ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
17 იანვარი, 2025


სიცხიანის სარკოფენია

ლექსები

ნინო დარბაისელი

სიცხიანის სარკოფენია

ბინდი, ოთახი, საწოლი, სარკე,
სარკეში ლანდი - მოლაპარაკე:

- თავი საბანში უღონოდ ჩარგე?
ნუ მოდუნდები, ისევ თავს არგე!

გსურს შეგეფარკლოს ისევ ღაწვები?
მხოლოდ დაჯექი,  ნუკი ჩაწვები!

თუ იავადე, მეტი დაჯდები…
ჰოდა იარე!  ნუკი დაჯდები!

ვიდრე დარბიხარ, მტრების დარდი ხარ!
ირბინე მაშინ, ნუკი დადიხარ!

დარბაისელო, მოკლედ “დარბი” ხარ?
თუ ფრენა იცი, რაღას დარბიხარ?

რას ელოდები ლოთი და რინდი?!
ფრინდი და ფრინდი,
ჰოდა გაფრინდი!

- - -
* სარკოფენია -sarcopenia - კუნთოვანი მასის შემცირების სინდრომი ასაკის, ავადობის, უმოძრაობის და ა.შ.  გამო

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები