ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ველისციხელი
ჟანრი: საბავშვო
18 იანვარი, 2025


კატა და პუდელი

#ლექსები

ნინო დარბაისელი

კატა და პუდელი
(იგავ- არაკი)

არა ნაგაზი,  მწევარი , არა სოდელი, კუდელი,
მთელი ჯუნგლები შეიძრა, კატამ დაპორჭყნა პუდელი.

ლომმა თქვა, კატებს სად ვდიო,
არ პუდელის მაქვს ჯავრიო,
ვისვენებ, არა სჯობს,  საქმეში
ცხოველთა საბჭო ჩავრიო?

  თავად  მიხედონ, დაადონ სასჯელი, განაჩენიო.
  სამართლის სიტყვა იმათი გაჟღერდეს,  განა ჩემიო.

და შეიკრიბა ჯუნგლებში მხეცი, დიდი თუ პატარა,
ვინ - ლმობით სავსე, ვინ - მტერი - ბრაზი რომ გულით ატარა.

თაგვმა თქვა: - მოსაკლავია,  განა ეს შესარჩენია?
მაგან გაწყვიტა ამ დღემდე ჯიში და გვარი ჩვენია.

მგელმა თქვა:- მგელობას მაბრალებთ მშიერი დამაქვს ხახაო,
  ვგმობ ორმაგ სტანდარტს!ამ კატამ  ქვეყანა გააბახაო.

მელამ თქვა: - ისეც არ იყო, ბრალდებული რომ ყვებაო,
არც პუდელს დაეჯერება, შეაწყვეტინეს კვებაო.

მაშ კუდი რისთვის გვაბია, აქამდე რისთვის გვებაო,
არ დავსჯით? ბევრი აჰყვება,  გზა აღარ გაიგვებაო…

სპილომ:  - სხვა საქმე არა გაქვთ? ეგაა თქვენი ყოფაო,
მიწასაც ძლივს დამჩნევია, ვეფხვს ლუკმად არ ეყოფაო.

ბოლოს დასხდნენ და შეჯერდნენ კატები ადვოკატები:
- კატა რომ ვიხსნათ, გვჭირდება პუდელის კომპრომატები.
და შეიკრიბნენ კატები,
კატებს მოსდევდნენ ბატები,
ეჭირათ ავტომატები,
დაიძრა  ჯარი იმათი
გზა-გზა  - მხეცების მატებით.

არ მორჩნენ.  ლომი შეღონდა,
სახე ნაღველმა დაღარა.
დაიღრიალა ლომურად და მთელი საბჭო გაყარა!

მორალი:
1.
აბა,  საქმეა, მითხარი,
სიმარტოვეში რომ ჭკნები?
ძაღლია? - პატრონს ერთგულობს.
კატა ხარ?- რას იპორჭყნები!

2.
ნუ გეგონება შენ  - შენი  სოროელი თუ ბუდელი.
ძაღლი - ძაღლია,  გინდ იყოს ნაგაზი ანდა პუდელი!

დანარჩენი -  თქვენ მიამატეთ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები