ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
17 იანვარი, 2025


პეტრე,მირქმა და ოდისეა

რატომ სძულხარ განსხვავებას მშვიდობისას,
რატომ ერთვის კალაპოტებს ავი ქარი,
რატომ არის სიტყვა განაყიდობისას,
ამღერებულ დიაცივით საფიცარი,
ასე ავი არაფერი არის მგონი,
ასე ავად არსად ებრძვის შავსა ხევებს,
და სიტყვები უბის პირას განაგონი,
მივსდევთ ქარებს და გასტყორცნილ სიტყვად ბგერებს,
ჩემი მზე და ჩემი დარი ივნისისა,
არა მღერის ასე ამბობს სამართალი,
და სამკაულს დაევძებდი თბილისისას,
მეფის მსგავსი დავინახე სავარცხალი,
როცა გზა და გავლით გულის ირონია,
მისი ეზო ელდიანად არბევს კერას,
ჩვენ თუ სიტყვით საქმიანად გვიომია,
მაშინ ვეტყვით დამარცვლულსაც არის ვერა,
ჩუმო ხედო ჩუმო ზღვაო ივნისისა,
ჩუმსა კედლებს აზრი დასდევს ენოვანი,
დარდი ისმის ჩემი არა თბილისისა,
მომენატრა შაურმა და ფენოვანი,
შენ გამზრდელსაც ისე შერცხვა ირონია,
როგორც ჩემი სიტყვის ხმალი სიონია,
როგორც აზრებს დაებედა სახიერი,
მთვრალი ხარ და თანაც ვირის ნაშიერი.

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები