#ლექსები ნინო დარბაისელი
ბარკაროლა
ვენეციაში მომელოდა ლანდი - ვივალდი. დავსეირნობდით ბნელეულში ერთად დილამდი, ისმოდა ჰანგი მისეული, თბილი, ციური, ირინდებოდა შიგ ნიავი - ვენეციური. ვენეციაში მეც ვიყავი დაბადებული, მაგრამ ვენაში არ ვიყავი დაბუდებული. სხვა არის გრძნობა, როცა მართლა ხარ უსახლკარო და სულ სხვა - როცა გინდა მიწას არ მიეკარო. ისრიალო და მიუსაფრად იხეტიალო, ო, მაინც რა ხარ, წარმოსახვავ ოხერტიალო! უცხო ჰანგებით გათანგული დუმდა მიდამო. ვიწექი ნავში, ჩანდა მხარე რამ სამუდამო. უნიჩბო ვიყავ, დაიხსომე ეს დღე, ვივალდი, მოსახვევში რომ ლამის წყალში გადამივარდი, მოგცა შეტევა, ასთმიური აგიტყდა ხველა, სიმების მეტრფეს ჩასაბერი გგუდავდა ყველა. მღვდელო წითურო, ჩავლილია შენი ბაროკო, მაგ ბაროკალურ ჰანგზე გინდა მაინც მაროკო? მეუბნებოდი, მაშინებსო მეცო დინება, სად მივყავართო, არასოდეს მეცოდინება. მინდოდა ვარდში არეული მხოლოდ იები, ვით პაუზები, როცა ისმის მელოდიები. აი - წამალი! ვატყობ, სიცხე მე მივარდება. მგონი გადავრჩი, ახლა რაღა მევივალდება.
- ნაავადარო - გამიარე, გაქრი ავდარო! მინდა, გონდოლას სარეცელი აღარ ვადარო, წყალმა წამიღოს, არ ვიცოდე, სად მივალ, დარო, - კიდევ რა გინდა, ნინო ნასიცხ- ნავივალდარო!
- - - *ბარკაროლა - მუსიკალური ნაწარმოების სახეობა, მენავეთა სიმღერიდან წარმომდგარი. მისი ნიმუშების ავტორები არიან შოპენი, ჩაიკოვსკი, რაჰმანინოვი და სხვები
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მადლობა მართლაც საინტერესო კომენტარისთვის. გეხსომებათ ალბათ, ვენეციაში დაბადებული ვივალდი ბავშვობიდანვე ავადმყოფი იყო. რაღაც, ფილტვებთან დაკავშირებული რომ იყო, იციან, მაგრამ ამდენი წლის მერე, პაციენტის გაუსინჯავად ზუსტ დიაგნოზს ვინ დასვამს? მკვლევარები ასთმას ვარაუდობენ. ზოგი ვერსიით ,, დაბადებით ქათმის გულმკერდი ჰქონდაო. დაა ადება ყოფილა ასეთი, დაბადებით შეზღუდულია “ფილტვების კოლოფის” სივრცე, ამის გამო ეს უკანასკნელნი არასწორად ვითარდებიან. მოკლედ სულ ახველებდა, როგორც მე - ამ ლექსში - ავადმყოფობის გამო. აქედან ებმება წარმოსახვითი კონექცია. გარდაიცვალა იგი ავსტრიაში, ვენაში, ძალიან გაჭირვებულ მდგომარეობაში…”შორი დიაგნოზი” უკავშირდება რაღაც ვირუსის შეხვედრის გამო გაუარესებულ თანდაყოლილ სენს… ვინ იცის! მადლობა მართლაც საინტერესო კომენტარისთვის. გეხსომებათ ალბათ, ვენეციაში დაბადებული ვივალდი ბავშვობიდანვე ავადმყოფი იყო. რაღაც, ფილტვებთან დაკავშირებული რომ იყო, იციან, მაგრამ ამდენი წლის მერე, პაციენტის გაუსინჯავად ზუსტ დიაგნოზს ვინ დასვამს? მკვლევარები ასთმას ვარაუდობენ. ზოგი ვერსიით ,, დაბადებით ქათმის გულმკერდი ჰქონდაო. დაა ადება ყოფილა ასეთი, დაბადებით შეზღუდულია “ფილტვების კოლოფის” სივრცე, ამის გამო ეს უკანასკნელნი არასწორად ვითარდებიან. მოკლედ სულ ახველებდა, როგორც მე - ამ ლექსში - ავადმყოფობის გამო. აქედან ებმება წარმოსახვითი კონექცია. გარდაიცვალა იგი ავსტრიაში, ვენაში, ძალიან გაჭირვებულ მდგომარეობაში…”შორი დიაგნოზი” უკავშირდება რაღაც ვირუსის შეხვედრის გამო გაუარესებულ თანდაყოლილ სენს… ვინ იცის!
3. იგრძნობა სისასტიკე,პირდაპირ ტანში გამიარა მაგ სიტყვებმა,ერთი მხრივ ტყული და მეორე მხრივ უფრო დიდი ტყუილი)) რომელიც დაღუპავს იდეას რომელსაც მირქმა ქვია,ეჰ თქვენ კიდევ წინსწრებები გაოცებთ,მე კი ალბათ ალალ მათხოვარს ვგავარ რომელიც თქვენი სიტყვების გამო მშიერი დაიარება. იგრძნობა სისასტიკე,პირდაპირ ტანში გამიარა მაგ სიტყვებმა,ერთი მხრივ ტყული და მეორე მხრივ უფრო დიდი ტყუილი)) რომელიც დაღუპავს იდეას რომელსაც მირქმა ქვია,ეჰ თქვენ კიდევ წინსწრებები გაოცებთ,მე კი ალბათ ალალ მათხოვარს ვგავარ რომელიც თქვენი სიტყვების გამო მშიერი დაიარება.
2. ძალიან კარგი ლექსია:
"სხვა არის გრძნობა, როცა მართლა ხარ უსახლკარო და სულ სხვა - როცა გინდა მიწას არ მიეკარო". ძალიან კარგი ლექსია:
"სხვა არის გრძნობა, როცა მართლა ხარ უსახლკარო და სულ სხვა - როცა გინდა მიწას არ მიეკარო".
1. თვითონ რახმანინოვი ასრულებს თავის ერთ ბარკაროლას
https://youtu.be/9blxH3JwfCM?si=2igbGRAQIagtf7Ls თვითონ რახმანინოვი ასრულებს თავის ერთ ბარკაროლას
https://youtu.be/9blxH3JwfCM?si=2igbGRAQIagtf7Ls
|
|
მონაცემები არ არის |
|
|