ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინა ტაბაღუა
ჟანრი: პოეზია
18 იანვარი, 2025


წითელ ქარში










გესმის?!
ყველაფერი ადვილია - 
ნამდვილობის გარდა, პოეტობის გარდა,
სადაც ღმერთმა არ გაიარა.
ხომ იცი, რომ ხშირად ვშიშობ.
ვაი, თუ შემშალოს მთლად.

-
შენგან განსხვავებით,
სწორ გზას არ გავუყვე და
სადმე ჩავრჩე ცალი კედივით
უშნო ტლაპოში, მეშველება რამე?
არადა, მანგრევს ეს ცალობა,
თითქოს წესაუგებელი მკვდარი ვიყო,
ხელებს რომ იქნევს უპატრონო საფლავიდან.

-
წამიყვანე შენს ტყეში, იქნებ გადავრჩე.
სადღაც, რომელიღაც ხის ვიწრო ფუღუროში შეყუჟული ციყვის წრიპინს მოვუსმენ,
ან ,,ნელებზე" გიცეკვებ ,,წითელ ქარში",
თან ისე მხიბლავს ფრიალებით გაპრანჭვები...

-
გპირდები შევიყვარებ კუნელს,
მგელსა და ჩახჩახა ჩანჩქერს,
ჩემი ქიმიაც წყლის ფორმულით იწყება.
დილა კი - დარდით,
ხანაც წერით, ხანაც ხმაურით.
ღამე კი - ჩვენი ფრთხილი წერილებით,
ჟრიალა ჯაზით, ფარდის ფარფატით,
შორი ხმებით და გაბმული სტვენით.

-
გესმის?!
ახალ წიგნში რომ დაგაბინავებ,
ვაი, თუ შემშალოს მთლად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები