***
კოსმოსური ცენტრის შიდა სივრცე მძიმე მეტალის დერეფნებით იყო გაბნეული. ძველი დანადგარების გასწვრივ შედარებით ახალ ტექნიკას ეკავა ადგილი, სადაც ხავსმოდებული ხომალდის კედლები ჟანგს შეეჭამა, ხოლო მინები უსახურად გამოიყურებოდნენ. ტექნიკაც არ იყო მაინცდამაინც რიგიანად. გაურკვეველი სადენები, რომლებიც მთელ სივრცეებს იკავებდნენ სხვადასხვა ადგილებში გამწყდარიყო ხოლო აღდგენას ალბათ თვეებს მოანდომებდნენ. მის შორიახლოს საკონტროლო ცენტრის მონიტორები ეყენა, რომელთა ნაწილი კვლავ იღებდა სადღეისო სიგნალებს. სიძველისგან შერყეული კედლები და რკინის კონსტრუქციები კი ერთად ქმნიდნენ საოცრად გრძელ და მყარ სიჩუმეს. შუაგულში მდგარი კოსმოსური ხომალდი ათწლეულობის დუმილის მიუხედავად მაინც უტყვი სახით გაჰყურებდა ცის კაბადონს, რის ზღვარზეც მოლივლივე მზე მის შელახულ მეტალს ჯიუტად ირეკლავდა. ირგვლივ მიმოფანტულ სქემებსა და საქაღალდეებს დამაინე უხეიროდ იშორებდა ფეხით. ხან მარცხენა მხარეს ათვალიერებდა და ხან მის მარჯვენა მხარეს. სიძველის უსიამოვნო სუნი ნივთებშიც კი გამჯდარიყო. ნახევარ საათიანი კვლევის შემდეგ გორგოლაჭიან სავარძელს ხელი მოკიდა და იქვე ჩამოჯდა. ცოტა იმედგაცრუებული ჩანდა. მაინც არ ეგონა რომ ასე სავალალო მდგომარეობაში დახვდებოდა ცენტრი. საინტერესოა მთელი ამ ხნის განმავლობაში მილდადი რას იცავდა ასე დაჟინებით?! იქ დარჩენილი ნივთებიდან სკამიც იყო არ იყო საღი. მთელი ეს აღჭურვილობა არაფრად ვარგოდა. ფიქრობდა, ნაღვლობდა და თან შარვლის ჯიბიდან ნახევარ კოლოფ სიგარეტს დასწვდა, თუმცა სანთებელას ვერსად აგნებდა. ხან გვერდითა უბეებზე მიირტყა ხელი და ხან ქურთუკზე მაგრამ ამაოდ. ისედაც აღელვებული მთლად გაცეცხლებული წამოენთო სკამიდან. გორგოლაჭებიანი ფეხით შორს გაიქნია და ისევ ჯიბეებში დაიწყო ჩხრეკა. „პერანგის წინა ჯიბეში ყოფილა“ - თავისთვის გაიფიქრა და კმაყოფილად გაუკიდა თუთუნს. ღრმა ნაფაზის შემდეგ ყურადღება ისევ კოსმოსურ ხომალდს მიაპყრო. არაფრით ეჯერა რომ ეს ჟანგის გროვა ოდესმე კარგად გამოიყურებოდა და თავის ფუნქციას რიგიანად ასრულებდა. ახლა ის მხოლოდ ჟანგის გროვა იყო. დიდი უბადრუკი რკინის კონსტრუქცია და სხვა არაფერი. სულ რომ მთელი ქალაქის სანაქებო ტექნიკოსების გუნდი შეეკრიბა ამ ჯართთან მაინც ვერას გახდებოდნენ, ხოლო ასტორნავტებზე ლაპარაკიც ზედმეტია. კიდევ ერთი ნაფაზის შემდეგ ძირს დაგდებული ნამწვი ფეხით გასრისა და ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილმა რამდენიმე ნაბიჯით გადაინაცვლა ხომალდის დასავლეთით. ვინმე იფიქრებდა რაიმე ხელჩასაჭიდს ეძებსო, მაგრამ რომც მიეგნო რაიმესთვის მაინც ვერაფერს მიხვდებოდა, რადგან თეორიული წარმოდგენაც კი არ ჰქონდა თუ როგორ უნდა აემუშავებინა ეს რაღაც?! მინიმალისტურიც კი. თვეების წინ, შორი გზიდან მხოლოდ ბავშვური ოცნების ამარა ჩამოვიდა ლიტონში და კინაღამ დესპანების ლუკმადაც იქცა. მაშინ რომ არა მილდადის სისხარტე უთუოდ გამოასალმებდნენ სიცოცხლეს. ანდაც რომ არა შავოსანის უცნაური არჩევანი დღემდე სველ და დამპალ დილეგში ეგდებოდა ზენონთან ერთად. რომელიც ალბათ ისევ ათასგვარ ისტორიებს უამბობდა თადეოზის სისტიკაზე და კიდევ ერთხელ დაარწმუნებდა რომ მისგან თავი შორს დაეჭირა. ღირდა კი ამხელა თავსატეხი ამ უღიმღამო ადგილისთვის?! ფიქრებისგან სასოწარკვეთილმა დამიანემ ისევ ჩამოჯდომა არჩია იმის იმედათ რომ რაიმე გამოსავალს მონახავდა, რაც საუბედუროდ არ დასცალდა. მის უკან რკინის იატაკზე სულ უფრო მატულობდა ნაბიჯების ხმა. რთული გამოსაცნობი არაა თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილყო ეს ადამიანი, მაგრამ თავდაცვის მიზნით მაინც რკინის მილს წაავლო ხელი და სწრაფად შემოტრიალდა. მილდადი უკვე მის წინ იდგა. დამიანეს გახშირებულ სუნთქვას სახეზე გრძნობდა. აშკარა იყო რომ მაინცდამაინც არ გახარებია მისი ხილვა, მით უფრო, მათი ბოლო საუბრის შემდგომ, რომელიც არც თუ ისე კარგად დაასრულეს. უცნაურია კია მაგრამ მილდადი გაცილებით მშვიდად გამოიყურებოდა ვიდრე უწინ. ქამარში ჩატანებული იარაღი ფრთხილად დაანხა და მის გვერდით მშვიდად ჩამოჯდა. დამიანემ მილს ხელი გაუშვა. მილდადმა გამარჯვებული იერით ანიშნა ჩამოჯექიო. ამაზე უარესი რაღა უნდა მოხდესო... გაიფიქრა დამიანემ და წყნარად დაემორჩილა.
- ზურგიდანაც კი აშკარა იყო რომ ნანახით იმედგაცრუებული ხარ... - ქურთუკი შეისწორა. - არ უნდა მოვსულიყავი. - უპასუხა დამიანემ. - აქ თუ საერთოდ? - ლიტონში ჩამოსვლა შეცდომა იყო. - სტუმრები ძალიან უცნაური ხალხი ხართ. - განაგრძო მილდადმა. - ხანდახან ვფიქრობ რომ თქვენთვის ადამიანებზე მეტად ეს რკინის სიმახინჯეები უფრო მნიშვნელოვანია. შესაძლოა არ უნდა ჩამოსულიყავი, მაგრამ აქ ბევრ ადამიანს შეხვდი მათ შორის, ნათანაელს და როგორ შეიძლება ნანახით იმედგაცრუებულმა, ნათანაელის სტუმართმოყვარეობა არაფრად ჩააგდო? - მას არაფერს ვერჩი. - ... მაგრამ ბევრი თავსატკივარი კი გაუჩინე მოხუცს.- მხარზე ხელი ფრთხილად მოხვია. - მასპინძლებთან ასე არ იქცევიან, მით უფრო უცხო ქალაქში. - ნამდვილად არ მინდოდა ეს ყველაფერი, უბრალოდ ... - სიტყვა გაუწყდა. - მიძინებული ბოროტება რომ გააღვიძე ალბათ ამას გულისხმობ ხომ? - მილდადის ირონია დამიანეს უადგილოდ ეჩვენა, რაზეც უსიამოვნოდ წამოდგა და გვერდით გაერიდა. - გგონია უწინდებურად მატარებლის ბილეთს იყიდი, ვაგონში ახვალ და ყველაფერს სამუდამოდ დაივიწყებ? - შენ როგორ მოიქცეოდი ჩემს ადგილას? - ყველა კაცმა პასუხის უნდა აგოს თავის შეცდომებზე. დიდიხანია ბიბლიოთეკართან ცხოვრობ და ჩემზე უკეთ გეტყოდა ამას. - მილდად შეგიძლია პირდაპირ მითხრა რა გინდა! - თანადგომა. - საუკუნეებია თადეოზს ვერაფერს უხერხებთ და გგონია რამეს გავხდები მის წინაშე? მას მხოლოდ ერთადერთი რამ სურს... - რომ წყევლა ავხსნათ? - ზუსტად. - ... და იცი მაინც რა შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს? - თქვენ მართლა გჯერათ, რასაც მასზე ამბობენ?- კითხვა შეუბრუნა დამიანემ. - დამიანე კოსმოსურ ხომალდისგან რომ არაფერი გამოვა ეს უკვე ცხადია. შენი თვალით ნახე, თუმცა გარკვეული წარმოდგენები ხომ გაგაჩნდა? - ხომალდზე? - დიახ. - კი მაგრად ეს სულ სხვაა... - ერთი და იგივეა თუ წარმოდგენებზე ვსაუბრობთ - არ ეპუებოდა მილდადი. - ღმერთმა უწყის რისი დატრიალება შეუძლია მეფე თადეოზს უდანაშაულო ხალხისთვის. - ვატყობ ქალაქში ხმები სწრაფად ვრცელდება... - ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, დამიანე. ახლა ყველანი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ვდგავართ და სწორედ ეს უკანასკნელი გადაწყვეტს ლიტონიის საუკუნოვან ბედს. - რა გეგმა გაქვთ? - დავეხმარებით წყევლის მოხსნაში და იმედ ვიტოვებ ასე მაინც შევძლებთ მის განადგურებას. - უთხრა მილდადმა. - თუ წყევლას მოხსნით მაშინ „ბედის წიგნი“ არაფერში ჭირდება... - ეგ არავინ უწყის.- თავი დაბლა დახარა. - ლიტონში სიმშვიდემ მაშინ დაისადგურა, როცა ის ციხე-სიმაგრის კედლებს არ გასცდენია. ახლა კი ვინ იცის, რატომ გადაწყვიტა მოკვდავად ყოფნა?! ყველაფერი შეიცვალა! - ხვალ მეუფეს შევხვდები - შეახსენა დამიანემ. - მეც თქვენთან ერთად ვიქნები. ნათანაელს ისედაც არ აკლია პრობლემები. ბიბლიოთეკაში ორი გვედერი ჰყავს. - გვედერი? - ანუ ისე ადამიანი, ვისაც თადეოზის მოკვლა შეუძლია, თუმცა წყველის ახსნის შემდეგ მისი მოკვლა ყველას შეგვეძლება. - რა საჭიროა შურისძიება?.. - დამიანე თავის ცნობისმოყვარეობას ვერაფერს უხერხებდა. მიუხედავად მილდადის სიხისტისა მასთან უადგილო შეკითხვებს არ ერიდებოდა. - უმჯობესია წახვიდე! - მოულოდნელად ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ დაიძრა. ზუსტად ისე როგორც ჩვეოდა ხოლმე. კარებამდე სულ რამდენიმე ნაბიჯიღა აშორებდა, როდესაც ისევ დამიანესკენ მობრუნდა და ჰაერში ხმამაღლა შესძახა. - დამიანე! - დაბნეული მისკენ მობრუნდა. - ერთ დღეს აქაურობას აუცილებლად დავუბრუნებ ძველბურ იერს და სხვათაშორის მხოლოდ შენ არ ხარ ის, ვისაც კოსმოსში მოგზაურობა სწადია. - მე მხოლოდ ღმერთის პოვნა მინდა.- მოკლედ მოუჭრა, მილდადს. - მაშ სწორად მოსულხარ. ლიტონი ხომ ორ სამყაროს შორის მოქცეული გზა გასაყარია... - არა. ღმერთი უფრო ზევითაა! - თავისთვის ჩაილაპარაკა და მილდადისთვის პასუხი არც გაუცია.
მაშინ მხოლოდ ერთადერთი რამ ამოძრავებდა, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაცლოდა იქაურობას და იქ ნანახი სამუდამოდ ამოეშალა გონებიდან, რაზეც მილდადი ნამდვილად არ ცდებოდა. როგორ შეიძლება ადამიანზე წინ რაიმე სხვა დააყენო? კაცობრიობის მთელი უბედურებაც ხომ ეს არის. დღითიდღე იმდენად ზერელე და ზედაპირულები ხდებოდნენ ადამიანები, რომ მალე მათზე მოსაყოლი არაფერი დარჩებოდათ მწერლებს. განა ასე ივარგებდა? ლიტონის ვიწრო ქუჩებში მიმავალ დამიანეს მთლად დაკარგვოდა საღი აზრი. ვეღარ გაეგო თუ რას დაეძებდა ამ წყეულ ქალაქში. მისი უგუნებო ხასიათი მალე ლამაზად მორთულმა კაფეებმა გამოასწორეს, რომლებიც ქუჩის ორივე მხარეს ერთმანეთის მწკრივში გაეხსნათ და ღია ვერანდებზე ახალ სტუმრებს ელოდნენ. ტროტუარებზე ბრჭყვიალა აბრები გამოეფინათ ხოლო ხის მაგიდებზე ახალ შეკვეთებს დიდი ენთუზიაზმით აწყობდნენ. ახლა ფინჯანი ჩაი თუ უშველიდა ამ ყველაფერს. ფინჯანი ჩაი ნამცხვრის გემრიელ ნაჭერთან ერთად ან უშაქრო ყავა და საინტერესო დიალოგი უცნობ ადამიანთან. რა საუცხოო იქნებოდა ზედმეტი ცერემონიების გარეშე ხელოვნებაზე საუბარი. თუნდაც ერთ ან მეტ ადამიანთან ერთად. ჩამოჯდები, შეუკვეთავ ჩაის, მენიუს გვერდით გადადებ და უკვე მრავალგზის წაკითხულ წიგნებზე ისაუბრებდი მათთან, მათ მეგობრებთან. ისაუბრებდი და თან ყოველ წარმოთქმულ წიგნზე გაგახსენდებოდა მისი სუნი, რომელიც შენს პატარა ოთახში იდგა. იქ სადაც მუდმივად წიგნების სუნი ტრიალებდა, რადგან ოთახში საწოლის, საწერ-მაგიდის და თაროების მეტი არც არაფერი გაგაჩნდა. მოიგონებდი გათენებულ ღამეებს და გულამომჯდარ ტირილსაც, როდესაც შენთვის ძვირფასი პერსონაჟი მწერალმა უსამართლოდ გაიმეტა. ალბათ იმ დღეებსაც ცხოვრებაზე სასოწარკვეთილი ისევ ნაცნობმა ტექსტებმა რომ შეგახსენეს რომ შენც ადამიანი ხარ და ცხადია გტკივა. განიცდი, ბრაზობ, ამტვრევ და ყვირი. მაშინ როცა ირგვლივ არავინ გყავს. როცა იცი რომ ასეთს ვერავინ დაგინახავს. დარწმუნებული ხარ რომ არავინ დაგცინებს და არც არავინ დაგამუნათებს მხოლოდ იმის გამო, რომ ცუდად ხარ. ჭკუის სწავლებაში ბადალი არ გვყავს, მაგრამ აი ემოციების გაზიარებისა რა მოგახსენოთ?!
ამასობაში კი ფიქრებით გართულმა დამიანემ ვერც კი შენიშნა თუ როგორ გაიარა გზის ნახევარი. შუბლიდან თმა უკან გადაივარცხნა და პირველივე შემხვედრ კაფეს მიაშურა. ყველაფერი უსიამოვნო დაივიწყა და მომღიმარი სახით მის წინ შედგა. სახელური ფრთხილად დასწია. კარის გაღებისას კი ზევით ჩამოკიდებულმა ზარმა ოფიციანტს ახალი სტუმრის შემოსვლა ამცნო, რაზეც გახარებულმა სკამი გამოუწია და დამიანეს მრგვალი მაგიდისკენ უხმო. ჩამოჯდომისას ბევრი არც უფიქრია, ოფიციანტს შავი ჩაი შეუკვეთა და თანხმობის ნიშნად თავი თავაზიანად დაუკრა. პალტო ცარიელ სკამზე გადაკიდა და მის წინ დადებულ მენიუს უაზროდ დაუწყო ყურება. მენიუს პირველ გვერდზე სასმელები იყო, ხოლო მეორე მხარეს ტკბილეულობა. დაბლა ძველი ბეჭდურით მიწერილი თარიღი კი იმას მიანიშნებდა რომ ეს კაფე ორმოცდაათ წელზე მეტია არსებობს. „საინტერესოა“ - გაიფიქრა დამიანემ და გვერდით გადადო. ოფიციანტი ჩაის აგვიანებდა, ამიტომ მის წინ მაგიდებზე ჩამწკრივებულ ლამპებს მიაპყრო მზერა, რომლებიც ისე მოემართათ რომ იფიქრებდით სადაცაა სათითაოდ ჩაქრებიანო. საკმაოდ ნელა ანათებდნენ. ალბათ ელექტრო-ენერგიას ზოგავდნენ, რას გაიგებ?! პირდაპირ წამომართულ დიდ თაღოვან ფანჯრებს შორის სხვადასხვა ფერის ნათურები აენთოთ, ხოლო აღმოსავლეთ კედელთან წიგნის კარადა დაედგათ, რაზეც, რატომღაც მხოლოდ ქოთნებიანი ყვავილები და თიხის პატარა აქსესუარები გამოედოთ. ძალიან უცნაური შესახედი იყო. ამასობაში როგორც იქნა შეკვეთილი ჩაიც მოუტანეს, თუმცა ჭიქის დადებისას დამიანემ მის გვერდით ნაცნობი სახე შენიშნა. ის ვისი ნახვაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდებოდა. გული ერთიანად აუძგერდა, ზუსტად ისე როგორ სკოლის ასაკში ემართებოდა ხოლმე. ოფიციანტმა კიდევ ჰკითხა რამეს ხომ არ ისურვებთო, თუმცა დამიანეს უმეტყველო სახის შემხედვარე მიხვდა რომ ჯობდა გაცლოდა. მისი გონება სხვაგან იყო. გრძელ ყვავილებიან ტილოს კაბაზე, მუქი ხვეული თმა კოხტად ჩამოშლილიყო. ფეხზე სადა თეთრი ფეხსაცმელი ეცვა, ხოლო ხელზე ნაქსოვი სამაჯური, რომელსაც სანახევროდ დაყრდნობოდა. სავარუდოდ ამ მდგომარეობაში წერა გაცილებით უადვილებოდა. გოგოს მისკენ არც გამოუხედავს. მთელი ამ ხნის განმავლობაში უკვე მესამე ფურცელზე აგრძელებდა რაღაცის წერას. იმდენად იყო გატაცებული თავის საქმით რომ ჭიქაში დარჩენილი ყავა აშკარად გაციებოდა. დამიანე დაიბნა. არ იცოდა ასეთ დროს რა უნდა ეთქვა. როგორ უნდა მოქცეულიყო. როგორ უნდა მიემართა, რომ გიჟი არ გონებოდა. დასაწყისისთვის თავის სუნთქვას დაუკვირდა. შეეცადა დამშვიდებულიყო და თავი ხელში აეყვანა. ნამდვილი ჯენტლმენი მშვიდი და თავიზიანია, უმეორებდა საკუთარ თავს. ჯერ ცოტა ჩაი მოსვა და ჭიქა უკან დადო. ორ წამში ისევ მობრუნდა და ბოლომდე გამოცალა. მარჯვენა ხელით თმა ისევ შესწორა და ფეხზე წამოდგა. ერთი, ორი, სამი... ერთი, ორი, სამი... და მის წინ გაშეშდა. პერანგს უაზროდ და ნერვიულად ქვემოთ ექაჩებოდა. ახლა მარცხენა ხელით შეისწორა თმა. მისი გახშირებული სუნთქვა გოგონას არ გამორჩენია. ისე რომ კალამისთვის ხელი არ გაუშვია ზემოთ ამოხედა. იმაზე გაცილებით ლამაზი ყოფილა ვიდრე წარმოედგინა. გოგონა თვალს არ აშორებდა, რაზეც დამიანემ როგორც იქნა პირველი სიტყვები აღმოთქვა.
- გამარჯობა ანა, მე დამიანე ვარ - ფეხებში ძალა დაკარგული ხმაურინად ჩამოჯდა მის წინ. ერთი გაფიქრება ისიც იფიქრა, რომ მგონი სკამი გავტეხეო, მაგრამ იატაკზე გაშოტვას ალალ ბედზე გადაურჩა. - გამარჯობა.
(გაგრძელება იქნება)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. საინტერესოდ მიდის. საინტერესოდ მიდის.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|