 | ავტორი: წერტილი. ჟანრი: პოეზია 19 იანვარი, 2025 |
როგორი დიადი შეუძლია იყოს ადამიანს, მაგრამ რა პატარაა, რა პატარაა.
ვის მოუყვები მთებზე, მდინარეებზე, ანდაც ფოთლებზე?! ვინ გამოგყვება შუაღამისას , უბრალოდ სიჩუმის მოსასმენად.
ასეთ ქაოსში, შენს მდუმარებას, ვინმე დაიტევს?!
ჩემს გამოწვდილ ბედნიერებას, ვეღარ გაუძლო, და დაიმალა სიმარტოვეში.
მე გზაგასაყარზე ვიპოვნე ჩიტი, ფრთა მოტეხოდა და შეშინებულს გული უხტოდა.
ნუ გეშინია პაწია ჩიტო, მე არ მჩვევია წასვლა მაშინ, როცა ვჭირდები. ფრთას შეგიხორცებ, და მერე წავალ, როცა შეძლებ თავად იფრინო.
ადამიანი არ არის რთული, მან აირჩია იყოს მარტივი, უარი თქვა სიდიადეზე, რადგან.... დააწვრილმანა თავის გრძნობები.
მე არ მჭირდება განმარტებები, მინდვრის ყვავილი მირჩევნოდა, მუდამ, ყოველთვის.
ნუ გეღიმება მაშინ როდესაც, ტირილს აპირებ, მითხრა მთვარემ და დაიმალა ისევ ღრუბლებში.
დახუჭობანა მეთამაშეო, მითხრა ცხოვრებამ, იცის მიყვარდა მე ეს თამაში, როცა პატარა გოგო ვიყავი, ცისფერი კაბით, და ერთადერთი რაც მანაღვლებდა არ იყო მოგება, არც მაწუხებდა თუ წავაგებდი, ახლაც ასეა , ვტკბები პროცესით.
ხშირად - მე ვიმალები, და ველოდები, თუ მიპოვნიან.
სამალავები კი მაქვს მრავალი, თანაც ისეთი, ურთულესია , ვინმემ მოაგნოს.
თუმცა, ჩემი საყვარელი ტრიუკი იყო ყოველთვის, ვინც იხუჭება , ვდგავარ მის უკან.
შენ იხილები, მე კი ვიცინი და გეუბნები, მე აქ ვარ სულელო, მთელი დრო აქ ვიყავი - სტუკა!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მომეწონა კარგია, თუმცა ჩემი სუბიექტური აზრი მინდა გამცნოთ, წერთ "დააწვრილმანა თავის გრძნობები" უნდა იყოს დააწვრილმანა შეგრძნებები"ეს უფრო ადაქვატურია, რადგან გრძნობას რეცეპტორი არ აქვს და ვერ დანაწილდება, შეგრძნებას აქვს რეცეპტორი და შეიძლება დანაწევრება, მაგ, სმენის, მხედველობის, შეხების დ,ს. ეს თქვენ გეცოდინებად. მერე, სტუკა! არა! მე ასე დავწერდი
შენ იხილები, მე კი ვიცინი და გეუბნები, ზურგსუკან ვიყავი, მე დაგასწარი სტუკ! სტუკ!
1. კომენტარს , იყო დამალობანას თამაში, ერთი მონაწილე, სახლის კედელთან ან ხესთან შებრუნებული თვალს დახუჭავდა, სხვები დაიმალებოდნენ, როცა თვალდახუჭული თვალს გაახელდა მოსაძებნად, ამ დროს დამალული თუ მოასწრებდა უნდა მიერბინა იმ კედელთან ხელის დაკვრით და ეყვირა დაგასწარი დაგფასწარიო, აი ამ დაგასწარის მაგივრად იყვირებდი სტუკ! სტუკ ! ანუ დაგასწარის ნიშნავდა. მაგრამ ვინ შემოიტანა ეს ტერმინი ან რა ენაზეა არ ვიცი.
მომეწონა კარგია, თუმცა ჩემი სუბიექტური აზრი მინდა გამცნოთ, წერთ "დააწვრილმანა თავის გრძნობები" უნდა იყოს დააწვრილმანა შეგრძნებები"ეს უფრო ადაქვატურია, რადგან გრძნობას რეცეპტორი არ აქვს და ვერ დანაწილდება, შეგრძნებას აქვს რეცეპტორი და შეიძლება დანაწევრება, მაგ, სმენის, მხედველობის, შეხების დ,ს. ეს თქვენ გეცოდინებად. მერე, სტუკა! არა! მე ასე დავწერდი
შენ იხილები, მე კი ვიცინი და გეუბნები, ზურგსუკან ვიყავი, მე დაგასწარი სტუკ! სტუკ!
1. კომენტარს , იყო დამალობანას თამაში, ერთი მონაწილე, სახლის კედელთან ან ხესთან შებრუნებული თვალს დახუჭავდა, სხვები დაიმალებოდნენ, როცა თვალდახუჭული თვალს გაახელდა მოსაძებნად, ამ დროს დამალული თუ მოასწრებდა უნდა მიერბინა იმ კედელთან ხელის დაკვრით და ეყვირა დაგასწარი დაგფასწარიო, აი ამ დაგასწარის მაგივრად იყვირებდი სტუკ! სტუკ ! ანუ დაგასწარის ნიშნავდა. მაგრამ ვინ შემოიტანა ეს ტერმინი ან რა ენაზეა არ ვიცი.
1. “სტუკა” - ვერ მივხვდი, რას ნიშნავს. მომეწონა ზურგსუკან დამალვის მომენტი. ფრაგმენტულობა ახასიათებს მთელ ტექსტს, მაგრამ ბოლოს ფინალი კარგად კრავს ამ ფრაგმენტებს. +3 “სტუკა” - ვერ მივხვდი, რას ნიშნავს. მომეწონა ზურგსუკან დამალვის მომენტი. ფრაგმენტულობა ახასიათებს მთელ ტექსტს, მაგრამ ბოლოს ფინალი კარგად კრავს ამ ფრაგმენტებს. +3
|
|
მონაცემები არ არის |
|
|