 | ავტორი: ზარნაძე ჟანრი: პოეზია 20 იანვარი, 2025 |
მომენატრა ის შეგრძნება, გიტარის სიმივით რომ უნდა გაასწორო შენი თავი ქარზე, წვიმის ხმაზე, თოვლის ხრაშუნზე, დოდან დომდე, სამი სოლ, რას შვები, რავი, ვჩალიჩობ. მომენატრა ის შეგრძნება და მომკალი თუ გინდა, ბეღურაც ვიქნები და ლომიც, ბეჰემოთიც და გოლიათიც, დევიც ზემოდან, მომენატრა ის შეგრძნება და მომკალი თუ გინდა. ცრემლი წამომივიდა ორი ამდენი, რაც ამ ლექსში არის ბწკარედი. კაცი კი არა, ფილთაქვა ვარ, ფასკუნჯისთვის დამიგია კაკანათები. მომენატრა ის შეგრძნება, გიტარის სიმებივით რომ უნდა გაასწორო შენი თავი. გადმოგიღიათ დამტვერილი გიტარა მიტოვებული სახლის კარადებიდან? თოფი თუ გაგიწმინდავს კაი ხნის ნაზამთრალი, მომენატრა ის შეგრძნება და მომკალი თუ გინდა, ჰამაკი რომ გაქვს გაბმული და გარბიან და გამორბიან მოგონებები. მომენატრა ის შეგრძნება, გიტარის სიმებივით რომ უნდა გაასწორო შენივე თავი. კაცი კი არა, ღამისმთევარი, წავალ და ათას მილიან გზას დავადგები, ხვალ, ზუსტად ამ დროს მე იქ ვიქნები, და გიტარის სიმებივით ავაწყობ ჩემივე თავს. მოვლენ ყორნები ჩემს ფანჯარასთან, მე ვეტყვი ძველ ქართულ სიმღერას. მოვლენ ყორნები და მკითხავენ ჩემივე ბედზე, დავსვამ, არაყში უნდა ჩავლბე, თაფლში უნდა შევინახო ენა პოეტის. მომენატრა ის შეგრძნება, გიტარის სიმებივით რომ უნდა ააწყო შენივე თავი. სოფელში ძმაკაცები მყავს, ერთმანეთზე უკეთესები, ბოლოს ქალი მიყვარდა, ზღაპრიდან იყო გამოპარული, ვერ დავაჯერე ხარი წიქარას პწკარედები, წავა, ეს ვიცი. სოფელში ღვინო მაქვს, ერთმანეთზე გემრიელები, მაგრამ რა მოხდა, ძველ აუზებში ჭოკი ჩავარდა, ფრთხილად ბიჭებო, მომენატრა ის შეგრძნება, გიტარის სიმებივით რომ უნდა გავასწორო ჩემივე თავი. მამღერე, ჩემო ანგელოზო, ახალი ნანა, აივანზე წამაღიღინე, თხილებს და ვაზებს გადამახედე, თოვლი მაჭამე. მამღერე ჩემო ანგელოზო შვების სიმღერა. მომენატრა ის შეგრძნება, გიტარის სიმებივით რომ უნდა გავასწორო ჩემივე თავი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. (პლაჩეტ გიტარა, პლაჩეტ გიტარა" (პლაჩეტ გიტარა, პლაჩეტ გიტარა"
1. რა კარგია, რომ არ დავიზარე წაკითხვა ზემოდან ქვემოთ. ხომ გამომრჩებოდა ეს მართლა სათავფურცლე ლექსი ფრიადი დავტოვე აქ. რა კარგია, რომ არ დავიზარე წაკითხვა ზემოდან ქვემოთ. ხომ გამომრჩებოდა ეს მართლა სათავფურცლე ლექსი ფრიადი დავტოვე აქ.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|