქმეებიც დალაგებული აქვს ისტორიას, მაგრამ ძალიან გვიან სამწუხაროდ რა წლები გვაქვს დაკარგული იმ 100დან 70 მაინც და ახლა იქნებ ბოლო 30 წლის მონაპოვარიც უკან დაგვრჩეს ღმერთმა არ ქნას
ეჰ, არაფერი გვეშველება. ყოველშემთხვევაში მალე მაინც
და არა მგონია ვინმეს თვალები ეხლიებოდეს
გავა წლები და ისტორია დაალაგებს ყველაფერს თავის ადგილზე მთავარია გვიანი არ იყოს, თორემ 100 წლის წინანდელი საქმეებიც დალაგებული აქვს ისტორიას, მაგრამ ძალიან გვიან სამწუხაროდ რა წლები გვაქვს დაკარგული იმ 100დან 70 მაინც და ახლა იქნებ ბოლო 30 წლის მონაპოვარიც უკან დაგვრჩეს ღმერთმა არ ქნას
2. გილიცავთ ნ ი კ ი. ვულოცავ მთელს ურაკპარაკს. ნამდვილი მშვიდობის ( არა ოცნებისეულის) , ევროპასთან დაახლოვების და გამარჯვების წელი ყოფილიყოს.
ვფიქრობ, დღევანდელი ბრძოლის ემოციები ძალიან ცხელი და მძაფრია საიმისოდ, რომ, ჯერ ამაზე წერის სურვილი გაუჩნდეს ვინმეს.
მგონი ნელ-ნელა თვალი ეხილებათ ტ.ვ იმედის პროპაგანდით გაბრუებულ მოქალაქეებსაც. კი ყლაპეს ბევრი ტყუილი ამ წლების განმავლობაში და დესერტად " ღირსებით ევროპისკენ" დააყოლეს, მაგრამ, ახალგაზრდობა გვყავს ისეთი, შეუძლებელია, ამათ სიმართლეზე დიდხანს გქონდეს თცალები დახუჭული. მალე გვეზეიმოს გამარჯვება.❤️ გილიცავთ ნ ი კ ი. ვულოცავ მთელს ურაკპარაკს. ნამდვილი მშვიდობის ( არა ოცნებისეულის) , ევროპასთან დაახლოვების და გამარჯვების წელი ყოფილიყოს.
ვფიქრობ, დღევანდელი ბრძოლის ემოციები ძალიან ცხელი და მძაფრია საიმისოდ, რომ, ჯერ ამაზე წერის სურვილი გაუჩნდეს ვინმეს.
მგონი ნელ-ნელა თვალი ეხილებათ ტ.ვ იმედის პროპაგანდით გაბრუებულ მოქალაქეებსაც. კი ყლაპეს ბევრი ტყუილი ამ წლების განმავლობაში და დესერტად " ღირსებით ევროპისკენ" დააყოლეს, მაგრამ, ახალგაზრდობა გვყავს ისეთი, შეუძლებელია, ამათ სიმართლეზე დიდხანს გქონდეს თცალები დახუჭული. მალე გვეზეიმოს გამარჯვება.❤️
1. გილოცავთ! წარმატებებს გისურვებთ!
გილოცავთ! წარმატებებს გისურვებთ!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|