 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 11 იანვარი, 2025 |
#ლექსები
ქართულ კონვენციურ ლექსში ძირითადად კატრენული სტროფებია გავრცელებული. ვიდრე ვინმე კოლეგა მოძებნიდეს და ფაქტს დამიდებდეს, მიმიშვით, ვიბაქიბუქო, რომ მე შევქმენი ახალი ქართული რვასტრიქონედი სტროფი (ABCD ABCD /EFGH EFGH…), რომელიც განსხვავდება არა მხოლოდ ქართულ პოეზიაში მისი შემომტან დამამკვიდრებელი გალაკტიონის (ABABCCCB) არამედ თვით ოქტავის მთავარი პირველწყაროს - იტალიელი ტორკვატო ტასოს (ABABABCC) ოქტავებისგან, თუმცა უფრო უახლოვდება ამ უკანასკნელს.
ნინო დარბაისელი
სიძულვილისა (ნ. ასიტაშვილს)
ვიცი, ყველა რომ არ გიყვარს, მაგრამ რომ არ გამოხატავ, სულ გამოთქმის ხერხებს ეძებ, თავო თავაზიანო! არც არავინ გაგირიყავს, შე ცბიერო, მართლა კატავ, ფიქრობ, მიჯობს, გავდგე გვერდზე, რატომ დავაზიანო?!
ერთ კაცს ისე ვერ იტანდი, თუ გულგრილად ჩაგივლიდა, უღიმოდი და ფიქრობდი, სულ არ ენაღვლებაო. ბრაზით გაუთანდათანდი, მისი გაღიმებაც გღლიდა, “რას მიღიმის ეს ჰეროდი, ჩემი უნდა ხლებაო?!”
რა რჩებოდა? - რამ ნიღაბი? ნიღაბიც რომ აიფარა, ეჭვდებოდი, გულში რა აქვს, სახე დამიმალაო. ანკი რა გაქვს დასაძაბი. ხალხი არის ცხვარი, ფარა! სულ ერთია, მიდის, მიაქვს, იფქლია თუ ალაო!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|