#თარგმანები
მთარგმნელისაგან
ამერიკელი პოეტი ქალის, პულიცერის პრემიის ლაურეატის (1918) სარა ტისდეილის (1884-1933) ორი ლექსი ადრეც გვედო. ეს პატარა ლექსი უაღრესად პოპულარულია, მასზე მრავალი თანამედროვე პაროდიაცაა შექმნილი. მახსოვს, ადრე ვწერდი პაროდიის ბუნების შესახებ, ახლა მოძებნა მეზარება იმ ოპუსისა და ასეთ აზრს ვავითარებდი - პაროდიის ბუნებას ის განსაზღვრავს, რომ არსებობს კონვენციურობის წინაპირობა პაროდიის ავტორსა და მკითხველს შორის. ეს პირობა ასეთია: ორივე მხარემ უნდა იცოდეს ის ტექსტი, რისი პაროდირებაც ხდება, რადგან პირველადის არცოდნის შემთხვევაში პაროდია, როგორც მეორადი ტექსტი ,,ვერ იმუშავებს”, თუმცა შეიძლება დამოუკიდებელი, პირველადი არსებობაც კი შეიძინოს. (გავიხსენოთ, რომ სერვანტესს სარაინდო რომანების პაროდიად ჰქონდა ჩაფიქრებული “დონ კიხოტი”, იმ კონტექსტს თანამედროვე მკითხველი უკვე არ იცნობს, კლასიკად ქცეულ ამ ქმნილებას კი რახანია, უკვე პირველადის სტატუსი აქვს მოპოვებული). ქართულ ხალხურ პოეზიაში მრავლად გვაქვს ასეთი სტილის, ენობრივად სადა, ლექსიკურად გადაუპრანჭავი, ძირითადად ლექსიკურ გამეორებებსა და პარალელიზმებზე დაყრდნობილი, მახვილგონივრული ლექსის ნიმუშები. ამავეს ვერ ვიტყოდი ლიტერატურულ პოეზიაზე, მეტადრე თანამედროვეზე ნიკოლოზ ბარათაშვილთან, ასევე ილიასთან, ვაჟასთან, აკაკისთან, გალაკტიონთან მეგულება სულ რამდენიმე, მაგრამ საუკეთესო ნიმუში, ცხადია, აქა-იქ სხვებიც მოიძებნება, ახლა უცებ პ. გრუზინსკი და მ. ფოცხიშვილიც გამახსენდა. წიგნები აქ არა მაქვს, სხვაც იქნება. ინგლისურენოვანში - ბევრია. რ. ბერნი ამისი ოსტატია. ამ ტიპის სხვა ლექსები, სხვადასხვა ავტორისა - ადრეც მითარგმნია.
სარა ტისდეილი
ერთი შემოხედვა
სტრეფონს უკოცნია ჩემთვის გაზაფხულზე და შემოდგომაზე - რობინს. კოლინმა სულ ერთხელ, მხოლოდ შემომხედა, კოცნით უკოცნია როდი.
სტრეფონის ნაკოცნი - ხუმრობა გამოდგა, რობინის ნაკოცნი - თამაში რამე, მაგრამ კოლინისა - თვალებით ნაკოცნი თან დამდევს, დღეა თუ ღამე.
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
The Look
BY SARA TEASDALE
Strephon kissed me in the spring, Robin in the fall, But Colin only looked at me And never kissed at all.
Strephon's kiss was lost in jest, Robin's lost in play, But the kiss in Colin's eyes Haunts me night and day.
ბარემ ესეც აქ იდოს, ძველებს ვეძებდი და ეს ვიპოვე. ადრე მითარგმნია. ცალკე დადებად არ მგონია, ღირდეს:
სარა ტისდეილი
*** როცა მოვკვდები და როს ნათელი აპრილი წვიმის თმებით დამფარავს, ჩემს სამარესთან შენ დაიხრები გულგატეხილი. ვინაღვლებ არას.
ვიქნები მშვიდი, როგორც გაფოთლილ ხეებს სჩვევიათ წვიმიან დარში ტოტების დახრა და ისე ჩუმი, ისე გულცივი, ვიდრე ხარ ახლა.
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
Sara Teasdale
"I Shall not Care" **^ When I am dead and over me bright April Shakes out her rain-drenched hair, Tho' you should lean above me broken-hearted, I shall not care.
I shall have peace, as leafy trees are peaceful When rain bends down the bough, And I shall be more silent and cold-hearted Than you are now.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მაგრამ კოლინისა - თვალებით ნაკოცნი თან დამდევს, დღეა თუ ღამე. რა ტკბილია რა კარგი.
მაგრამ კოლინისა - თვალებით ნაკოცნი თან დამდევს, დღეა თუ ღამე. რა ტკბილია რა კარგი.
1. დარჩნენ მარტო ავტორები? ხომ ვიძახოდი, საქართველოში მწერალთა კი არა, მკითხველთა დეფიციტი გვაქვს-მეთქი, ხალზი სხვისას კი არა, საკუთარ ნაწერსაც არ კითხულობს, რომ გამოქვეყნებამდე გარეგნულად მაინც მოაწესრიგოს- მეთქი. დღეს დრო მაქვს საგანგებოდ გამოყოფილი წასაკითხათ. ამწუთას რაც დევს პირველი ,, აჯიკა”, იქიდან ჩავყვები დაბლა. რაც ამ მომენტის მერე დაიდება, მუხა თუ არ გამოჩნდა, იმას მერე მივხედავ. დარჩნენ მარტო ავტორები? ხომ ვიძახოდი, საქართველოში მწერალთა კი არა, მკითხველთა დეფიციტი გვაქვს-მეთქი, ხალზი სხვისას კი არა, საკუთარ ნაწერსაც არ კითხულობს, რომ გამოქვეყნებამდე გარეგნულად მაინც მოაწესრიგოს- მეთქი. დღეს დრო მაქვს საგანგებოდ გამოყოფილი წასაკითხათ. ამწუთას რაც დევს პირველი ,, აჯიკა”, იქიდან ჩავყვები დაბლა. რაც ამ მომენტის მერე დაიდება, მუხა თუ არ გამოჩნდა, იმას მერე მივხედავ.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|